Litclub.ge

კამიკაძე (მთარგმნელი მამედოვა ნელი)
“ვირმა რა იცის, პეპსი-კოლა რას მიქვია...”- ფათალის ეს “ბრძნული ანაზა” ერთი ქილა თაფლითაც კი არ შეიჭმეოდა, მაგრამ საბურავების დამკერებელი აფაბბა ჭამდა,თანაც უთაფლოდ. ერთხელ,ამ გადაკრული და ორაზროვანი სიტყვებისაგან ყელში ამოსული, ფათალის მკვახედ შეეპასუხა,მეზობელმაც ვითომ შენ ვინ რას გეუბნებაო და სიტყვები უკან აიღო. უთხრა, ძამია შენ არვინ გეხება, რას იდიოტობ? მე შენთან რა საერთო მაქვს, არა მჯდარხარ, “ვიტრეზვიტელ”შიც არ მოხვედრილხარ.

მიდი, ტორგოვიში ვიტრინა-რამე ჩაამტვრიე, ერთი თხუთმეტი სუტკა აიკიდე, ჩაყნოსე კამერის ჰაერი, იქნებ, მერე გაუგოთ ერთმანეთს.
 გაუგებდნენ თუ არა ერთმანეთს ეს ღმერთმა იცოდა, მაგრამ აფაბბა, მამისტოლა კაცთან შეკამათებას სულაც არ აპირებდა.ფათალის მაგიერ სხვა, რომ ყოფილიყო,აი მაშინ საქმე სხვაგვარად წავიდოდა,როგორც თვითონ ამბობდა, მის თავს ცხელი პრესის ქვეშ გააბრტყელებდა. ისე კი ყბედი მეზობლის, უკბილო ხუმრობასაც უპასუხოდ არ ტოვებდა,ამბობდა,ფათალი ძმაო, შენს წლოვანებას და კიდევ ბავშობაში შენი ნაყიდი “ესკიმო”,”პლომბირი” ნაყენებისათვის გცემ პატივს,თორემ... ამას რომ, ამბობდა საბურავების დამკერებლის მსუსხავი მზერა, ფათალის სახიდან ქუჩაში მდებარე ცხელ პრესზე გადადიოდა . 
ფათალი ახალგაზრდობაში მართლაც ხელგაშლილი და კეთილი გულის პატრონი ყოფილა,ამას მარტო აფაბბა კი არა ყველა ლაპარაკობდა.ამბობენ,მაგრად ჩალიჩობდა თურმე,რომ იტყვიან თავზე საყრელად შოულობდა.შემდეგ მთლად შეცვლილა, წინანდელი ფათალისი არაფერი შემორჩენია.თავიდან, ამის მიზეზი თვითონაც არ იცოდა. შემდეგ მიხვდა, რომ მისი კაი ბიჭობისა და ხელგაშლილობის მიზეზი ფული ყოფილა,უფულობაზე ცუდი და კაცის დამამცირებელი ამ ქვეყანაზე არაფერია.” კაცის კაცად მქცეველი ფულია, უფულოდ კაცს კაცად არ თვლიან”, - ამ სიტყვებს ხშირად იმეორებდა. კედელს მიყუდებული კრიალოსანს ათამაშებდა,თვალებით კი ერთ წერტილს მიშტერებოდა. წარსულის გახსენებისას ხასიათი უფუჭდებოდა, მუშტუკში ჩაჩრილ სიგარეტს ღრმა ნაფაზს არტყავდა და დარდიანად აყოლებდა ,ეეჰ ამ ქუჩის ბარაქა, წითელმა ტრამვაებმა გაიყოლეს.

