Litclub.ge

ჩვენი დროის გმირი (მთარგმნელი ქიქოძე გერონტი)
წინასიტყვაობა

ყოველ წიგნში წინასიტყვაობა პირველი და ამასთანავე, უკანასკნელი რამაა; იგი ან ნაწარმოების მიზნის ახსნა-განმარტებას წარმოადგენს, ან გამართლებას და პასუხს კრიტიკაზე. მაგრამ, ჩვეულებრივ, მკითხველებს არაფერი ესაქმებათ ზნეობრივ მიზნებსა და ჟურნალების თავდასხმებთან, ამიტომ ისინი არ კითხულობენ წინასიტყვაობას. ეს სავალალოა, განსაკუთრებით ჩვენში.

ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ისეთი ახლგაზრდა და გულუბრყვილოა, რომ იგავარაკს ვერ გაიგებს, თუ ბოლოში ზნეობრივი დარიგება არ იპოვა; ხუმრობას ვერ ხვდება, ირონიას ვერ გრძნობს, მოკლედ რომ ვთქვათ, ცუდადაა აღზრდილი. მან კიდევ არ იცის, რომ წესიერ საზოგადოებაში და წესიერ წიგნში შეუძლებელია აშკარა ლანძღვა-გინებას ჰქონდეს ადგილი; რომ თანამედროვე განათლებამ გამოიგონა უფრო მახვილი, თითქმის უხილავი, მაგრამ მომაკვდინებელი იარაღი, რომლის დარტყმა, პირფერობის საბურველს ქვეშ, უტყუარი და მოუგერიებელია. ჩვენი საზოგადოება იმ პროვინციელს ჰგავს, რომელმაც ყური დაუგდო მტრულად განწყობილი სამეფოების ორ დიპლომატს და წარმოიდგინა, თითოეული მათგანი თავის მთავრობას ატყუებს მეორისადმი უნაზესი მეგობრობის გულისათვისო.
ამ წიგნმა სულ ცოტა ხნის წინათ თავის თავზე გამოსცადა ზოგიერთი მკითხველის, თვით ზოგიერთი ჟურნალის უბედური მიმდინარეობა სიტყვათა პირდაპირი მნიშვნელობის მიმართ. ზოგი საშინლად ნაწყენი დარჩა, რომ მას ნიმუშად უყენებენ ისეთ უზნეო ადამიანს, როგორიცაა “ჩვენი დროის გმირი”; სხვები კი ძალიან მახვილად აღნიშნავდნენ, შემთხზველმა თავისი თავისა და თავისი ნაცნობების პორტრეტები დახატაო... ეს ძველი და შეცოდების ღირსი ხუმრობაა! მაგრამ, ეტყობა, რუსეთი ისეა შექმნილი, რომ მასში ყოველივე ახლდება, გარდა ასეთი უაზრობისა. ჩვენში ყველაზე ჯადოქრულ ზღაპარსაც არ ასცდება საყვედური, შეურაცხყოფას აყენებს პირობვნებასო!
“ჩვენი დროის გმირი”, ჩემო მოწყალეო ხელმწიფეო, მართლაც პორტრეტია, მაგრამ არა ერთი კაცისა: ესაა პორტრეტი, შედგენილი მთელი ჩვენი თაობის ნაკლისა და ბიწიერისაგან, საუკუნედ რომ წარმოშვა. თუ თქვენ ხელახლა მეტყვით, შეუძლებელია ადამიანი ასეთი ცუდი იყოსო, მე გიპასუხებსთ: თუ თქვენ გწამთ ყველა ტრაგიკულ და რომანტიკულ ბოროტმოქმედთა არსებობის შეასძლებლობა, რატომ პეჩორინის სიმართლე არა გწამთ? თუ თქვენ ბევრად მახინჯი და საშინელი მონაგონით დამტკბარხართ, მაშ, ამ ხასიათს, თუნდაც ის შეთხზული იყოს, ულმობლად რატომ ექცევით? იმიტომ ხომ არა, რომ მასში მეტი სიმართლეა, ვიდრე თქვენ გსურთ?
თქვენ იტყვით, ზნეობა ამით არ მოიგებსო...

უკაცრავად. ადამიანები საკმაოდ კვებეს ტკბილეულობით; ამან მათ კუჭი გაუფუჭა. საჭიროა მწარე წამალი, მძაფრი ჭეშმარიტება, მაგრამ ნუ იფიქრებთ, თითქოს ამ წიგნის ავტორს ოდესმე ჰქონდა ამაყი ოცნება, ადამიანთა ბიწიერების გამსწორებელი უნდა გავხდეო. ღმერთმა დაიფაროს ასეთი უმეცრებისგან! მას მხოლოდ ართობდა თანამედროვე ადამიანის დახატვა, როგორც, მისდა და თქვენდა საუბედუროდ, მეტად ხშირად უნახავს. საკმაოა ისიც, რომ ავადმყოფობა ნაჩვენებია, ხოლო როგორ უნდა განიკურნოს იგი _ ეს ღმერთმა უწყის!

ნაწილი პირველი

ბ ე ლ ა

მე ფოსტის ცხენებით მოვემგზავრებოდი თბილისიდან. ჩემი ფორნის მთელი ტვირთი შედგებოდა ერთი მომცრო ჩემოდნისაგან, რომელიც სანახევროდ გატენილი იყო მგზავრის ჩანაწერებით საქართველოზე. ამ ჩანაწერების უდიდესი ნაწილი, თქვენდა საუბედუროდ, დაკარგული, ხოლო ჩემოდანი დანარჩენი ნივთებითურთ, ჩემდა საბედნიეროდ, გადარჩა.
მზე უკვე გადახრილი იყო და თოვლიან ქედს ამოჰფარებოდა, როცა მე კაიშაურის ხეობაში შევედი.

