Litclub.ge

უკანასკნელი სადღეგრძელო (მთარგმნელი გულეური ვასილ)
დაქცეული სახლის და იმ უბედობის,
მთელ ჩემს ცხოვრებას რომ ახლავს,
ერთად ყოფნისა და მაინც მარტოობის,
შენს სადღეგრძელოს ვსვამ ახლა, -
შევსვამ მოღალატე ბაგეთა გამო და
სიცივით მომზირალ თვალთა,
შევსვამ, რომ სამყარო სასტიკი გამოდგა,
ვდგავარ ჯოჯოხეთის კართან.