უბანში,ეს ამბავი, ასე ახლოს გულთან მის მეტს არავის მიჰქონდა.ტრამვაის გზა, მათი სახლის წინ გადიოდა.ფათალი დაბადებიდანვე მიეჩვია წინ და უკან მოძრავი ტრამვაიების ხმაურს . ისე იყო ამ ხმას მიჩვეული,რომ იავნანასავით, ტკბილად ეჩვენებოდა.დედის ნანა არ ახსოვდა,რადგან არ მოესმინა. იქნებ, დედა აკვნის რწევით უმღეროდა ნანას, მაგრამ ტრამვაის ხმაურში იკარგებოდა მისი ხმა. წამოიზარდა ფათალი და ამ ხმაურიან ტრანსპორტს სულითა და გულით დაუკავშირდა. მაშინ, აფაბბა პირველ კლასში დადიოდა. პატარა აფაბბას ეგონა, მისი მეზობელი ტრამვაიში მუშაობდა. თუკი ვინმე ფათალის მოიკითხავდა ,ცოლი ეუბნებოდა, 11 ნომრით სამსახურში გავიდა.

აფაბბასაც სჯეროდა,რომ ქუჩის შუაზე გამყოფ ამ ხმაურიან და ზარის ხმიან ტრამვაითაგან ერთერთს ფათალი მართავდა. ერთხელ აფაბბამ ნახა თუ როგორ ჩამოხტა მისი მეზობელი მიმავალი ტრამვაიდან და მეორეს, მომავალს შეახტა.მაშინ მიხვდა,რომ მისი მეზობელი მძღოლი არ იყო, ალბათ მის საქმეს სხვა რაღაც ერქვა.
 ერთხელ, როცა ფათალის ფული მართლაც თავზე საყრელად ჰქონდა, აყლაყუდა გულაღას ნაყენი “ოპტომ” იყიდა და უბნის ბავშვებს ჩამოურიგა. გულაღამ სიხარულით, კინაღამ დავლური დაუარა,ცარიელი გორგლებიანი ყუთის ბაწარს მოქაჩა და უხმაუროდ გაშორდა იქაურობას, აღარ გაჰყვიროდა “მაროჟნი,მაროჟნიო...”და მყიდველს აღარ უხმობდა.მისი მომაბეზრებელი, ჭიჭყინა ხმა კაცს ნერვებს უშლიდა,ყურის ბარაბანს უხვრეტდა.აფაბბას ეგონა, ფათალი ხელგაშლილი კაცი კი არ იყო, უბრალოდ, გულაღას გულის გამაწვრილებელი ხმისათვის დიდხანს, რომ არ ესმინა, ყიდულობდა ნაყენს და ბავშვებს ურიგებდა. იმ დღეს აფაბბას ერთ ხელში “პლომბირი”ეჭირა მეორეში კი “ესკიმო”, ტუჩების ლოკნითა და პირის ცმაცუნით იკითხა:
 -ფათალი ბიძია,ტრამვაიში რაზე მუშაობ?
 -კონტროლიორად.
 -ბილეთებს ამოწმებ?
ფათალი ფხიზელი რომ ყოფილიყო იქნებაც ბავშვი მოეტყუებინა და სხვა რაიმე ეთქვა,ანდა საერთოდ პასუხი არ გაეცა.მაგრამ ახლა, კაცივით სიმართლე უთხრა:
-არა ალა,ბილეთებს სხვა ამოწმებს,მე ჯიბეებს ვამოწმებ,ვნახო
ვის რა აქვს, რამდენი აქვს... -მოიტყუა: -სახელმწიფო საქმეა, აბა...
აფაბბა ვერ მიმხვდარიყო სახელმწიფომ რატომ დაავალა ფათალის ასეთი საქმე,მგზავრების ჯიბეები რატომ უნდა გაესინჯა? ცოტა მოგვიანებით კი მიხვდა,-პიონერი რომ გახდა.ყელზე წითელი ყელსახვევით ისე არავინ არ იქადნებოდა როგორც აფაბბა.ყელსახვევი ყოველთვის დასაუთავებელი– დაჭმუჭნული ეკეთა, მარტო ძილის დროს იხსნიდა. უბანში პავლიკ მოროზოვს ეძახდნენ. ნორჩ ლენინელთა რიგებში ყოფნამ მას ბევრი რამე ასწავლა, ნასწავლთა შორის ისიც იცოდა რომ ნამდვილი პიონერი ფათალის ნაყიდ ნაყენს პირს არ მიაკარებს,რადგან იგი ფულს შრომით და ოფლის ღვრით არ შოულობდა.მაგრამ კედლის ძირში ჩაჩოქილი ფათალი კი სიგარეტის ექაჩებოდა და ამბობდა რომ, ოჯახის სარჩენად მთელი დღე ზრუნავს, გაჭირვებით შოულობს პურის ფულს.