ოსი მეეტლე დაუსვენებლად ერეკებოდა ცხენებს, რათა დაღამებამდე მოესწრო კაიშაურის მთაზე ასვლა, და მთელი ძალ-ღონით მღეროდა. რა საუცხოო ადგილია ეს ხეობა! ყოველი მხრიდან _ მიუვალი მთები, მოწითალო კლდეები, მოფარდაგებული მწვანე სუროთი და დაგვირგვინებული ჭადრების ქოჩრით; ნაკადებით დაღალული ყვითელი ნაპრალები; ზევით, მაღლა-მაღლა, ოქროსფერი თოვლის ფოჩია, ხოლო ქვემოთ არაგვი გადახვევია მეორე უსახელო მდინარეს, ყვირილით გამოვარდნილს შავი, დაბურული ხეობიდან, ვერცხლის ზოლივით გაწოლილა და ბრჭყვიალებს, როგორც გველი თავისი ქერცლით.
კაიშაურის მთის ძირს რომ მივაღწიოთ, დაუქანთათ გავჩერდით. აქ ოციოდე ქართველი და მთიელი შეჯგუფებულიყო და ხმაურობდა: მახლობლად აქლემების ქარავანი შეჩერებულიყო ღამის გასათევად. მე ხარები უნდა დამექირავებინა, რათა ჩემი ფორანი ამ წყეულ მთაზე ამეთრია, იმიტომ რომ უკვე შემოდგომა იდგა, მიწა მოლიპული იყო, ამ მთას კი ორი ვერსამდე სიგრძე აქვს.
რა გაეწყობოდა, ექვსი ხარი და რამოდენიმე ოსი დავიქირავე. ერთმა მათგანმა მხარზე გაიდო ჩემი ჩემოდანი, სხვებმა ხარებს დაუწყეს დახმარება თითქმის მარტო ყვირილით. 
ჩემი ფორნის უკანა ოთხი ხარი მეორე ფორანს ისე ეწეოდა, თითქოს აქ არაფერიაო, თუმცა ის მძიმედ იყო დატვირთული. ამ გარემოებამ გამაკვირვა.

უკან პატრონი მოსდევდა, პატარა ყაბარდოულ მოსევადებულ ჩიბუხს სწევდა. ოფიცრის უეპოლეტო სერთუკი ეცვა და ჩერქეზული ფაფახი ეხურა. ორმოცდაათი წლისას ჰგავდა; მისი შავგვრემანი სახე ამჟღავნებდა, რომ ის ამიერკავკასიის მზის დიდი ხნის ნაცნობი უნდა ყოფილიყო; მისი ნაადრევად გაჭაღარავებული ულვაში არ შეეფერებოდა მის მტკიცე ნაბიჯს და მხნე გარეგნობას. მივუახლოვდი და თავი დავუკარი; მან უსიტყვოდ დამიკრა თავი და პირიდან უზარმაზარი კვამლი გამოუშვა.
_ჩვენ თანამგზავრები ვართ, მგონია?
მან ხელახლა დამიკრა თავი უსიტყვოდ.
_თქვენ, ალბათ, სტავროპოლში მიდიხართ?
_დიახ... სახაზინო ნივთებით.
_მითხარით, გეთაყავ, რად არის, რომ თქვენს მძიმე ფორანს ოთხი ხარი ადვილად ეწევა, ჩემს ცარიელს კი ექვსი პირუტყვი ძლივს მიაჩოჩებს ამ ოსების დახმარებით?
მან ცბიერად გაიღიმა და მრავალმეტყველად შემხედა.
_თქვენ, ალბათ, ცოტა ხანია, რაც კავკასიაში ხართ.
_ერთი წელიწადია,_ვუპასუხე მე.
მან ხელახლა გაიღიმა. 
_მერე რა?
_არაფერი. საშინელი გაიძვერები არიან ეს აზიელები.

თქვენ გგონიათ, რომ მართლა ეხმარებიან, რაკი ყვირიან? ეშმაკი ვერ გაიგებს, რას ყვირიან. ხარებს კი ესმით მათი; თუნდ ოცი შეაბით, თუ თავისებურად დაიყვირეს, ხარები ფეხს არ მოიცვლიან... საშინელი არამზადები არიან. რას უზამთ?.. უყვართ ფულის აცანცვლა მგზავრებისაგან... გაანებივრეს ეს თაღლითები. ნახავთ, თუ საჩუქარიც არ მოგთხოვონ არყის გადასაკვრელად.

ვიცნობ მე მაგათ, ვერ მომატყუებე!
_დიდი ხანია, რაც აქ მსახურობთ?
_დიახ, მე აქ ალექსეი პეტროვიჩის დროსვე ვმასახურობდი,_მიპასუხა მან და გაიჯგიმა.

