Litclub.ge
*** "სულ სხვანაირი წლები მოდიან" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
სულ სხვანაირი წლები მოდიან,
ვინღა მოისმენს ახლა სიმღერებს,
შენ კი წკრიალებ მაინც ზარივით,
რაც უნდა გითხრა, არ დამიჯერებ.
აგერ ახლახან, როგორც მერცხალი,
ზეცას სერავდი ფრთების ფათქუნით,
დღეს კი მათხოვრობ და არვის ესმის
უცხო კარებზე შენი კაკუნი.