პატარა აფაბბა გაოცებული იყო,არ იცოდა ვისთვის ან რისთვის დაეჯერა. იცოდა რომ პურის ფულისათვის ფათალიც ოფლს ღვრიდა, მაგრამ არა შუბლით, არამედ სხვა ადგილით. ისიც საკვირველი იყო, რომ დასვენების დღეებში ხალხი თუ ისვენებდა და ილხენდა,ფათალი “სამუშაოს” არაფრის დიდებით არ გააცდენდა, როგორც თვითონ ამბობდა, ოფლს ღვრიდა და პურის ფულს შოულობდა.სიტყვა თუ ჩამოვარდებოდა, ამბობდა: ღარიბმა რა იცის დღესასწაული რას მიქვია? სახლში, აბრეშუმის თმიან ჩემს საყვარელ ბავშვებს მუცლები თუ მაძღარი აქვთ,ეს უკვე ჩემთვის დღესასწაულია”.
ფათალი ნაყინის გამყიდველის “ტავარს”, რომ ყიდულობდა და ბავშვებს ურიგებდა, აფაბბა იქაურობას სათოფეზეც არ ეკარებოდა.ფათალი ვერ მიმხვდარიყო რა გახდა ამის მიზეზი,არადა არ მოსწონდა აფაბბას სიამაყე. ერთხელ უთხრა კიდეც,ძმაო,რაც პიონერი გახდი უფროს-უმცროსი აღარ იცი,რა მოხდა? კომკავშირში რომ შეხვალ, ალბათ გამარჯობასაც აღარ გვეტყვი...აფაბბას ფათალი რომ თავიდან მოეშორებინა მოიტყუა, თითქოსდა, ნაყენს რომ ჭამდა ყელი ეწოდა და ტანი ექავებოდა. ფათალიმ პიონერის სიტყვებს ვერაფერი გაუგო,ისე კი უთხრა,–ალა, ნაყენი რა ცხვრის ხორცი ხომ არ არის რომ ჭამისას “წითელა” შეგეყაროს? ჩვევად ჰქონდა რაც არ უნდა ეთქვა, ბოლოს ცხვრის ხორცს მაინც დააყოლებდა. ხორციანი საჭმელებისათვის სული მისდიოდა,თითქოს ქალაქში კი არ იყო დაბადებული, არამედ მთებში, მწყემსებთან იაილაღებზე ჰქონდა თვალები ახელილი და ყოველდღე ცხვრის მწვადებით იყო გამოკვებილი.შემდეგ, საქმეზე სამი წლით ჩასვეს, გამოსვლისას ხორცის კომბინატში დაიწყო მუშაობა.ამის ერთერთი მიზეზი ხორციანი საჭმლებისადმი სიყვარული თუ იყო, სხვა გარემოებამაც განაპირობა იმისი იქ შესვლა:ციხიდან გამოსვლისას მათ ქუჩაზე წითელი ტრამვაები აღარ დადიოდნენ.

ძნელად შეეგუა ფათალი ახალ ვითარებას.

ქუჩა მთლად შეცვლილი მოეჩვენა,თვითონაც ასევე შეცვლილი იყო.თავს შევიწროვებულად გრძნობდა. სამუშაოზე,ბაზარში თუ მაღაზიაში მიმავალ ხალხთა ფაცი-ფუცი, მანქნების გამაყრუებელი ხმაური, უზარმაზარი ორკესტრის ხმას აგონებდა. მაგრამ ქუჩის ეს მელოდია მას მოწყენილი და უადგილო ეჩვენებოდა, თითქოს, ორკესტრს რომელიღაც ინსტრუმენტი აკლდა,რომელიღაც პორტეტურის ხმა არ ავსებდა.ზოგჯერ ფიქრებში წასულ ფათალის, რომელიღაც ტრამვაიან ქუჩაში საცხოვრებლად გადასვლა ეზმანებოდა. რადგან არ იცოდა ღმერთმა რამდენი წელი სიცოცხლე უბოძა,წინდაწინ ანდერძად დატოვა,რომ მისი საფლავის ქვაზე ტრამვაის სურათი გამოეძერწათ-ფათალი კი უკანა “პოდნოჟკაზე” დაკიდებული ყოფილიყო...
