Litclub.ge

ხალიჩის მქსოველი დედაბერი
ერთხელ მეც ვიყავ ცისკრის ვარსკვლავი,
შედედებული, ღაღანა ქალი,
მე ოქროს ძაფის ვიყავ მნასკვავი
ხალიჩის მქსოვი ვარდების კვალით...
ვქსოვდი, არ ვიტყვი დატრაბახებით,
კვეხნა რათ მინდა, ახსოვთ მახსოვრებს,
ყველა ვარსკვლავი, ყველა ბაღები,
ყველა ვარდები ზედ დავაქსოვე!
ახ, ნაქსოვარო, გულსახსოვარო,
ახალგაზრდობა რომ გინაწილე,
გამინაწილე დღეს შენი ფერი,
ვით შენ მოგეცი მე სიყმაწვილე, ―
დასიზმრებული თუ თვალხილული,
მიშველე თითებს მიზრობს ყინული...