Litclub.ge

ღამე ალაზნის ველზე
ნაღვერდლების ჭიატით – 
ნაპურალი იწვის.
და დგას მძაფრი სურნელი
კვამლისა და მიწის.
და კრუხივით მზრუნველი,
პირქუში და ზვიადი –
ზურგზე ისვამს წყვდიადი
მთვარეს, როგორც წიწილს. 
1968წ