დიდხანს არ დარჩენილა უმუშევრად,მამიდაშვილმა ხორც კომბინატში მოაწყო სამუშაოდ.როგორც თვითონ ამბობდა, მამიდაშვილი “ოტვესტვენი” საქმეზე მუშაობდა-ხორცს ძვლისაგან არჩევდა. კომბინატში ხელფასიც კაი იყო. ფათალის ახალ ადგილზე მუშაობა არ გაჭირვებია, კარგად ეხერხებოდა თითების თამაში. სამსახურიც ძალიან მოსწონდა.

ამბობდა, ხორც კომბინატში, რომ არ მოვსულვიყავი, ბეტონკომბინატში ხომ არ წავიდოდიო... მაგრად იყო კმაყოფილი: ”ღმერთმა მამიდაშვილი აცოცხლოს. ვმუშაობ ჩემთვის,ხელფასიც კაი მაქვს, ყოველდღიურად რაღაცას, ვჩალიჩობ კიდეც, ბარაქა...”- ამბობდა და ღმერთს მადლობას სწირავდა.
ამ გაჭირვების დროს,ხალხს კარაქი და ხორცი ენატრებოდა,ფათალის “ვესი” კი მაგრად ემატებოდა. იმისი კომბინატიდან გამოტანილი ხორცი მაღაზიის ხორცივით გაყინული და უგემური კი არა, ახალი და გემრიელი იყო. მარტო უბანში კი არ იცოდნენ ფათალის მოტანილი ხორცის გემო,არამედ ზემოთ, “მხატვართა სახლად” წოდებული ხუთსართულიანი ბინების მაცხოვრებლებიც კარგად იცნობდნენ და მაგრადაც აფასებდნენ. ადრიანად, სამსახურში რომ მიდიოდა, ბალკონიდან ვინ რას უძახდა და აბარებდა და ვინ რას.”ფათალი ორი კილო სატოლმე ცხვრის ხორცი წამოიღე”, ”საკატლეტე საქონლის ხორცი -სამი კილო”,- სხვა კი სხვა დაკვეთას აძლევდა. “სუფის ნაბორის” მსურველებს კი ფათალი ასეთ პასუხს აძლევდა:”სუფის ნაბორს სედმოის პარალელთან პოლუხინზე, ყასაბ ალასკერისგან იყიდი”.
ციხიდან გამოსვლის შემდეგ ფათალი ფიქრობდა, ცოლის მოყვანისას, ქალის მხარესთან,ერთი ქულით წინ რომ იყვე და უბანში “იპიჟონო” ერთხელ ჯდომა საკმარისია.ცოდნით კი ისიც კარგად იცოდა,რომ “კაი ბიჭები” ციხეში ჯდომით ტრაბახობის მიუხედავად, არასდროს არ ისურვებდნენ მეორედ იქ მოხვედრას.ისიც “უჩასტკოვოიმ” შახმურადოვმა ჩაუშვა.

