ირგვლივ გაზაფხულის დღეა მზიანი,
მზე არის ბაღშიც,
და ბაღში დარბის ხუჭუჭთმიანი
პატარა ბავშვი.
ნაზი პეპელა დაეძებდა უნაზეს ყვავილს,
პატარა ბავშვი ეძებს პეპელას...
იგი მივიდა, სადაც თეთრი ყვავილი ჰყვავის -
ყვავილთ მკრეფელად.
შეკრთა პეპელა, - სხვა ყვევილებს მან მიაშურა,
ბავშვმა ღიმილი გააყოლა ნაზად, ბავშვურად.
თამაშობს ბავშვი, - თითები აქვს მელნიანები,
და ლოყაზედაც ვერ ამჩნევს მელანს,
და დღიურში კი - ორიანები,
თვალებიდან კი - ჭკვიანი მზერა.
თამაშბს ბავშვი, მზე აღარსად ჩანდა,
თამაშობს ბავშვი, ბალახებში აგდია ჩანთა.
1956