_ როცა ის ხაზზე მოვიდა, მე პოდპორუჩიკი ვიყავი, _ დაუმატა მან, _ და მის დროს ორი ჩინი მივიღე მთიელების წინააღმდეგ ბრძოლისათვის.
_ახლა?..
_ახლა მესამე სახაზო ბატალიონში ვითვლები. თქვენ კი, კადნიერება მაქვს, გკითხოთ?
მე ვუპასუხე.
საუბარი ამით გათავდა და ჩვენ გზა განვაგრძეთ დუმილით. მთის მწვერვალზე თოვლი დაგვხვდა. მზე ჩაესვენა და დღეს ღამე მოჰყვა უშუალოდ როგორც ეს სამხრეთში ხდება ხოლმე; მაგრამ თოვლის გამონაშუქის წყალობით გზას ადვილად ვარჩევდით: ის ზევით მიდიოდა, თუმცა აღმართი ნაკლებად ფიცხელი იყო. მე ვუბრძანე, ჩემი ჩემოდანი ფორანზე დაედოთ, ხარები ცხენებით შეეცვალათ, და უკანასკნელად გავხედე დაბლობს; მგარმ სქელი ნისლი, რომელიც თითქო ზვირთებივით მოაწყდა ხეობებიდან, მთლად ფარავდა მას, და იქიდან არანაირი ხმა არ წვდებოდა ჩევენს სმენას. ოსები დიდი ხმაურით შემომერტყნენ და საჩუქარს ითხოვდნენ არაყის გადასაკვრელად; მაგრამ შტაბის კაპიტანმა ისე მრისხანედ დაუყვირა, რომ ერთ წუთში გაიფანტნენ.
_აი, რა ხალხია! _ მითხრა მან, _ პურის სახელიც კი არ იციან რუსულად, ეს კი ისწავლეს: “ოფიცერო, მიბოძე არაყისათვის!” ჩემი აზრით, ისევ თათრები სჯობიან: ისინი მსმელები მაინც არ არიან...


სადგურამდე დაახლოებით ერთი ვერსი იყო. გარშემო სიწყნარე იდგა, ისეთი სიწყნარე, რომ კოღოს გაფრენისთვის შეგეძლოთ მისი ბზუილის მიხედვით თვალყური გედევნებინათ. მარცხნივ შავად მოჩანდა ღრმა ხეობა; იმის იქით და ჩენს წინ ამართულიყო ნაოჭებით დაღარული, თოვლის ფენებით დაფარული მთების მუქ-ლურჯი მწვერვალები; ისინი ისახებოდნენ ფერმკრთალ ცის ტატნობზე, რომელსაც ჯერ კიდევ შერჩენოდა დაისის უკანასკნელი ციაგი. მუქ ზეცაზე იწყებოდა ვარსკვლავების ციმციმი. და მე უცნაურად მეჩვენა, რომ ეს ვარსკვლავები უფრო მაღლა იყვნენ, ვიდრე ჩვენში, ჩრდილოეთში. გზის ორივე ნაპირას შავი სიპი ქვა ეყარა; აქა-იქ თოვლიდან ბუჩქები იცქირებოდნენ; მაგრამ არც ერთი გამხმარი ფოთოლი არ ირხეოდა, და ბუნების ამ მკვდარ ძილში გულს ახალისებდა მხოლოდ დაღლილი საფოსტო ცხენების ფრუტუნი და რუსული ზანზალაკის წკრიალი.
_ხვალ საუცხოო დარი იქნება! _ ვთქვი მე.
შტაბსკაპიტანს კრინტი არ დაუძრავს, მხოლოდ პირდაპირ ჩვენს წინ აღმართულ მაღალ მთაზე მიმითითა.
_ეს რა არის? _ შევეკითხე მე.
_გუდას მთა.
_მერე რა?
_შეხედეთ, როგორ ბოლავს.
მართლაც, გუდა მთა ბოლავდა, მის ფერდობზე მსუბუქი ღრუბლის ნაკადები მიცოცავდნენ, ხოლო მწვერვალზე შავი ნისლი იყო გაწოლილი, ისეთი შავი, რომ მუქ ცაზე ის ლაქას ჰგავდა.
ჩვენ უკვე ვარჩევდით საფოსტო სადგურს და მის გარშემო თავმოყრილი სახლების სახურავებს, ჩვენ წინ აციმციმდნენ სტუმართმოყვარე სინათლეები, როცა ნესტიანმა, ცივმა ქარმა დაგვიბერა, ხეობა აგუგუნდა და ჟინჟღვლა დაიწყო. ძლივს მოვასწარი ნაბდის დახურვა, რომ თოვლი მოვიდა.

მე მოკრძალებით შევხედე შტაბსკაპიტანს. 
_ჩვენ აქ ღამის გათევა მოგვიხდება, _ თქვა მან წყენით, _ ასეთ ქარბუქში მთაზე ვერ გადავალთ. იყო თუ არა ზვავები ჯვრის უღელტეხილზე? _ ჰკითხა მეეტლეს.
_არ ყოფილა, ბატონო, _ უპასუხა ოსმა მეეტლემ: _ ჩამოწოლილი კი ბევრია, ძალიან ბევრია. 
რაკი სადგურზე მგზავრებისათვის ოთახი არა ჰქონდათ, კვამლიან მიწურში მიგვიჩინეს ღამის გასათევი. მე ჩემს თანამგზავრს შევთავაზე, ჭიქა ჩაი დაელია ჩემთან ერთად, იმიტომ რომ თან მქონდა თუჯის ჩაიდანი, ჩემი ერთადერთი ნუგეში კავკასიაში მოგზაურობის დროს.
მიწური ერთი მხრით კლდეზე იყო მიკრული, კარისკენ სამი მესხლეტი სველი საფეხური მიდიოდა. ხელების ფათურით შევედი და ძირს დავჯექი (ამ ხალხში ბოსელი საფარეშო ოთახის მაგივრობას სწევს). არ ვიცოდი საით წავსულიყავი: აქ ცხვრები ბღავიან, იქ ძაღლი ღნავის.