კაცმა მართალი რომ თქვას, წინდაწინ კი გააფრთხილა, თუ არ შეეშვები შენს საქმიანობას,დაგიჭერ და ყურით მიგათრევ ციხეშიო.მანაც:-ფათალის ხელის, სხვის ჯიბეში დამნახავი ჯერ არ დაბადებულაო,რუსებისა არა იყვეს რა,„ოდინოჩკი ვოლკ კაფკან ნი პაპადაიოტ, ო“- უთხრა უფროსს. ისე მართლაც ასე იყო, მგელივით ფხიზელი იყო, ხაფანგში არასდროს ვარდებოდა. შახმურადოვიც ტყუილად არასდროს არაფერს ამბობდა, სიტყვის კაცი იყო. თქვა და აასრულა, ტრამვაიში, ფათალის ხელი შლიაპიანი კაცის მარჯვენა ჯიბეში ჩაჩრილი დაიჭირა. ცაციაობა კარგად ადგა ფათალის, ამბობდა ბოქსშიც კაიაო: მოწინააღმდეგე მარჯვენიდან დარტყმას ელოდება, რომ მოულოდნელად მარცხნიდან სთხლიშავენ, საწყალი სანამ აზრზე მოვა ნახავს, რომ ნოკაუტშიაო. მაგრამ ამჯერად ცაციაობამაც ვერ უშველა, მოწმეებიც გამოჩნდნენ. აი ასე აიკიდა ფათალიმ, სამი კაცის მოწმობით სამ წლიან პატიმრობა. 11 ნომრიანი ტრამვაის მგზავრებს ხმამაღლა რომც არაფერი ეთქვათ, ყველამ იცოდა რომ უხაროდათ,თითქოს ამით ყველაფერი მოგვარდა. მაგრამ ყველაფერი ძველი გზით წავიდა, უფრო უარესადაც კი იყო საქმე. ფათალი კი იჯდა ციხეში, მაგრამ მის საქმეს თითქოს მისი სული აგრძელებდა: ვის ჯიბეს, ვის კიდევ ხელჩანთას უჭრიდნენ, ვიღაცას კი საათს უხსნიდნენ მაჯიდან... უბნის რწმუნებული შახმურადოვი მაშინ მიხვდა, რომ ფათალი მათთან შედარებით ანგელოზი ყოფილა, პენსიონერებსა და ინვალიდებს ის, არასდროს ეკარებოდა. ახლანდელი “შიპაჩები” კი ნამდვილი ყაჩაღები იყვნენ, არაფერს არ ერიდებოდნე... წარსულის გახსენებისას ფათალი ამბობდა, ვითომდა, შახმურადოვი ნანობდა მის ჩაშვებას.უთქვია, ფათალი, შენ ნამდვილი კაცი ხარ, გეფიცები არასდროს გიწყეინებია ღარიბისათვის.პირიქით,ბაირამის დღეებში, ღარიბებსა და ინვალიდებს ჯიბეში ჩუმად უდებდი სამადლოს, თანაც ამას ისე აკეთებდი რომ ვერაფერს ხვდებოდნენ, ისე როგორც მოპარვისას.ვითომ შახმურადოვი იმასაც ამბობდა, რომ ტრამვაიებს კვლავ რომ ემოძრავათ და ფათალის დაბრუნებისას ისევ “შიპაჩობა” გაეგრძელებინა, მისკენ არც გაიხედავდა.
ფათალი გადაკრულში, რომ იყო დარდობდა, აფაბბა ჩემი ნაყენითაა გაზრდილი, მაგრამ ახლა არაფრად არ მაგდებსო. ისე, უბნის ბიჭები კი ამბობდნენ რომ საქმე ნაყენში არ იყო,მათ შორის შავ კატას ჰქონდა ჩავლილი.რა ხდებოდა არავინ იცოდა, ფათალი თვითონაც არაფერს ამბობდა, მაგრამ ზოგჯერ სიტყვა თუ ჩამოვარდებოდა, იტყოდა ხოლმე ცეცხლს უნდა მივცე მისი “მასტერსკოი”. წვიმიანი ამინდები თუ იდგა, ჭექა-ქუხილი და ელდა ცას თუ ანათებდა, ახედავდა ცას და მოჭიდილე ღრუბლებს აქეზებდა: ”შენ გენაცვლე! ალა, ერთი მაგარიც დასცხე, ქვეყანა შეაზანზარე”! ისე ლაზათიანად აქეზებდა, თითქოს ვიწრო ხიდზე თეთრი და შავი ყოჩი შეჭიდებოდა ერთმანეთს. ყოველი ელდაზე, ფათალი იჩოქებდა, დგებოდა, იგრიხებოდა, თითქოს ელდას მიმართულებას აძლევდა.იქ, აფაბბას საბურავების დასაკერებელი ცეხი იყო. ცეხს კი ეძახდნენ, მაგრამ პატარა დაბალჭერიანი ფარდული იყო: კედლები შეულესავი ჰქონდა, ჭერიც ჩამოწეული იყო.წვიმის დროს შიგნით გუბე დგებოდა. აფაბბას ტვინი აემუშავებინა და კედლის ძირში პატარა ხვრელი გაეხსნა, წყლის გასადენად. ”შენც ნუ მომიკვდები, ეს კანალიზაცია რომ არ გამეყვანა ნავი მექნებოდა საყიდელი” ამბობდა ხუმრობით. კანალიზაციიდან გამდინარი წყალი კი ფათალის ვიწრო ეზოში გუბედ გროვდებოდა. ასე გამოდიოდა, რომ ნავი აფაბბას კი არა ფათალის სჭირდებოდა. ფათალი კი ხმასაც ვერ იღებდა, ნერვები კი თანდათან ეჭიმებოდა და გულზე ცეცხლს უკიდებდა.
