Litclub.ge

ბოდო
შენც ზუსტად ასე მარტო ყმუი,
ჩემსავით, ვიცი.
არ გელოდები, მკვდრები უკან
აღარ მოდიან
და მკვდრების მსგავსად, მეც
ასევე არავინ მიცდის.
ორმოში ვზივარ და ეს ლექსიც
ძველი ბოდოა.
ახლა ყველაფერს (არ ვამეტებ)
ფასი აქვს ჩალის,
პათეტიკამდე დაქაჩული ყველა
ქმედება
და ყველა სიტყვა ტვინში
სისხლად ჩამექცეს ლამის
და ისიც ვიცი, ამ ლექსს ფასი არ
დაედება -
არც უფასოა, აღარც ძვირი, აღარც
იაფი,
თავისთვის ცხოვრობს - ხან
მღვრიე და ხანაც მდორეა.
და თუკი ცაზე ერთი კგ. შუქი
კიაფობს,
აღარც ესაა ჩემთვის ახლა შველა.
ქორეა
სჭირთ ხეებს თითქოს.
ჩავაშტერდი ყრუ ქვაფენილებს.
ნივალურია ჩემს ქალაქში ახლა
ამინდი.
აწმყოც კისერზე კაშნესავით
მაქვს შემოფსკვნილი,
არ ველოდები, რომ ოდესმე ვინმე
დამინდობს.
არც არასოდეს მწამდა ბევრი
ადამიანის,
ან უფრო სწორედ, მწამდა,
მაგრამ გამიქრა რწმენა.
მწამდა ხელების, ორ ხელს -
სადენს როცა მიადებ
და როგორც ტანში გაჟრჟოლება,
გადადის დენი
და ვატი სრული შეშლილობის --
ანუ ინსულტი...
არ მჯერა, როცა სიმშვიდისგან
სახეც არ უკრთით,
როცა ცდილობენ, შენზე უფრო
ნელა ისუნთქონ,
რომ წვრილმანები შეაფასონ, არ
დარჩეთ უთო
ჩართული სახლში. გაისწორონ ან
დაიხურონ
ქუდი სწორად და თავის დროზე
შეაღონ კარი,
და არასოდეს არ ევსებათ
მოთმენის სურა.
და სწამთ, რომ ღია
ფანჯრებამდე, ჯერ ფარდა არის...
არ მჯერა მათი, ძაღლის ხმაზე
რომ ეღვიძებათ,
ან გვიან ღამით ქუჩაში რომ არ
გამოდიან...
მჯერა იმის, რომ დედამიწა
მარცხნივ ირწევა
და ქარიშხლები ჩემს ხმაზეა
გადაწყობილი.
ჰოდა, ამიტომ აღარ ვიცი, უკვე
რაღა სჯობს,
წასვლა თუ მოსვლა ან დარჩენა -
ყველა ერთია.
ყველა მიწაყრილს მარტო
გავცდი, გადავაბიჯე...
და მხოლოდ ღმერთი
შემაგროვებს სადმე ფეტვივით.
წინიდან მირტყამს ქარი და მეც
თვალებს არ ვხუჭავ,
არ ვდარდობ, ვინ ცრუ პოეტია
ანდა ქურუმი.
უბრალოდ უხმოდ გადმოგიხსნი
შეკუმშულ მუჭებს
და დაგანახებ სინათლეებს
ხელისგულივით.