Litclub.ge

ის მოდის სათნო და მშვენიერი
ის მოდის სათნო და მშვენიერი, 
ვით ნათელ ქვეყნისღამე ვარსკვლავა, 
და მის თვალებში, და მის იერში, 
ბნელსა და ნათელს არა აქვთ დავა, 
ჩრდილით რბილდება შუქი ციერი, 
აღტაცებისთვის გული მზადაა. 
მოაკლდეს სხივი ან მცირე ჩრდილიც, — 
დაზიანდება მისი მშვენება, 
მშვენებად ღელავს კულული ხშირი
და ჩვილი შუქი სახეს ევლება, 
შუბლზე ეხატვისფიქრები ტკბილი, 
უცოდველობა, ბედნიერება. 
ლაჟვარდეული მიმოქრის შვება, 
ნაზი და თბილიღიმილი მისი
სიკეთედ განვლილ დღეებზე ჰყვება; 
ვინ, ვინ გახდება ედემისღირსი! 
მის სულში სუფევს თვინიერება, 
გულმა უმანკო ტრფიალი იცის!