Litclub.ge

გაზეთი
სატოკოს ახალგაზრდა ქმარი გამუდმებით დაკავებულია. აი, ამ საღამოსაც, მას მერე, რაც ცოლთან ათ საათამდე დაყო, ისევ საჭეს მიუჯდა, ღამე მშვიდობისა უსურვა და მორიგ შეხვედრაზე გაიქცა.
სატოკოს ქმარი კინომსახიობია.გინდა-არ გინდა, სატოკოს მაინც უწევს ასეთი ღამეების, მისი საქმიანი შეხვედრების ატანა სადაც ცოლი ყოველთვის ზედმეტი აღმოჩნდება ხოლმე. რახანია მიეჩვია ტაქსიში მარტო ჩაჯდომას და უსიგომეს კვარტალში ეულად დაბრუნებას, შინ 2 წლის ბავშვი ელოდება...
და მაინც, ამ საღამოს სატოკოს უცებ სურვილი გაუჩნდა ცოტა გაესეირნა. 
საშინელებაა ამაღამ შინ მარტო დაბრუნება, შუაღამისას, მათ სახლში... აკვიატებული აზრი იმის შესახებ, რომ სისხლის ნაკვალევი, რაც არ უნდა კარგად გაეწმინდათ, ისევ იქნება სასტუმროს ოთახში...
გუშინ, როგორც იქნა, დასრულდა აუტანელი ფუსფუსი და შფოთვა, სიტყვებით შეუძლებელია გადმოცემა!-ყველაფრის მერე, რაც მოხდა. და სატოკოს მაინც იმედი ჰქონდა, რომ მთელი დღევანდელი საღამო, როცა ორივესთვის ასეთი მნიშვნელოვანი იყო გულის გადაყოლება, ქმარი მასთან ბოლომდე დარჩებოდა.მაგრამ პროდიუსერმა დაპატიჟა გვიან ღამით მაჯიანის სათამაშოდ და ამაღამ აშკარად აღარ დაბრუნდება შინ.
სატოკო მართლა ლამაზი იყო.მომცრო ტანისა და საოცარი მომხიბვლელობის გამო ჯერ კიდევ სკოლაში დაიმსახურა მეტსახელი - ,,ტერიერი". განუწყვეტელმა შიშმა და წვრილმანების გამო ნერვიულობამ არ მისცეს გასუქების საშუალება სატოკოს მამა კინოკომპანიის დირექტორი გახლდათ. ისე გამოვიდა, რომ ქალიშვილი კინომსახიობს გაუმიჯნურდა - და საქმე იღბლიანი ქორწინებით დაგვირგვინდა.
ჩვეულებრივი თავშესაქცევების გარდა, სატოკოს ნამდვილი გატაცება სხვათა სატკივარის გაზიარება იყო.მისი სათუთი ნატურა, ისე როგორც ფერწერულ ტილოზე, სათუთ სხეულთა და სახის ნაზ ნაკვთებში გამოსჭვიოდა.
იმის გახსენება, მისი ქმარი ღამის კლუბში თავის მეგობარსა და მის ცოლს რაოდენ აზარტულად, წვრილმანებში უამბობდა მომხდარს, გუნებას უშხამავდა.
ბუნებამ სატოკო მდიდარი წარმოსახვით დააჯილდოვა. მის ქმარს კი, ამერიკულ კოსტიუმში გამოწყობილ ახალგაზრდა ჭაბუკს, წარმოსახვის ნატამალიც კი არ გააჩნდა. როგორც ჩანს, თუ წარმოსახვა სამუშაოს განუყოფელი ნაწილია, სულაც არ არის აუცილებელი, უქმეებზეც შეიწუხო თავი...
