ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანასკნელს,
მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოპვებდა ზეშთაგონება
თვით მურილიოს, კაელიოს, თვითონ ანგელოზს...
სად იყო სენა და გაგონება?
პოეტი-მასა ხალხთა კოშკის დღეს უწინარეს
გადასცქეროდა ბლროტებას განარიდები,
თვალგადაუწვდენ ორმოებში სისხლის მდინარე
და ტრანშეების მიდიოდა ლაბირინტები.