Litclub.ge
თუ შენ არ გიკვირს...
თუ შენ არ გიკვირს, ზღვას ეოცება
ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული,
დროს უკვირს ჩემი მწველი ოცნება
და ცეცხლს ― ეს ცეცხლი, გულს მიფარული.
დაე, სულ ენთოს ჩემს სიხარულში,
არც იყოს მისი დამაქრობელი;
ჩაკეტილი ვარ ჩემს სიყვარულში
და ჩემს გულში ვარ გამაგრებული...