Litclub.ge
* * * სევდიანი და მდუმარი
სევდიანი და მდუმარი
ვარ დაყრდნობილი მაგიდას,
ვიყავი ღამის სტუმარი,
ღამემ ვარსკვლავი გაკიდა.
მთვარე არ გამოჩენილა,
ამოკრობოდა ღრუბელს,
ვაი, რა ობლად შთენილა
ზეცის ამხელა უბე.
1958