Litclub.ge

*** "სარკმლის მინაზე შუბლმიბჯენილი"
სარკმლის მინაზე შუბლმიბჯენილი უცქერდი ქუჩას,
უცქერდი , როგორ მოწყდა ფოთოლი ხეს, როგორ დაეცა..
უცებ შეგცივდა - დარაბები დახურე ჩუმად,
დახურე წიგნიც, გაშლილი რომ ეგდო საწოლზე...
ისეთი სევდა დაგეუფლა,
ისეთი გრძნობა-
ფოთლის მაგივრად,
თითქოს წეღან შენ მოწყდი ხიდან.
1956წ