ბევრს ითხოვს სატრფო. არაფერს არ გთხოვს
მიტოვებული ოდესღაც ქალი.
მე მიხარია, რომ გამჭვირვალე
ყინულქვეშ აღარ ხმაურობს წყალი.
ფეხით შევდგები მყიფე საფარზე,
მხოლოდ უფალსღა შევთხოვ წყალობას,
შენ კი მიხედე წერილებს ჩემსას _
დაე, განგვსაჯოს შთამომავლობამ,
შენზე _ ესოდენ ბრძენზე, გულადზე
რომ წარმოდგენა ჰქონდეს ნათელი...
მაგ შენს დიდებულ ბიოგრაფიას
ვით ეკადრება თეთრი ლაქები.
ვერ გავექეცით მიწიერ ვნებებს,
სასიყვარულო მჭიდროა ქსელი.
სკოლაში, წიგნში ამოიკითხონ,
დაე, ბავშვებმა ჩემი სახელი.
დაე, გაეცნონ სევდიან ამბავს
და გაიღიმონ ანცად ან კრძალვით _
ბედნიერება თუ არ მაღირსე,
მაჩუქე მწარე დიდება მაინც.