მზეს ძლივს ვიხსენებ, გაუმუქდა
სიყვითლე ბალახს.
ქარს ადრეული ფიფქი მოაქვს
ალაგ და ალაგ.
ვიწრო ხევებში ნაკადულებს
ყინული მოსდევს.
აქ არ მოხდება არაფერი, –
აღარასოდეს!
ტირიფებს ცაზე გაუშლიათ
მარაო თრთოლვის,
იქნებ ასე სჯობს, რომ მე თქვენი
არა ვარ ცოლი.
მზეს ძლივს ვიხსენებ, ეს რა არის?
წყვდიადი? ალბათ! ...
და ერთ ღამეში ჩამოდგება
ზამთარი კართან.