უწინდელივით ფანჯრებს ამ სახლის
ხოშკაკალს უშენს ქარბუქი მკაცრი.
იგივე ვარ და არც რა მაქვს ახლის -
ჩემთან მოვიდა ნაცნობი კაცი.
ვკითხე: "რა გინდა?,აქ რა გენება?"
"მსურს შენთან ვიყო,თუნდ ჯოჯოხეთში".
მე გამეცინა: "დაგვებედება!
უბედურება შეგვრჩება ხელში".
მერე შეეხო თაიგულს ხელით,
ჩაიჩურჩულა ,ვით ხატთან, ლოცვით:
"აბა, მოყევი,ვის კოცნას ელი,
ისიც მითხარი,შენ როგორ კოცნი?"
და მზერა მქრქალი არც ერთი წუთით
არ მოაშორა ჩემს თითებს,ხელებს.
არ შეუტოკდა არც ერთი კუნთი,
ბოროტი თვალით ჩემს ბეჭედს ეძებს.
და მე კი ვიცი,დავრწმუნდე თუნდაც,
რომ მას აწუხებს იცოდეს ერთი,
აღარაფერი მას აღარ უნდა,
მე ვერაფერზე უარს ვერ ვეტყვი.