- რომ იცოდეთ, რა უნდა გიამბოთ! სრულიად იდიოტური ამბავია! - ცდილობდა ორკესტრის ხმა გადაეფარა, ხელების ქნევით გაჰყვიროდა ლამაზი ქმარი, - ორი თვის წინ ჩვენი ბავშვის ძიძა გამოგვიცვალეს.მის ნაცვლად მოვიდა ქალი აი, ამხელა მუცლით - ასე, რომ გაიბერო ჭამით მუცელი, ფული არ გეყოფა კაცს! ,,ესო, - გამოაცხადა ,- კუჭის დაჭიმვის ბრალიაო..."
ჰოდა, იმას გეუბნებოდით, გუშინწინ, შუაღამისას, მე და სოტოკოს ჩვენ სასტუმრო ოთახში გვძინავს.უცებ ბავშვის ოთახიდან რაღაც კვნესა გვესმის , არაადამიანური ღრიალი... წამოვხტით დაფეთებულები. იქ კი ეს ძიძა არ დაგვხვდა?! ხელებით ჩაჰფრენოდა თავის მუცელს და გაჰყვიროდა, გევრდზე შიშისგან გადაფითრებული ბავშვი ჭყიოდა. ვეკითხები: ,,რა მოხდა?" ის კი აკანკალებული ხმით მპასუხობს: ,,მგონი, ვაჩენ!.."
გავოგნდი. აქამდე ხომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ ამხელა მუცელი კუჭის დაჭიმვისაგან ჰქონდა! გვაზღვევინა კიდეც ჩვენი დაუდებრობის გამო...
წამოვაყენეთ, მხრებში შევუდექით; ასე სამივენი როგორღაც მივრბოდით სასტუმრო ოთახამდე. იქ, უკვე შუქზე შევხედე-და კიდევ უფრო შემეშინდა: მისი თეთრი წინსაფარი სისხლში იყო მოსვრილი!
ხალიჩა ავკეცე, რაღაც ძველი საბანი დავაგე და ზედ დავაწვინე. ის კი მთლიანად წებოვანი, ოფლი გაღვრილი, შუბლზე ძარღვებდაბერილი... სანამ ექიმი გამოვიძახეთ, გააშინა კიდეც მთელი სასტუმრო ოთახი სისხლს მოესვარა- ნამდვილი კატასტროფა იყო...
- ო, კარგი ნაძირალა კი შეგიკედლებიათ, - გამოექომაგა მეგობარი.
- თავიდანვე დაგეგმა ყველაფერი! ნამდვილი მელაკუდაა!გათვალა, რომ სახლში ერთი ბავშვი უკვე იყო და საფენებიც ბლომად იქნებოდა; და რომ ასეთი საზიზღრობა ჯობს ცოტა პრესტიჟულ სახლში ჩაიდინო... ყველაფერი, ყველაფერი გაეთვალა, სანამ შვენ მოგვადგებოდა. მაშინაც კი, როცა უფროსი ძიძა მოვიდა და დაკითხვა მოუწყო, მხოლოდ მოიღუშა, ბოდიშის მოხდა არც კი უფიქრია...გუშინ, როგორც იქნა, საავადმყოფოში დავაწვენინეთ, მაგრამ იქაც ნეტავ ვის ჭირდება ასეთი დოყლაპია...
-ახალშობილი როგორია?
-ჯანმრთელი ბიჭი დაიბადა, მას რა ენაღვლება!.. შვენს სახლში ხომ დედამისს ყბა არ გაუჩერებია-ჰოდა, მაგარი და წონიანი ბავშვი გამოვიდა! მე და სატოკო კიდევ, მისი დედიკოს ძალისხმევის წყალობით, წუხანდელი ღამის შემდეგ, ჩათვალეთ, რომ ნევრასთენიკები ვართ...
-რას ამბობ, დიდება ღმერთს, მკვდარი რომ არ დაიბადა...
-არ ვიცი, დედამისისთვის იქნებ უკეთესიც იქნებოდა, მკვდარი რომ დაბადებულიყო!...
