Litclub.ge

წიგნიდან ,,ქალდეას ქალაქები"
L ART POETIQUE

გაფიზის ვარდი მე პრუდომის 
ჩავდე ვაზაში.
ბესიკის ბაღში ვრგავ ბოდლერის
ბოროტ ყვავილებს.

და რაც შემხვდება, შემაჩერებს
შორეულ გზაში,
ჩემს ღვრია ლექსში დაისვენებს
და დაიჩრდილებს.

გრძნობის სიჭარბე მომეტებით
გრძნობას ამკრთალებს,
უვნებო ვნებით მინდა ვწვავდე 
ვნებიან თვალებს.

და ჩემი ჩანგი სირცხვილიდან
დაიმსხვრეოდა,
თუ გიტარაზე მისი ლექსი
მომესმებოდა.

ვიცი, რომ მოვა საყვარელი,
ვისაც მოველი,
ვიცი, რომ მოვა სილამაზე
დაუთოველი.

მეც წავუკითხავ და ვუმღერებ 
ჩემს ქალდეაზე,
ჩამავალი მზის გაგვაბრწყინებს
ჩვენ სილამაზე.

ვუცქერ გულგრილად წარმოდგენას,
ვსტირი ანტრაქტებს.
დავიწყებული ძველი სტყვების
ვგრძნობ ანდამატებს.

და თუ არ ამყვახმა სიმღერად,
გაშლილი, ლაღი,
უხმო ბულბულსაც დამაფასებს
ქართული ბაღი...

1916 წ. შემოდგომა, მოსკოვი