Litclub.ge

ხსოვნას
მოუწოდეს იმას ძველად,
ზარები რომ  დარეკოს,
რომ  სიმღერა მთა და ველად
გვირგვინივით  გადაარეკოს.
იგი დაფნის იყო ღირსი,
დიდი  ცეცხლით იწვოდა,
მაგრამ ყოფნა მაინც მისი
გაჰქრა  უმაისოდა.