წვიმა თუ არ იყო, კანალიზაცია ვირთხების სადგომად იქცეოდა ხოლმე, იქიდან კარგად მოზრდილი თაგვი ჯერ ულვაშებს გამოყოფდა, შემდეგ ცხვირს, ბოლოს კი შეგულიანებული გამოდიოდა და წყლის ჩაღარული გზით ფათალის ეზოში შეძვრებოდა.იქ კი რა საქმიანობას ეწეოდა ღმერთმა იცოდა. ეზოში რაღაც ბრახვანს გაადენდა ხოლმე, ეს ფათალის ტუფლის ხმა იყო,ვირთხას სროდა რაც ხელს მოადგებოდა. მაგრამ მიზანში ვერ არტყავდა, თაგვმა ეს კარგად იცოდა და ამიტომაც სულაც არ ეშინოდა. ნასროლი ძველი ბაშმაკი იქვე რჩებოდა, თაგვი კი ღამით ტუფლში ძვრებოდა და ღრღნიდა. ალბათ ფიქრობდა, რომ თუ ბაშმაკს მთლად გადახრავდა, ფათალი რაღას ესროდა. თაგვიც რომ ყოფილიყო მაგდენი მაინც ესმოდა, რომ მძიმე ტუფლები რომ მოხვედროდა საიქიოს გაისტუმრებდა.
ერთხელ ფათალი ქალაქიდან შავი პარკით დაბრუნდა.

ხვრელიდან მოთვალთალე ვირთხას:- ძმაო, შენ ბოლოს მგონი მარტო ეს პანტერა მოგიღებსო,-უთხრა და შავი პარკიდან შავი კატა ამოსვა. ვირთხა მცოდნეს გავდა, რაღაც სუნი აიღო და ერთხანობას ცხვირიც კი არ გამოუყვია გარეთ. ფათალი კატას-პანტერას საჭმელს არ აძლევდა, მოშივდება და ვირთხას ერთი “ჰოპ” ნახტომით დაიჭერსო. შავ კატას ეზოში თავმომწონედ სიარულზე ეტყობოდა,რომ იცოდა რაზეც მიიყვანეს და ისიც იმავეს ფიქრობდა რასაც პატრონი.
შუაღამე იყო, გულის გამაწვრილებელმა წრუწუნის ხმამ მთელი ეზო შეძრა.

ხმა ფათალის ძილში ჩაესმა,მაგრამ თვალები არ გაუხელია.” დაგენაცვლე, პანტერა, ასე რა, მოუღე ბოლო და მოათავე...”- მძინარემ ჩაიბურტყუნა და კატა შეაქო,თუ როგორ დაიჭირა პანტერამ ვირთხა თვალწინ წარმოუდგა ,დანარჩენი კი სიზმარში ნახა. შავი კატა - დაუპატიჟებელ სტუმარს მოულოდნელად დაადგა თავს, თაგვსაც წრუწუნის მეტი სხვა რა გზა ჰქონდა.პანტერამ თავისი დიდი თათით დააჭირა ვირთხას და განძრევის საშუალება არ მისცა. ნადავლის ერთ ლუკმად ქცევას არ ჩქარობდა,სხვა კატებივით მანაც ჯერ თამაში არჩია. თათებით ხან ერთ მხარეს ისვროდა თაგვს, ხან მეორე მხარეს, შემდეგ კი დიდი ნახტომით ისევ ბრჭყალებში იმწყვდევდა...
