ეს რა უბედური მყავხარ! –
რანაირი სვე-ბედის:
არც ძილი გაქვს, არც ღვიძილი, -
დაუფინანსებელი.
ვაი ეგეთ გაღვიძებას! –
სატრეველად, აუგად,
უბოდიშოდ დაგაფეთეს,
როცა თვითონ აუდგათ
გვერდები... და ისტორიის
მაგ დარდიან დღიურებს
მიაწერე, როგორც რისხვაა:
გამაუპატიურეს!!!
შევინახე შენი მაჯა,
შენი შუბლი ღვთიური...
უნდა შეძლო გაღვიძება -
ფიზიოლოგიური!