Litclub.ge

*** "შენ სწავლობ წიგნებს ეძებ და ყლაპავ"
შენ სწავლობ წიგნებს ეძებ და ყლაპავ.
გაგიჟებს სუნი ძეგლის და დაფნის.
დრო გადის, მაგრამ სჯობს – უფრო სწრაფად.
მძაფრია, მაგრამ სჯობს – უფრო მძაფრი.

ამიტომ, დიდხანს ნუ გაიჩერებ
იმედებს, დღეს რომ თავზე ევლები,
და, თუკი შესძლებ, ახლა იჯერე
გული სიცილით ანდა ცრემლებით.
1957წ