საბედნიეროდ, გვერძე მკრთალმა სინათლემ გაიელვა და დამეხმარა მეორე, კარისმაგვარი შესავალი მეპოვა. აქ საკმაოდ თავის შემაქცევარი სურათი გაიშალა: ფართო მიწური, რომლის სახურავი ორ შეჭვარტულ სვეტზე იყო დაყრდნობილი, ხალხით იყო სავსე. შუა ადგილას, მიწაზე, ცეცხლი ენთო, ქარი სახურავის ნახვრეტიდან უკან აბრუნებდა კვამლს და ბოლი ისე სქლად ეფინებოდა გარშემო, რომ დიდხანს ვერაფერი დავინახე; კერასთან ორი დედაბერი, მრავალი ბავშვი და ერთი გამხდარი ქართველი კაცი ისხდნენ, ყველა ძონძებში გახვეულნი. სხვა გზა არ იყო, ცეცხლის პირას მოვთავსდით, ჩიბუხი ავაბოლეთ, და ჩქარა ჩემი ჩაიდანი გულთბილად აჩუხჩუხდა.
_საწყალი ხალხია! _ ვუთხარი მე შტაბსკაპიტანს და მივუთითე ჩვენს ჭუჭყიან მასპინძლებზე, რიმლებიც უსიტყვოდ, გაშეშებულნი შემოგვცქეროდნენ.
_მეტად სულელი ხალხია! _ მიპასუხა მან. _ დაიჯერებთ? არაფერი უნარი არა აქვთ, ნიჭი არ შესწევთ არავითარი განათლენისათვის! თუმცა ჩვენი ყაბარდოელები და ჩეჩნები ავაზაკები არიან, ღარიბ-ღატაკები, სამაგიეროდ, თავზეხელაღებული გულადები გახლავან; ამათ კი არავიუთარი სიყვარული არ აქვთ იარაღისა: ვერც ერთს ვერ უნახავ ხეირიან ხანკალს. მართლაც რომ ნამდვილი ოსები არიან! 
_დიდხანს ცხოვრობდით ჩეჩნეთში?
_ჰო, ათიოდე წელიწადს ვიდექი ასეულით, ქვის ფონთან. იცით?
_გამიგონია.
_შეგვაწუხეს კი, ჩემო კეთილო, იმ თავზეხელაღებულებმა; ახლა, მადლობა ღმერთს, უფრო წყნარად არიან, მაგრამ უწინ ათი ნაბიჯითაც ვერ გასცილდებოდი სანგრებს, რომ არ წასწყდომოდი ვიმე ბანჯგვლიან ქაჯს, რომელიც იქვე იჯდა და გყარაულობდა: საკმაო იყო ცოტაოდენი უყურადღებობა, და ან ქამანდი გადაგეცმოდა კისერზე, ან ტყვია მოგხვდებოდა კეფაში.

ყოჩაღები კი არიან!.. 
_ალბათ, ბევრი რამ გადაგხდენიათ თავს! _ ვთქვი მე ცნობისმოყვარეობით გაღიზიანებულმა.
_როგორ არა!
მან დაიწყო მარცხენა ულვაშის წიწკვნა, თავი ჩაქინდრა და ჩაფიქრდა. მე საშინლად მინდოდა რაიმე ამბავი გამომეტყუა მისთვის, _ ეს სურვილი ახასიათბს მოგზაურობისა და ჩაწერის მოყვარულ ადამიანებს. ამ დრის ჩაიმაც მოგვისწრო; მე ჩემოდნიდან ამოვიღე ორი სალაშქრო ჭიქა, ჩაი დავასხი და ერთი მას დავუდგი წინ. მან მოსვა და თან თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: “დიახ, გადამხდენია!” ამ შეძახილმა დიდი იმედი მომცა. მე ვიცი, ძველ კავკასიელებს უყვართ საუბარი, ამბის მოყოლა; მათ ხომ იშვიათად ეძლევათ ამის საბაბი: დგას კაცი სადმე მიყრუებულ ადგილას თავისი ასეული ხუთ წელიწადს და მთელი ხუთი წლის განმავლობაში არავინ ეტყვის, გამარჯობაო (იმიტომ რომ, ფელდფებელი ამბობს, გამარჯვებას გისურვებთ). სალაპარაკო კი ბევრი რამაა.

გარშემო ველური, საყურადღებო ხალხია; ყოველ დღეს რაიმე ხიფათი მოაქვს, უცნაური შემთხვევები ხდება; კაცი ძალაუნებურად ნანობს, რომ ჩვენში ასე ციტას იწერენ უბის წიგნში.
_ჩაიში რომის დამატება ხომ არ გნებავთ? _ ვკითხე ჩემს თანამოსაუბრეს: _ მე მაქვს თეთრი რომი თბილისიდან; ახლა ცივა.


_არა, გმადლობთ, არ ვსვავ.
_რატომ?
_ისე. თავს ფიცი მივეცი. როცა ჯერ კიდევ პოდპორუჩიკი ვიყავი, ერთხელ წავიქეიფეთ, ღამით კი განგაში ატყდა; და, აი, ფრონტზე შეზარხოშებულნი გამოვედით; კარგად მოგვხვდა, როცა ალექსეი პეტროვიჩმა გაიგო: ღმერთმა დაგიფაროს, ისე გაჯავრდა! კინარამ სამართალში მიგვცა. მართლაც, ხანდახან მთელ წელიწადს ისე ცხოვრობ, თუ აქ არაყიც გაგიჩნდა, დაიღუპები კაცი!
როცა ეს მოვისმინე, თითქმის ყოველი იმედი დამეკარგა.
_აი, თუნდაც ჩერქეზები ავიღოთ, _ განაგრძო მან. _ დალევენ თუ არა ბოზას ქორწილში ან დასაფლავებაზე, მაშინვე ერთმანეთს ჩეხას დაუწყებენ. ერთხელ ძლივს გადავრჩი, თუმცა სტუმრად შემორიგებულ თავადისას ვიყავი.
_ეს როგორ მოხდა?
_აი...

