Litclub.ge

*** "როგორც ყოველთვის" (მთარგმნელი ჯიქია ეკა)
როგორც ყოველთვის, გაყრის დღეებში,
იმ პირველ დღეთა გვეწვია ლანდი
და შემოიჭრა ვერცხლი ტირიფის,
დიდებულებით ჭაღარა კაბის.
ჩვენ, მედიდურებს, ჩლუნგებს, უგუნურებს
თვალთ ზეაღპყრობა გვჭირდება რაში?
დაიწყო ჩიტმა გალობა ღმერთთა
- ვუფთხილდებოდით ერთმანეთს მაშინ.