Litclub.ge

*** "ო, მე სიყვარულს არა გთხოვ უკვე" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
ო, მე სიყვარულს არა გთხოვ უკვე _
ის საიმედო ადგილას არის.
არც შენს საცოლეს არ შეაწუხებს 
ეჭვები შენგან წასული ქალის.

ოღონდ ერთ რჩევას მოგცემ მეგობრულს
(საქმროს ზრდილობა ყოველთვის შვენის!):
მას წააკითხე ჩემი ლექსები,
დე, შეინახოს პორტრეტიც ჩემი!

ამ სულელ ქალებს ახარებთ მხოლოდ
დამარცხებული მეტოქის ხილვა,
ხოლო პირველი ნაზი დღეების 
მოგონებანი არ უღირთ ჩირად.

...და როს ცხოვრება ახალ სატრფოსთან 
ვეღარ მოგიკლავს უგონო წყურვილს,
როს მოიყირჭებს ყველაფერს ერთად
კმაყოფილი და მაძღარი სული,

ნუ შეაშფოთებ ღამეებს ჩემსას,
ნუ მოხვალ _ მე შენ არ გიცნობ სულაც
და სენისაგან "ბედნიერება",
გულითაც მსურდეს, მე ვერ განგკურნავ.