(მან ჩიბუხი გატენა, მოსწია და თხრობა დაიწყო). _ აი, თქვენ ხართ ჩემი ბატონი, მე მაშინ ასეულით სიმაგრეში ვიდექი თერგს გაღმა; მას შემდეგ ხუთი წელიწადი გახდება. ერთხელ, შემოდგომაზე, სურსათ-სანოვაგით დატვირთული ტრანსპორტი მოვიდა, ტრანსპორტს თან ახლდა ოფიცერი, ოცდახუთი წლის ახალგაზრდა კაცი. სრულ ფორმაში გამოცხადდა ჩემთან და მაცნობა, ნაბრძანები მაქვს თქვენთან დავრჩე ციხესიმაგრეში. ისეთი წერწეტი და თეთრი იყო, ისეთი ახალთახალი მუნდირი ეცვა, რომ მაშინვე მივხვდი, დიდი ხანი არ უნდა იყოს კავკასიაში-მეთქი. “თქვენ, ალბათ, აქ რუსეთიდან ხართ გადმოყვანილი”, _ ვკითხე მას. “დიახ, ბატონო შტაბსკაპიტანო”, _ მიპასუხა მან.

მე ხელი მოვკიდე და ვუთხარი: “დიდად მოხარული ვარ, დიდად მოხარული, ცოტათი მოგწყინდებათ... მაგრამ ჩვენ მეგობრულად ვიცხოვრებთ. დიახ, დამიძახეთ, გეთაყვა უბრალოდ, მაქსიმ მაქსიმიჩი, და რა საჭუროა ეს სრული ფორმა? ჩემთან ყოველთვის ქუდოთ მოდით”. მას ბინა მისცეს და ციხესიმაგრეში დასახლდა.
_რას ეძახდნენ? _ ვკითხე მაქსიმ მაქსიმიჩს.
_მას ეძახდნენ... გრიგორ ალექსანდროვიჩ პეჩორინს. კარგი ყმაწვილი იყო, შემიძლია დაგარწმუნოთ; მხოლოდ ცოტათი უცნაურიც. მაგალითად, მთელ დღეს ნადირობდა წვიმაში, სიცივეში; ყველანი იყინებიან, იღლებიან, ის კი ყურსაც არ იბერტყავს.

ხანდახან კი ოთახში ზის, საკმაოა ცოტა დაუბეროს, ირწმუნება, გავცივდიო. დარაბა თუ დაიჭრიალებს, შეკრთება და გაფითრდება; გარეულ ტახს კი, მინახავს, მარტოდმარტო შეჰბმია. ზოგჯერ მთელი საათების განმავლობაში კრინტს ვერ დააძვრევინებდი, სამაგიეროდ, თუ ამბის მოყოლას დაიწყებდა, სიცილით მუცელზე კანი არ შეგრჩებოდა... დიახ, დიდი ახირებული კაცი იყო და, ალბათ მდიდარიც: რამდენნაირი ძვირფასი ნივთი ჰქონდა!..
_დიდხანს იცხოვრა თქვენთან? _ შევეკითხე მე ხელახლა.
მხოლოდ ერთ წლამდე. სამაგიეროდ, ეს წელიწადი კარგად დამამახსოვრდა. ხომ არიან ისეთი ადამიანები, რომლებსაც შუბლზე აწერიათ, რომ სხვადასხვა არაჩვეულებრივი ამბები უნდა შეენთხვეთ!
_არაჩვეულებრივი? _ წამოვიძახე ცნობისმოყვარეობით და ჩაი დავუმატე.
_აი, გიამბობთ. ციხესიმაგრიდან ექვს ვერსზე ერთი შემორიგებული თავადი ცხოვრობდა.

მისი ვაჟი, თხუთმეტი წლის ბიჭი, ჩვენ შემოგვეჩვია; ყველდღე მოდიოდა ცხენით, ხან რისთვის და ხან კიდევ რისთვის. გავანებივრეთ კი მე და გრიგორი ალექსანდროვიჩმა. დიდი ჩხუბისთავი იყო. მარჯვე ყოველ საქმეში: ქუდის აღება გინდა გაჭენებული ცხენიდან, თოფის სროლა გინდა თუ სხვა რამ. მხოლოდ ერთი რამ ჰქონდა ცუდი: საშინლად უყვარდა ფული. ერთხელ სასეირნოდ გრიგორი ალექსანდროვიჩმა აღუთქვა, ოქროს ფულს გაჩუქებ, თუ საუკეთესო თხას მოიპარავ მამაშენის ფარიდანო. და როგორ გგონიათ? მეორე დღესვე მოათრია რქებით.

მაგრამ თუ გაღიზიანებას დავუწყებდით, თვალებში სისხლი წამოაწვებოდა და მაშინვე ხანჯალზე იტაცებდა ხელს. “ეჰ, აზამატ, თავს წააგებ, იამან იქნება შენი გოგრა-მეთქი”, _ ვეტყოდი ხოლმე.
ერთხელ თვით მოხუცი თავადი მოვიდა ცხენით და ქორწილში დაგვპატიჟა: უფროს ქალს ათხოვებდა, ჩვენ კი მისი ყონაღები ვიყავით. მოგეხსენებათ, უარის თქმა შეუძლებელია, თუმცა ის თათარია. გავემგზავრეთ. აულში უამრავი ძაღლი შეგვეგება ყეფით. ქალები იმალებოდნენ ჩვენს დანახვაზე; ვისი დანახვაც მოვასწარით, მზეთუნახავს სრულიად არ ჰგავდა. “მე უკეთესი აზრის ვიყავი ჩერქეზას ქალებზე,” _ მითხრა გრიგორი ალექსანდროვიჩმა.

