Litclub.ge

ჩემი ბოჰემა (მთარგმნელი: ბადრი თევზაძე)
ვვლიდი გაცვეთილ ჯიბეებში ხელჩაწყობილი
და ასეთივე დიდებული პალტო მებადა,
ო, რა ბრწყინვალე ამურები მეზმანებოდა,
როს ვვლიდი, მუზავ, შენი ხიბლით სულშებყრობილი.

ერთადერთ შარვალს გასჩენოდა ვეება ხვრელი,
ვოცნებობდი და მმივდიოდი რითმების დათვლით,
ბინას მიქადდა საკრებულო მე დიდი დათვის,
ვარსკვლავთა ჩემთა თრთოდა ჰანგი ნაზი და მწველი.

მე მათ ვუსმენდი მოხიბლული, გზისპირას მჯდარი.
ეფინებოდა ჩემს მხურვალე შუბლს ვარდების ცვარი
და შევიგრძნობდი, როგორც ძალას ძვირფას სასმელის.

უცხო ჩრდილებში ვპოულობდი რითმებს და ფრაზებს
და მზად ვიყავი, ვით სიმები და ჯადოსნურ ქნარზე,
გავცეთილ ხამლზე მომეჭირა კვლავაც თასმები.