Litclub.ge

მახინჯაური და მწვანე კონცხი
მახინჯაური და მწვანე კონცხი,
ზღვა და ლაჟვარდის გაშლილი ბადე,
დილით კოპწია, მიმწუხრე მორცხვი,
გულის ორივე ერთგული მდადე.

შეყვითლება და სიწითლის რიდი,
ფერდაკარგული ცაცხვი და დაფნა.
ყველგან ბაასი წყნარი და მშვიდი
და ზღვაზე მარტო ქათქათა აფრა.

მსურს დავაღწიოსიწყნარეს თავი,
ღელვა ავტეხო ნიჩბების ცემით, 
ზღვაურში მარტოდ შევაგდო ნავი
და ვატორტმანო სიცოცხლე ჩემი.

1965 წელი.