“დაიცათ!” _ ვუპასუხე ღიმილით: მე რაღაც მქონდა მოფიქრებული.
თავადის სახლში მრავალი ხალხი შეგროვდა. მოგეხსენებათ, აზიელებს, ჩვეულება აქვთ, ყოველი გამვლელ-გამომვლელი დაპატიჟონ ქორწილში. ჩვენ დიდი პატივით მიგვიღეს და საყონაღოში შეგვიყვანეს. მიუხედავად ამისა, მე მაინც არ დამავიწყდება, თვალი მედევნებინა, თუ სად დააბამდნენ ჩვენს ცხენებს _ მოგეხსენებათ, ყოველი მოულოდნელი შემთხვევისათვის.
_როგორ იხდიან ესენი ქორწილს? _ ვკითხე შტაბსკაპიტანს.
_უბრალოდ. ჯერ მოლა რაღაცას წაიკითხავს ყურანიდან, შემდეგ ნეფე-დედოფალს და ყველა მათ ნათესავს ასაჩუქრებენ; ჭამენ, ბოზას სვამენ; შემდეგ ჯირითი იწყება. და ყოველთვის ვინმე ჭუჭყიანი კონკია უხეირო კოჭლ ცხენზე ზის და იგრიხება, ჯამბაზობს, პატიოსან საზოგადოებას აცინებს; ბოლოს, როცა დაღამდება, საყონაღოში, ჩვენებურად რომ ვთქვათ, ბალი იწყება. ბეჩავი ბერიკაცი სამ სიმიან...

არ მახსოვს მათებურად რა ჰქვია... რაღაც ჩვენი ბალალაიკის მსგავს საკრავს აჟღარუნებს. გოგოები და ახალგაზრდა ბიჭები ორ მწკრივად ეწყობიან, ერთიმეორის პოირდაპირ, ტაშს უკრავენ და მღერიან. აი, შუა ადგილას ერთი გოგო და ერთი მამაკაცი გამოდის და ერთმანეთს მღერით ლექსებს ეუბნებიან, რაც მოეპრიანებათ, სხვები კიდევ ერთად ხმას ააყოლებენ. მე და პეჩორინი საპატიო ადგილას ვისხედით. და აი, მასთან მოვიდა მასპინძლის უმცროსი ქალი, თექვსმეტი წლის ქალიშვილი, და უმღერა... როგორ გითხრათ?..

რაღაც ქათინაურის მსგავსი.
_რა უმღერა, აღარ გახსოვთ?
_მგონია, ასეა: “ახოვანნი არიან ჩვენი ახალგაზრდა მოჯირითეები, მათ ხიფთანები მოსირმულია; ახალგაზრდა რუსის ოფიცერი კი მათზე ახოვანია, მას მოოქრული ყაითნები აქვს. ის ალვის ხეა მათ შორის; მხოლოდ ჩვენს ბაღში მას ზრდა და აყვავება არ უწერია”. პეჩორინი ადგა, თავი დაუკრა, შუბლზე და გულზე ხელი მიიდო და მთხოვა, პასუხი მიმეცა; მე კარგად ვლაპარაკობ მათებურად და მისი პასუხი გადავთარგმნე.
როდესაც ქალი მოგვშორდა, გრიგორი ალექსანდროვიჩს ჩავჩურჩულე: “რას იტყვით, როგორია?” “მშვენიერებაა! _ მიპასუხა მან. _ რა ჰქვია?” “ბელას ეძახიან”, _ ვუთხარი მე.
ქალი მართლაც, ლამაზი იყო: მაღალი, წერწეტი, შავთვალა, როგორც მთის ქურციკი, ის თითქო სულში გიცქეროდა. ფიქრებში წასული პეჩორინი მას თვალს არ აშორებდა. ქალიც ხშირად შემოსცქეროდა ქვეშ-ქვეშ.

მარტო პეჩორინი როდი ტკბებოდა ლამაზი თავადის ასულით: ოთახის კუთხიდან მას სხვა თვალებიც უცქეროდნენ, უმოძრაონი, ცეცხლოვანი.

მე დავაცქერდი და ჩემი ძველი ნაცნობი კაზბიჩი ვიცანი. ის, როგორ გითხრათ, არც შემორიგებული იყო, არც შემოურიგებელი. მის წინააღმდეგ მრავალი ეჭვი გვქონდა, თუმცა არავითარ ცუღლუტობაში არ დაგვიჭერია. ხშირად ჩვენთან ცხვარს მორეკავდა და იაფად ყიდდა, მხოლოდ შევაჭრება არ იცოდა: რასაც მოითხოვდა, უნდა მიგეცა, თუნდაც დაგეკლა, არ დაგითმობდა. ამბობდნენ, ყუბანის გაღმა უყვარს აბრაგებთან თრევაო; კაცმა მართალი თქვას, ძალიან ავაზაკური სიფათი ჰქონდა: პატარა იყო, ხმელი, ფართობეჭედიანი... და როგორი მარდი იყო, როგორც ჭინკა. ჩოხა ყოველთვის დახეული, დაკერებული ჰქონდა, იარაღი კი _ მოსევადებული.

მისი ცხენი მთელს ყაბარდოში იყო განთქმული, და მართლაც, შეუძლებელია ამ ცხენზე უკეთესი რამის გამოგონება. ტყუილად კი არ შურდა ყველა ცხენოსანს, არაერთხელ უცდიათ მისი მოპარვა, მაგრამ ვერ ახერხებდნენ. ახლაც თვალწინ მიდგას ის ცხენი: შავი, როგორც კუპრი, სიმებივით ფეხები, თვალები კი ბელაზე ნაკლები არ ჰქონდა. ახლა ღონეს არ იკითხავთ? აჭენე თუნდა ორმოცდაათი ვერსი. გახედნილი იყო ისე, რომ პატრონს უკან ძაღლივით დასდევდა; მის ხმასაც კი სცნობდა! კაზბიჩი არც კი აბამდა; ასეთი ავაზაკური ცხენი იყო!..
იმ საღამოს კაზბიჩი უფრო პირქუში ჩანდა, ვიდრე ოდესმე. და შევამჩნიე, რომ ჩოხის ქვეშ ჯავშანი ეცვა. “ტყუილად არ აცვია ეს ჯავშანი, _ გავიფიქრე მე, _ ალბათ, რაღაც განზრახვა აქვს”.
სახლში შეხუთული ჰაერი იყო და გარეთ გავედი გასაგრილებლად.

