Litclub.ge

ოჰ, რად არ მიეც გამჩენო
ოჰ, რად არ მიეც გამჩენო,
კაცს გონი სიბრძნის მფლობელი
და გული სხვისა ჭირისა
თავისს ჭირსავით მგრძნობელი,
შევიბრალებდით ერთმანეთს,
მაშინ ვით და-ძმა მშობელი,
არ ექნებოდა აღარავის
ვაება მოსათხრობელი.