Litclub.ge

წამი საზღვარზე
კამათში მუდამ
მოღალატე იმარჯვებს ხოლმე,
ვისაც იმ წამის უარყოფა შეუძლია,
ჭეშმარიტების ზღვართან მიღწეულს
და თითქმის უკვე გამარჯვებულს,
ზედ ზღვარზე რომ დაუხვდება
და კითხვის ნიშანს აუციმციმებს.