ჩვენ არ ვუთმობდით ერთმანეთს მისხალს,
გვავარვარებდა როდესაც რისხვა.
არ გვიკმევია არც ერთს ბედისთვის,
მივაცილებდით დღეთა ქარავანს.
წარმოიდგინე, ერთმანეთისთვის
თვით დედამიწაც გვეპატარავა.
გულში მწუხარე ბინდი ინთხევა
და ცეცხლოვანი გვეტმასვნის სენი...
ნიშნს გვიგებს, თითქოს და გვეკითხება:
“რად გაიმეტე მიჯნური შენი?”
ტალღები კვნესენ, ავი ქარები
თვალიდან გვგლეჯენ ლიბრსა და ნიღაბს.
ვხევდებით.
ვჩნდებით და ვიმალებით...
და სულში მაინც ჩაგვცქერის ვიღაც.