ეს წვიმა ასე ჩემს გამო შფოთავს,
ეს ქარიც ხეებს ჩემს გამო არხევს,
რომ შემაჩვიონ საძულველ ოთაცს,
შენს გაოცებულ დუმილს და სახეს.
და გაჟღენთილი ქარით და წვიმით,
მიყუდებული კედელს კეტივით,
ბედნიერების ვერ ვმალავ ღიმილს,
ამ ყრუ სივრცეში გამოკეტილი.
არავინ მეძებს, არავის ველი,
ვარ უზრუნველი და უძინარი,
აღებული მაქვს წარსულზე ხელი,
თავზარს მცემს მხოლოდ, რაც ჯერ წინ არის.
სამაგიეროდ, ვოცნებობ ფუჭად,
გულში ათასი დანის მლესავი,
და ჩემს აკრძალულ ნაბიჯებს ქუჩა
ყოფს და ამრავლებს მოწაფესავით.
1960წ