Litclub.ge

*** "ბოლო სადღეგრძელო" (მთარგმნელი ჯიქია ეკა)
მე ვადღეგრძელე დარბეული ბინა
და ჩემი ავი ხვედრი,
კიდევ ორთა მარტოობა ერთად
და შენ ვერ აგიარე გვერდი, -
კიდევ მოღალატე ბაგის სიცრუის
და თვალთ სამარისებრი
სიცივის შევსვი,
ვახსენე სოფელი მწყრალი - მუხთალი
და ჩვენი ვერგადამრჩენი ღმერთი.