სოტოკოს ძალიან არ აოცებდა ის სიმსუბუქე, რითაც მისი ქმარი შემთხვევითი ჭორივით ჰყვებოდა საშინელ სცენას, რომელიც გუშინწინ მის საკუთარ სახლში განვითარდა. წამით მოხუჭა თვალები: ასე თუნდაც მცირე ხნით თავიდან იცილებდა ზმანებას - იმ მშობიარობის საზარელ სურათს. გონებაში ამოუტივტივდებოდა ჩვილი, გასისხლიანებულ გაზეთში გახვეული, პარკეტის იატაკზე უმაქნისი გრაგნილივვით რომ ეგდო. ქმარს ეს ყოველივე არ დაუნახავს...
ექიმი განგებ ექცეოდა ახალშობილს დაუდევრად, დედამისის ზიზღით, რომელმაც უმამოდ გააჩინა შვილი ასეთ არანორმალურ პირობებში. უსიტყვოდ, მხოლოდ ნიკაპით მიანიშნა იმ მხარეს, სადაც ძველი გაზეთები ინახებოდა.მისმა თანაშემწემ ერთ-ერთი აიღო, ბავშვი მასში გაახვია და პირდაპირ იატაკზე დადო... მაშინ თითქოს რაღაცა ბასრმა გაუელვა სატოკოს სათუთ გულში. ყოველგვარი მტრობა დაივიწყა და წყნარად, ისე , რომ ვერავის შეემჩნია, სავარძელში მიაწვინა.
ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად ის უნდოდა სოტოკოს, რომ ქმრისთვის რაიმე პრობლემა შეექმნა. ამიტომაც მტკიცედ გადაწყვიტა არ დაეძრა მის გულში ღრმად ჩამჯდარი და ახლა მეხსიერებაში ამოტივტივებული ზმანების შესახებ. ამ ღამითაც სატოკოს ღიმილიც არ მოსცილებია სახიდან, საგულდაგულოდ ცდილობდა, მღელვარების გაურკვევლი განცდა მოეცილებინა თავიდან.
გაზეთში გახვეული იატაკზე დაგდებული ბავშვი... ყასბის დახლიდან გამოტანილი გადასახვევი ქაღალდი- გასისხლიანებული გაზეთის ფურცელი... სახვევი გაზეთისგან... საბრალო ბალღი!
თითქმის არავითარ გაღიზიანებას არ განიცდიდა სატოკო უბედური ძიძის მიმართ, მძაფრი განცდა ეუფლებოდა-თითქოს სწორედ ის, სატოკო, რომელსაც ბავშვობაში არაფერი კლებია, ახლა ეს უბედური ბავში იყო.
,,კაცმა რომ თქვას, -ფიქრობდა სატოკო, -მხოლოდ მე ვიყავი ამ სცენის მოწმე-ჩვილისა გასისხლიანებულ გაზეთში. შეიძლება დედამისსაც დაენახა ეს... და თვითონაც ეგრძნო ყველაფერი.
მაგრამ ჩვენ სამს შორის მხოლოდ მე მომიწევს მისი საზარელი დაბადების ამ სურათის შენახვა მეხსიერებაში სიცოცხლის ბოლომდე. რომ გაიზრდება, იქნებ ხალხმა უამბოს, როგორ დაიბადა, როგორ გამოიყურებოდა იმ დროს.ალბათ რა საშინელება იქნება.მის თავში რა დატრიალდება!...მაგრამ არა, არა, ყველაფერი კარგად იქნება: მე ნამდბილად არ გავცემ საიდუმლოს, რომელიც მხოლოდ თავად ვიცი.ბოლოს და ბოლოს, მე ხომ მისთვის სიკეთე ჩავიდინე ფლანელში გავახვიე, იატაკიდან სავარძელში გადავაწვინე..."
სატოკო მდუმარებაში ჩაიძირა.
ღამის კლუბის კარის წინ მისმა ქმარმა მძღოლს მიაძახა:-უსიგომეში!-სატოკო მანქანაში შეაცილა და კარი გარედან მიუხურა. მინის მიღმა წამიერად გაიელვა მისმა ღიმილმა- ჯანსაღი თეთრი კვილების ორმა მწკრივმა.
