Litclub.ge

* * * გახსოვს, ტაბახმელავ
გახსოვს, ტაბახმელავ,
ბრძოლები გმირული
და მკერდი მრავალის 
შენთვის განგმირული.
 
ქალებო, შეამკეთ
მათი საფლავები,
საქართველოსათვის
ვინც დადეს თავები.

1922