მთებზე უკვე ღამე წვებოდა, ხეობაში ნისლი ამოძრავდა.
ფარდულისკენ შევუხვიე, სადაც ჩვენი ცხენები ება; მინდოდა მენახა, ჰქონდათ თუ არა საკვაბი; ამაის გარდა, არასოდეს სიფრთხილეს თავი არა სტკივა: მე საუცხოო ცხენი მყავდა; არაერთ ყაბარდოელს შეუხედავს მისთვის ნდომით და ჩაულაპარაკია: “იაკში თხე, ჩოკ იაკში!”
ღობეს გავყევი, და უცებ ხმები შემომესმა; ერთი ხმა მაშინვე ვიცანი: ეს იყო ანცი აზამატი, ჩვენი მასპინძლის ვაჟი; მეორე უფრო იშვიათად და ხმადაბლა ლაპარაკობდა. “ნეტავი რაზე მსჯელობენ? _ გავიფიქრე მე: _ ჩემს ცხენზე ხომ არა?” ღობის ძირში ჩამოვჯექი და ყური დავუგდე; ვცდილობდი, არცერთი სიტყვა არ გამომპარვოდა. ხანდახან სახლიდან სიმღერების და ლაპარაკის ხმა მოისმოდა და ახშობდა ამ ჩემთვის საგულისხმო საუბარს.
_საუცხოო ცხენი გაყავს! _ ამბობდა აზამატი, _ მე რომ ოჯახის უფროსი ვიყო და სამასი ჭაკი ცხენის ჯოგი მყავდეს, ნახევარს შენს მერანში მივცემდი, კაზბიჩ!
“აჰ, კაზბიჩ!” _ გავიფიქრე მე და ჯავშანი გამახსენდა. 
_ჰო, _ უპასუხა კაზბიჩმა ცოტაოდენი სიჩუმის შემდეგ, _ მთელს ყაბარდოში ვერ იპოვი ამის ცალს. ერთხელ, _ ეს იყო თერგ გაღმა, _ აბრაგებს გავყევი, რათა რუსების ჯოგი გვეგდო ხელთ; ბედმა გვიმტყუნა და აქეთ-იქით გავიფაბტეთ. უკან ოთხი კაზაკ-რუსი მომდევდა; უკვე მესმოდა გიაურების ყიჟინი, ჩემ წინ ხშირი ტყე იყო, უნაგირზე გავწექი, ჩემი თავი ალაჰს მივანდე და პირველად ჩემს სიცოცხლეში ცხენს შეურაწყოფა მივაყენე მათრახის დარტყმით. ფრინველივით შენავარდდა შტოებში; წვეტიანი ეკალი ტანისამოსს მიხევდა, თელის ხის გამხმარი ტოტები სახეში მცემდა.

ჩემი ცხენი ჯირკებს ახტებოდა, მკერდით ჯაგნარს არღვევდა. ჩემთვის უმჯობესი იყო, ის ტყის პირსავე დამეტოვებინა და ტევრში ქვეითად დავმალულიყავი, მაგრამ დამენანა მასთან განშორება. წინასწარმეტყველმაც დამაჯილდოვა მისთვის. რამდენიმე ტყვიამ ჩემს თაევზე გაიზუზუნა, უკვა მესმოდა, როგორ კვალდაკვალმომდევდნენ ჩამოქვეითებული კაზაკები. უცებ ღრმა თხრილს წავაწყდი; ჩემი მერანი ჩაფიქრდა _ და გადახტა. მეორე ნაპირზე უკანა ფლოქვები დაუსხლტა და წინა ფეხებით ჩამოეკიდა. აღვირს ხელი გავუშვი და ხრამში გადავვარდი; ამან გადაარჩინა ჩემი ცხენი: ის ზემოთ ახტა.

