სანამ კადრში გაიელვებს,
სანამ მოხდება და სახელი დაერქმევა,
სანამ ხელში მოიხელთებს ვინმე,
ისაა სინამდვილე,
ნამდვილი კი ის, ვინც დანახვამდე არსებობდა
და მხოლოდ ჩვენს სიზმრებში ითქვამდა სულს.
სიყვარულიც ასეა -
სანამ მიხვდები,
ისაა ნამდვილი სიყვარული.
ხომ შეიძლება,
ერთხელ მაინც დღემ ისე ჩაიაროს,
რომ ნამდვილად მოხდეს, რაც ხდება.