Litclub.ge

*** "სულ უბრალოდ და მარტივად ვცხოვრობ" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
სულ უბრალოდ და მარტივად ვცხოვრობ,
ცას ვუცქერ და ღმერთს მადლობას ვუხდი,
ოღონდ ძილის წინ ვსეირნობ დიდხანს,
რომ მოვერიო უაზრო წუხილს.

ხრამში შრიალებს ოროვანდები, 
ცირცელს მტევნების სიმძიმე ღუნავს,
მე კი ლექსებით ვეხმიანები
ცხოვრების სწრაფ და ცვალებად ბრუნვას.

ხელებს მილოკავს ფუმფულა ფისო.
ვბრუნდები. ვრითმავ ამბავს მოგონილს
და, ტბის ნაპირებს გადანთებული,
წითლად ანათებს ღამეს კოცონი.

მხოლოდ ხანდახან სიჩუმეს გაჰკვეთს
ყარყატი.

გულმა კი რა იღონოს?
ახლა კარებზე შენი კაკუნი
მე, შეიძლება, ვერც გავიგონო.