,,ჩემსა და შენს ცხოვრებაში არ შეიძლება იყოს რაიმე შფოთი!.." ეს აზრი საშინელი დაღლილობით შემოეძალა სატოკოს და მისი სხეული სავარძლის საზურგეზე გადააწვინა. უკან მიიხედა, ისევ ქმარი დაინახა: არც კი მობრუნებულა, მაშინვე იქით გაემართა, სადაც მისი ,,ნეში" იდგა- და ტვიდის პიჯაკი გაუჩინარდა, ბრბოს შეერია...
თეატრში ის-ის იყო სპექტაკლი დასრულდა და ნეონის რეკლამების ჩირაღდნები ერთმანეთის მიყოლებით ტალღოვანად ქრებოდა. მაყურებლის ნაკადი გამოედინა ბინდში. პირდაპირ თეატრის შენობის წინ რამდენიმე ალუბლის ხე იდგა. სატოკოს უცებ მოეჩვენა, რომ ტოტებზე გამწკრივებული ფითქინა თეთრი ყვავილები-მხოლოდ და მხოლოდ ჭუჭყიანი ქაღალდის ნაგლეჯები იყო.
,,და მაინც-ის ბავშვი..."
ისევ ერეოდა მოგონებები.
,,...როგორც უნდა გაზარდო ადამიანი-მისგან ხეირი არ გამოვა, ვინც არაფერი იცის თავის დაბადების შესახებ. ხოლო ჭუჭყიანი გაზეთის სახვევები შეიძლება მთელი მისი ცხოვრების სიმბოლოდ იქცეს... ნეტავ რად ვღელავ სხვისი ჩვილის ცხოვრებას? ვინ იცის-იმიტომ ხომ არა, რომ საკუთარის მომავლის გამო მეშინია?.. გავა ოცი წელი. ჩემი შვილი ბედნიერი გაიზრდება, ნორმალური ადამიანი დადგება. მაგრამ უცებ ბედისწერის წყალობით ის უბედური ბავშვი, მაშინ უკვე ოცი წლის ჩემს ვაჟს სადმე გადაეყრება და რამეს დაუშავებს?!."
თბილი, ცოტა ღრუბლიანი აპრილის საღამო იყო, მაგრამ ამის გაფიქრებაზე ზურგში თითქოს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა.
,,ყველაფერი შეიცვლება ოცი წლის შემდეგ... ოცი წლის შემდეგ მე თვითონ უკვე ორმოცდასამი შემისრულდება... უბრალოდ ვალდებული ვიქნები, ყველაფერი ვუამბო იმ საბრალოს. ვუამბო, როგორ შევუცვალე ჭუჭყიანი გაზეთირბილი ფლანელის სახვევით..."
ტაქსი ფართო გზაზე მიაქროლებდა, სკვერის გასწვრივ. ფანჯარაში ბირუ-ჰაის ცათამბრჯენების შორეული ნათება მოჩანდა.
,,...მაგრამ მთელი ეს ოცი წელიწადი უბედური, საშინელი ცხოვრებით იცხოვრებს. თაგვივით გაიყინება- სურვილების, ფულის გარეშე, წლიდან წლამდე დაანგრევს თავის ახალგაზრდა ორგანიზმს. ასე შობილ ბავშვს სხვა მომავალი უბრალოდ ვერ ექნება. მამის წყევლაში, დედის სიძულვილში გალევს დღეებს-მუდამ მარტოხელა ადამიანი..."
ჩანდა, ამ მრუმე ფიქრებმა განსაკუთრებით მტკივნეულად შეარხიეს რომელიღაც სიმი ღრმად, სატოკოს სულში. სხვანაირად ,,იმ ბავშვს" რატომ უნდა დაეპყრო ასე მისი გონება რაში სჭირდებოდა თავის წარმოსახვაში მისი მომავლის ასე დაწვრილებით აღწერა...
