Litclub.ge

სახელით გაცდი
ნუ მიატოვებ სამშობლო მხარეს,
მხოლოდ მის ზღუდეს სახელით გაცდი,
რომ ცხრა მთას იქით - სამშობლოს გარეთ,
სთქვან: „ცხოვრობდაო ასეთი კაცი“.

თორემ ჩვენში კი - საქართველოში,
თუ ღვინით სავსე ჯამი ტრიალებს,
გაიხსენებენ სადღეგრძელოში,
თვით მათხოვარსაც მოხეტიალეს.

1947