Litclub.ge

*** გზა მიდის მთებში:თეთრი და მრუდე
გზა მიდის მთებში:თეთრი და მრუდე
და გზას კივილით მისდევს იელი..
მე შენთვის მხოლოდ სიკეთე მსურდა 
და ამ სურვილით ვიყავ ძლიერი.
მაგრამ ეს წუთი არაფრით არ ჰგავს
შენს მოლოდინში გაფრენილ წუთებს..
გზა მიდის მთებში და ჩრდილებს კარგავს
და მიდის მთებში, თეთრი და მრუდე.
 
1959წ