ხანძომონის სადგური ჩამოიტოვეს. ტაქსი ინგლისის საელჩოს შენობას უახლოვდებოდა. სატოკოს თვალწინ აყვავებული საკურას ხეივანი გადაიშალა.
უცებ გადაწყვიტა, საკუთარი თავისთვის ახირების უფლების მიცემა. მოუნდა, მარტოკა დამტკბარიყო ალუბლის ღამეული ყვავილობით. გაეშვა ტაქსი,მშვიდად ემზირა დაფურცლილი ყვავილებისთვის- და მერეღა წასულიყო სხვა მანქანით, აქ ხომ იმდენი დადის...
მართალია, მისი უსუსური ბუნების გათვალისწინებით ეს მეტისმეტად სერიოზულ ავანტიკურად გამოიყურებოდა. შფოთვიანი ზმანებები კვლავ შნდებოდა მის ცნობიერებაში ზუსტად ისევე, როგორც ჩვეულებრივ დღეებში.
მომცრო ტანის ახალგაზრდა ქალი ტაქსიდან გადმოვიდა და ეულად დადგა გზის პირზე.მანქანების ტალღამ ჩაუარა გული ისევ უცახცახებდა ბუნდოვანი წინათგრძნობით, მაგრამ თავისუფლების უჩვეულო განცდამ აავსო და ერთი ამოსუნთქვით გადაკვეთა გზა.თითქოს სხეულით ჭრიდა ღამეში მფრიანი ავტომანქანების ნაკადებს- ჭალისკენ, რომელიც უძირო ხრამის თავზე დაკიდებულიყო.
ეს სენტეგაფუსის სკვერი იყო - ,,ჩიტების მორევი".
გაშლილი ყვავილები სიქათქათეს აფრქვევდნენ ალუბლის ტოტებს. თითქოს გაქვავებულიყვნენ, ერთმანეთს ჩაკირვოდნენ სამარადჟამოდ.
შესასვლელთან ქაღალდის სანათური ჩაქრა.მის ნაცვლად- წითელი, ყვითელი, მწვანე-შიშველი ელექტრონათურები დაჟინებით იმზირებოდნენ ტოტებიდან. ათ საათს კარგა ხანია გადასცდენოდა, სულ უფრო იშვიათად ხვდებოდნენ საკურას მოყვარული მოსეირნეების ფიგურები. სკვერის მდუმარებას შიგაშიგ თუ არღვევდა მიწაზე დაყრილი ქაღალდის ნაგლეჯების შარიშური ან გვერდზე წიხლით გაგდებული რკინის ქილის წკრიალი.
,,ქაღალდი...გასისხლიანებული გაზეთის ფურცელი... უბედური ადამიანური შობა... ვინმეს, ასეთი რამის დამნახავს, უცებ რომ გაეგო, მისი დაბადებაც ამგვარი იყო- მთელი შემდგომი ცხოვრება უეჭველად დაღმა წაუვიდოდა. ამიტომაც - მე სრულიად უცხო ადამიანი, რომელმაც შემთხვევით შევიტყვე ასეთი საიდუმლო, იძულებული ვიქნები ის ჩემს გულში დავიმარხო..."
მდიდარი ფანტაზია დაეხმარა სატოკოს, გასული დღის შიში მიევიწყებინა. გარშემო მშვიდი წყვილები დასეირნობდნენ, არავის თავში აზრადაც არ მოუვიდოდა მისი შეწუხება, რაიმე ზიანის მიყენება. ერთ-ერთ წყვილს ყვავილების ცქერა მოჰბეზრებოდა: თხრილის ნაპირთან ქვის სკამზე ჩამომსხდარიყვნენ და მდუმარედ ჩაჰყურებდნენ უფსკრულს - იქით იყურებოდნენ სადაც წყლის ზედაპირსაც კი მძიმე, პირქუში ჩრდილი ფარავდა. ზემოდან, მიწაყრილიდან კედლად აღმართულიყო იმპერატორის სასახლის ტყე. ბნელი ყორიზონტი, უმცირესი ნაკეცის გარეშე, ხეების ნაპირს ღრუბლებით დაფარული ცისგან კვეთდა.