დილა ადრიანად გაიღვიძა.კარგ გუნებაზე იყო. გარეთ გასვლისას ნახა ვირთხას ბაშმაკის ნახევარზე მეტი გადაეხრა, კატა კი ხეზე მოკალათებული საწყლად კნაოდა. ეტყობოდა, წუხელის აქეთია შიშით ვერ ჩამოდიოდა.ფათალი მიხვდა, რომ სიზმარი არ აუხდა... იმ დღიდან კატას ხეზე ნახავდა თუ არა იცოდა, რომ ვირთხა იქ სადღაც ახლომახლოს იყო. მეზობლებსაც ეს არ უნდოდათ, ამბობდნენ, ფათალის კატა აფაბბას “კრისას” შიშით ხიდან ვერ ჩამოდისო, 1-0 აფაბბას სასარგებლოდ იყო.ფათალი, არაფრით არ აპირებდა მდგომარეობასთან შეგუებას, დღე და ღამე თავს იმტვრევდა და ფიქრობდა, როგორ გაეთანაბრებინა ანგარიში, გეგმებს აწყობდა. ისიც იცოდა, თავს თუ დაძაბავდა, აამუშავებდა, თანაც ისე, რომ პროფესორის თავზე უკეთ დაიწყებდა მუშაობას. იცოდა, რომ აფაბბა ვირთხას მის ჯინაზე ინახავდა. მეზობლებთან წამოსცდენია კიდეც, ფათალის ცეცხლს უკიდებო. ფათალი კი ითმენდა და მომავალ გამარჯვებაზე ფიქრობდა.ამბობდა ვნახავთ ვინ ვის წაუკიდებს ცეცხლს, წიწილებს შემოდგომაზე დაითვლიანო...
ერთ დღეს აფაბბა “ტოიოტას” საბურავს აკერებდა, ფათალიმ, მას ერთი კითხვა დაუსვა ,ისეთი შეკითხვა იყო, რომ უბანში ერთ ორ კაცს თუ ეცოდინებოდა მის პასუხი.
-ძამია,იცი “კამიკაძე” რას ნიშნავს? -ჰკითხა. აფაბბამ ცოტა ცინიკურადაც კი უპასუხა:
-რატომ არ ვიცი,ალა, ქალაქელები არა ვართ?-შემდეგ კი დაამატა: -ქართული გვარია-კამიკაძე, კიკაბიძე...
-კარგი, ძმაო, მაშ იმ ავტომობილს, რომელსაც შენ საბურავს უკერებ, მასაც გრუზია უშვებს?
-არა,ალა, იაპონია.. პაკრემატო- დაკერემატო.
-ხო,ეს კი გცოდნია,- ცოტა გაუკვირდა კიდეც ფათალის, მაგრამ მას, ის უფრო გაუკვირდა თუ საიდან იცოდა აფაბბამ იაპონური, გაიფიქრა ალბათ“ პაკრემატო- დაკერემატო” იაპონურად საბურავის დამკერებელს ნიშნავსო.
აფაბბა, ვერ მიმხვდარიყო რაზე ჩამოუგდო მეზობელმა კამიკაძეზე საუბარი. ფათალი ისე ტყუილად არასოდეს ყბედობს, თუ რამეს იტყვის, ესე იგი ფიქრში რაღაც აქვს,მაგრამ აფაბბამ საუბარი მალე დაივიწყა, ვითომ არც ყოფილა. ფათალი კი არ ივიწყებდა, თითქოს რაღაცას ზომავდა, წონიდა გუნებაში.

კამიკაძეზე სიტყვის ჩამოგდებას მართლაც ჰქონდა რაღაც აზრი, მაგრამ ის მარტო მისი საიდუმლო იყო.ეშინოდა, მისი მიზანი ვინმეს არ გაეგო და ამიტომაც გონების სიღრმეში ჰქონდა გადამალული. ფიქრობდა ვინმემ, რომ გაიგოს დიდი ხნის მანძილზე თავში დადგენილი “ბარბაროსსოს” გეგმა და ამდენი ამაგი წყალში ჩაეყრებოდა. ეს, რომ მომხდარიყო, ამის შემდეგ ფათალი უბანში ვეღარ გაჩერდებოდა, უნდა გადაცხოვრებულიყო.
