Litclub.ge
*** "მშვიდობით"
მშვიდობით, მშვიდობით, კმარა!
მომბეზრდა ტკბილიც და მწარეც,
დე, სხვისთვის იქროლოს ქარმა,
დე, სხვისთვის ანათოს მთვარემ.
მე უკვე ჩავკეტე კარი,
სხვა კაცად ვიქეცი თითქოს,
ძაღლივით დავტოვე გარეთ,
რაც იყო, რაც უკვე იყო...
1956წ