სატოკო აუჩქარებლად დაბორიალებს ბნელ ხეივანში აყვავებული ხეების ქვეშ. თავზემოთ დაკიდებული ყვავილები უცნაურ სევდას ბადებენ...
მოულოდნელად ბნელში ჩანთქმულ ერთ-ერთი ქვის სკამზე რაღაც თეთრი მოეჩვენა. ეს ,,რაღაც" სულაც არ იყო ჩამოყრილი ყვავილების გროვა, არც ქვის შვერილი. სატოკო მიუახლოვდა...
ბინდში ჩაფლულ სკამზე ვიღაცას ეძინა.
ეს კაცი მთვრალი არ იყო - სატოკოს ამას მაშინვე მიხვდა, როგორც კი შენიშნა, როგორ საგულდაგულოდ ეწყო მძინარის ქვეშ გაზეთები - აი, რა ანათებდა სიბნელიდან, მიხვდა სატოკო. სატოკოს წინაშე ყავისფერჯემპრიანი მამაკაცი იწვა, რომელსაც სკამზე ფენა-ფენა ძველი გაზეთები დაელაგებინა და ქვაზე მოკუნტულიყო. ჩანდა, გაზაფხულის დადგომასთან ერთად აქ ეპოვა საცხოვრისი.
რაღაც გაუცნობიერებელ მდგომარეობაში მყოფი სატოკო სკამის წინ გაჩერდა. ძველ გაზეთებში გახვეულმა ადამიანმა უცებ სრულიად ბუნებრიარ მოაგონა ჩვილი, გაზეთში გახვეული და იატაკზე დატოვებული.
თვალი შეავლო კარგა ხნის დაუვარცხნელ, ბულულებად დაჭრილ თმას. სიბნელეში ჯემპრის სამხრეები ზემოთ-ქვემოთ ადი-ჩადიოდა მძინარის სუნთქვის კვალდაკვალ. 
ისევ უწინდებური შფოთვა და შიში, სატოკოს სათუთ გულში ტანჯვად დაბადებული, მის წინაშე უფრო ნათლად წარმოჩნდა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა სახეზე გაჩენილი ნაოჭების მიხედვით, რომლებიც სიბნელეში ძლივს იკვეთებოდა, ნათლად იკითხებოდა უპოვრობის ხანგრძლივი წლები.ხაკისფერი შარვლის ტოტები მზრუნველად ჰქონდა აკეცილი, მაგრამ სპორტული ფეხსაცმელი,შიშველ ფეხზე ამოცმული, დიდი ხანია გასვეთოდა.
სატოკოს მოუნდა ამ სახეს უფრო ყურადღებით დაჰკვირვებოდა. ოდნავ გადათხრილი, ხელისგულით დაფარულ სახეს ჩააჩერდა. ახალგაზრდა აღმოჩნდა: გადასხლეტილი წარბებით და სწორი ცხვირით.
სულ უფრო მიახლოვებული სატოკო მოულოდნელად გაზეთს წამოედო, რომელიც უცნობს ლოგინად ეფინა... ქაღალდის მკვეთრმა შარიშურმა შავი მდუმარება გაკაწრა...
მამაკაცმა გაიღვიძა-სიბნელეში მისმა ღვალებმა გაიელვა- და უშველებელი ხელი სატოკოს მაჯაში სწვდა.
არავითარი შიში არ უგრძვნია. არც კი უცდია, თავი გაეთავისუფლებინა. გონების განათების რაღაც მომენტში სატოკომ ესღა გაიფიქრა: ,,აი, რა ყოფილა... გამოდის უკვე გავიდა ის ოცი წელი!"
და იმპერატორის სასახლის შავი ტყე მკვდარმა სიჩუმემ წალეკა.