ერთხელ თაგვის წრუწუნმა მთელი ეზო კვლავ ფეხზე დააყენა, მაგრამ ეს სხვა ხმა იყო, არ ჩერდებოდა.საწყალი ვირთხა ერთი ნაჭერი ჰოლანდიური ყველის მსხვერპლად იყო ქცეული, ფათალის ხაფანგში იყო მოხვედრილი. პანტერამ ხაფანგში ჩარჩენილი თაგვის კუდი ნახა და შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა, ხეზე კი აღარ აძვრა, არამედ ვირთხასთან ძველი ანგარიშების გასწორება მოისურვა, მაგრამ ფათალიმ ისეთი სთხლიშა ბაშმაკით,რომ კატა კნავილით გაიქცა და შორიდან დაუწყო ხაფანგში მომწყვდეულ მტერს მზერა.შავი კატის თავში, შავი აზრები ტრიალებდა.უყურებდა პატრონს და ფიქრობდა, რომ თაგვისაგან მას წილი არ ერგებოდა. ფათალი დაელოდა ვირთხას, სანამ დაიღალა და ქანცი გაუწყდა, შემდეგ კი თაგვს ლაპარაკი დაუწყო,ისე მიედმოედებოდა, რომ თაგვიც მიხვდა ამ კაცს მისი მოკვლა არ ედო გულში,რაღაც სხვა ფიქრი ჰქონდა.
-შენ კი დაგენაცვლე, კამიკაძე, ნახე რას იზამ, -ფათალიმ პატარა ლამბაქში თაგვს მოხარშული ბრინჯი დაუდგა. კინოში ჰქონდა ნანახი: სიკვდილის წინ იაპონელი კამიკაძეები საქეს სვამდნენ. საქეს მაგიერ ფათალიმ მღრღნელს რუსული არაყი დაუდგა პატარა ჭიქით. თავზე მიაწვა და ძალით ჩააყოფინა თავი ჭიქაში, თაგვმა დაისრუტუნა და თავი შეაბრუნა,კბილები გამოაჩინა.ფათალიმ იცოდა, დალევდა თუ არ დალევდა ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვირთხას გაუშვებდა თუ არა, გაიქცეოდა და თავის ძველ სამყოფელს, საბურავების ცეხში მდებარე სოროს დაუბრუნდებოდა.” აფაბბა, ახლა ვნახავთ ვინ ვის წაუკიდებს ცეცხლს”,- იქადნებოდა ფათალი.
თაგვს კუდზე ნავთიანი ძონძი გამოაბა და ცეცხლი წაუკიდა, თაგვი გიჟივით დატრიალდა. წრუწუნის ხმამ მიდამო გააყრუა. ორიენტაცია დაეკარგა, აქეთ-იქეთ აწყდებოდა, მერე, უცებ ახლოს შესასვლელი შეამჩნია, შევარდა...
მეხანძრეები, რომ გამოჩნდნენ მათთვის საქმე აღარ იყო დარჩენილი, ფათალის სამეურნეო სარდაფი მთლად გადამწვარი იყო. ფათალის სარდაფი კი არ ენანებოდა, არამედ “ბარბაროსული” გეგმის განუხორციელებლობა აგიჟებდა. თავისთვის ბურტყუნებდა და იგინებოდა, კარგი გეგმა არ გამოუვიდა, ნორმალური რაღაცა ვერ მოიფიქრა. ჰიტლერის “ბარბაროსულ” გეგმას ვერ მიამსგავსა...
მეზობლების კითხვას, ”–ფათალი, ეს რა ამბავია კაცო, სარდაფს ცეცხლი ვინ წაუკიდაო?”- ფათალი, ენის თრევით ასე პასუხობდა: - კამიკაძემ!..- ამბობდა და თავს ისაწყლებდა.