Litclub.ge

*** "ქარი ურჩობდა" (მთარგმნელი მეტრეველი ლელა)
გზა წვიმისგან ლაპლაპებდა,
ქარი ურჩობდა,
გაცილების ნება მთხოვა
ვიღაც უცნობმა.

დავთანხმდი და დამავიწყდა
მისთვის შეხედვა,
მერე დიდხანს მის ნაკვალევს 
სული ეძებდა.

ქუჩა ჩანდა ნისლში, როგორც
გუნდრუკნაკმევი,
მის ღიღინში კი ისმოდა
სტეპის ჰანგები.

ახლაც მახსოვს ძველ ჭიშკართან
გზის დასასრული,
სიმღერებით ამიშალა 
დარდი ფარული.

ღვიძლ ძმასავით მომაწოდა
ჯვარი სპილენძის,
შემარყია, შემირხია 
გულში სიმები.

შეჩერებაც ვერ მოვასწარ,
დავიგვიანე,
სად ხარ, ჩემო თანამგზავრო,
შემეხმიანე!