Litclub.ge

ღმერთმა შემინდოს
სიტყვა სატევრად უნდა გექცია
თუ აღშფოთებით გული გაქვს სავსე
რა დროს ლექსიარა დროს ლექსია
როცა ქვეყანა გექცევა თავზე

თვალზე ცრემლები როგორ შევიშრო
რა დღე დაგვიდგარა სამწუხარო
მე ჩემი ლექსი საიერიშოდ 
ძმათაგან რომელ ძმას წავუმძღვარო

სიკვდილი იმედს ხელიდან გვაცლის
მოკლულებს ფანტავს ნაფოტივითა
ამდენი გესლიამდენი ღვარძლი 
სად იყოროგორ ამოტივტივდა?! 

მკვლელის თვალები სისხლს აუვსია
და სისხლი მოსწვეთს მკვლელის იარაღს
ძმა ძმის საკლავად ვინც გაუსია
ზიზღი ეკუთვნისლექსი კი არა

ცა და ქვეყანა თავზე გვექცევა 
და სინანული მეც მეუფლება... 
რა მელექსებარა მელექსება
ღმერთმა შემინდოს ეს ჩვეულება