Litclub.ge

ჟ-ს
(ალბომში)

რომ იცოდე, რა რიგ მიხვევს
შავ ბურუსში სევდის ბადე,
ყოფნის ზღვაზე მარტოობის
სიდუხჭირეც განვიცადე...
გამოვცადე ყველაფერი,
რაც კი ძალუძს ცნობის ჯადოს,
რაც კი ძალუძს ცნობის ჯადოს,
რაც კი ძალუძს ობოლ ყვავილს,
ღამის ნისლში გამოსცადოს.
ვიგრძენ, რაც კი შეიძლება
ქვეყანაზე გულმა იგრძნოს,
ვიცან - რითაც შეიძლება
კაცი შესწვდეს და გაიცნოს.
მხოლოდ ერთი, სამუდამოდ
საიდუმლო, დაფარული,
შენ თვალებში ვერ გავიგე
შენი მეშჩანური გული!

1914