მზეო ძილგამკრთალთა, კაეშნის ვარსკვლავო!
შორითო ციაგო, მთრთოლო, გულსაკლავო,
შენ ცხადქმნი სიბნელეს და ვერკი აქარვებ,
ოჰ, შვებას გარდასულს ასერად მაგონებ...
შენსავით დღეები წარსულად ქცეული
ელავს და ვერათბობს შუქგადალეული;
ეგ სხივი მაძრწუნებს მე, ღამეგანათევს,
როგორი შორია, რა ცივად ანათებს!..