Litclub.ge

* * * მე ყველაფერი მომწყინდა
მე ყველაფერი მომწყინდა ეხლა,
მზის მხურვალება, მთვარის სინათლე,
ნიავის ქროლა, ქარების შეხლა,
ყველა ტყუილი, ყველა სიმართლე.
ეხლა დავდივარ ნაბიჯით ნელით,
ეხლა სევდიანს მხვდებიან ხშირად,
თუმცა არა მაქვს თვალები სველი,
მაინც არ ვგავარ თვალებით მტირალს.
მე ყველაფერი მომწყინდა უკვე
და ერთადერთი სურვილი დამრჩა...
ნურავის უკვირს, ნურავის უკვირს,
თუ ვერ გაიგო, ასე რა მტანჯავს.
რადგან ეს სული, ასე ობოლი,
არ იყო მათი სულების მსგავსი...
არსად ძობილი, არსად დობილი,
მე მარტოხელა ვიყავი კაცი.
მე ყველაფერი მომწყიინდა ეხლა,
მზის მხურვალება, მთვარის სინათლე,
ნიავის ქროლა, ქარების შეხლა,
ყველა ტყუილი, ყველა სიმართლე.

1957