სხვისი ტყვეა და მე ამას ვხედავ,
ჩემი ტყვეების მომბეზრდა დათვლა.
რად მიხარია ,ვიცოდე, ნეტავ,
ალუბლისფერი ტუჩის დანახვა?
თუმც კი მაგინებს,რას არ მეძახის,
კვნესა დაჰყვება სულ მის საუბარს.
ვერ მაიძულებს ის მე ვერაფრით,
რომ დამაჯეროს,თითქოს სხვა უყვარს.
ვერ დავიჯერებ, რომ შეიძლება,
კარი დაუხშოს გრძნობას განდევნილს.
ასე დამცინებს და შეიცვლება,
ყველა ჩემს კოცნას ასე დაწყევლის.