კაზაკებმა ეს დაინახეს, მაგრამ არც ერთი არ ჩამოსულა ჩემს საძებნელად: ალბათ, იფიქრეს, რომ დავიმტვერი; მესმოდა, როგორ გამოუდგნენ ჩემს ცხენს დასაჭერად. გულზე ცეცხლი მომედო; ხრამში გავცოცდი სქელ ბალახზე; ვხედავ, ტყე გათავდა, რამდენიმე ცხენიანი კაზაკი ველზე გავიდა; აი, ჩემი ყარაგიოზი პირდაპირ მათკენ გამოხტა; ყველანი მას გამოუდგნენ ყვირილით; ძალიან დიდხანს სდიეს. ერთი ორჯერ კინაღამ ქამანდი გადააცვეს კისერზე; ავთრთოლდი, თვალები დავხარე და ლოცვა დავიწყე. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ავიხედე: ჩემი ყარაგიოზი ძუაგაშლილი თავისუფლად მიჰქრის ქარივით, ხოლო გიაურები ველზე ერთი-მეორის უკან მიიზლაზნებიან არაქათგამოცლილი ცხენებით, ვალ ლაჰ! სიმართლეს ვამბობ, ნამდვილ სიმართლეს! კარგა დაღამებამდე ხრამში ვიჯექი. უცებ, როგორ გგონია, აზამატ? წყვდიადში მესმის ფლატების ნაპირას ცხენი დარბის, ფრუტუნებს, ჭიხვინებს, მიწას ქუსლებს ურტყამს; მე ვიცანი ჩემი ყარაგიოზია ხმა: სწორედ ის იყო, ჩემი ამხანაგი!.. ამის შემდეგ ერთმანეთს არ გავშორებივართ. და ისმოდა, როგორ უსვამდა კისერზე ხელს თავის ბედაურს, რა ნაირ-ნაირ საალერსო სახელს უწოდებდა.
_მე რომ ათასი ჭაკი ცხენის ჯოგი მყოლოდა, მთლად შენ მოგცემდი შენს ყარაგიოზში, _ თქვა აზამატმა.
_იოქ, არ მინდა, _ უპასუხა გულგრილად კაზბიჩმა.
_მისმინე, კაზბიჩ, _ ეუბნებოდა ალერსიანად აზამატი: _ შენ კეთილო ხარ, მამაჩემს კი რუსებისა ეშინია და მთაში არ მიშვებს; მომეცი შენი ცხენი და ყველაფერს გავაკეთებ, რაც შენ გინდა; მამაჩერმს შენთვის საუკეთესო შაშხანას ან ხმალს მოვპარავ, რასაც მოისურვებ; მისი ხმალი კი ნამდვილი გორდაა: პირით ხელზე მიიდე, თვითონ შეიჭრება სხეულში; ისეთი ჯავშანიც კი, როგორიც შენ გაქვს, მისთვის არაფერია.
კაზბიჩი დუმდა.
_პირველად, როდესაც შენი ცხენი , _ განაგრძო აზმატმა, _ როდესაც ნესტოებგაფართოებული ტრიალებდა და ხტოდა, მისი ფლოქვები კი ნაპერწკლებს ისროდნენ, ჩემს სულში რაღაც გაუგებარი მოხდა, მას შემდეგ ყოველივე შემძულდა: მამაცემის საუკეთესო ბედაურებს ზიზღით ვუცქეროდი, მე მრცხვენოდა მათზე შეჯდომა, და სევდამ მომიცვა; ციცაბო კლდეზე სევდიანი ვიჯექი მთელი დღეები და ყოველ წუთში თვალწინ მედგა შენი შავი მერანი თავისი მომართული სიარულით, ლარივით დაჭიმული ქედით; ცოცხალი თვალებით მიმზერდა, თითქო რაღაცის თქმა უნდოდა.

მოვკვდები, კაზბიჩ, თუ არ მომყიდე! _ თქვა აზამატმა აკანკალებული ხმით.
მომესმა, რომ ის ტიროდა; უნდა მოგახსენოთ, აზამატი მეტად უჯიათი ბიჭი იყო, ვერაფრით ცრემლს ვერ დააღვრევინებდი, მაშინაც კი, როცა უფრო ყმაწვილი იყო.
მისი ცრემლების საპასუხოდ რაღაც სიცილის მსგავსი გაისმა.
_მისმინე! _ უთხრა მტკიცე ხმით აზმატმა: _ ხომ ხედავ, ყველაფერზე მზადა ვარ.

გინდა, შენი გულისთვის ჩემ დას მოვიპარავ? როგორ ცეკვავს! როგორ მღერის! ოქრომკედით ისე ქარგავს, რომ პირდაპირ საოცრებაა! ასეთი ცოლი თურქეთის ფადიშაჰსაც კი არ ჰყოლია... გინდა, დამელოდე ხვალ საღამოთი ხეობაში, იქ, სადაც ნაკადული ჩამორბის: მასთან ერთად მეზობელი აულისკენ წავალ _ და ის შენი იქნება. ნუთუ ბელა შენს ბედაურად არა ღირს?
დიდხანს, ძალიან დიდხავს დუმდა კაზბიჩი; ბოლოს პასუხის მაგივრად ხმადაბლა ძველებური სიმღერა დაიღიღინა:
ტურფა ასული ჩევნში ბევრია,
მათ შავ თვალებში ვარსკვლავებია, 
ტკბილია მათი ალერსი, ვნება, 
მაგრამ სჯობს ლაღი თავისუფლება.
ოთხ ცოლს იყიდის ბაჯაღლო წამსვე, 
მარდ ბედაურს კი არ უდევს ფასი,
ქარივით ველად ის ინავრდებს,
ის არ გიმრტყუნებს.
ამაოდ ეხვეწებოდა აზმატი, ამაოდ ტიროდა, ეპირფერებოდა და ეფივებოდა; ბოლოს კაზბიჩმა მომუთმენლად შეაწყვეტინა:
_გამეცალე, უგუნურო ბიჭო! შენ როგორ შეძლებ ჩემს ცხენზე ჯდომას? პირველივე სამ ნაბიჯზე გადმოგაგდებს და კეფას გაიტეხ ქვებზე.
_მე გადმომაგდებს?! _ შესძახა გაცოფებულმა აზამტმა და ბავშვური სატევრის რკინამ დაიწკარუნა ჯავსანზე, მას ძლიერმა ხელმა წაუბიძგა და ღობეს დაეჯახა ისე, რომ ღობე შეინძრა. “სეირი იქნება!” გავიფიქრე მე, თავლაში შევვარდი, ცხენებს ლაგამი ამოვდე და უკანა ეზოში გავიყვანე. ორი წუთის შემდეგ სახლში საშინელი აურზაური იდგა. აი, რა მოხდა: ჩოხაჩამოფლეთილმა აზამატმა შინ შეირბინა და დაიძახა, კაზრიჩს ჩემი მოკვლა უნდოდაო.

ყველანი გამოხტნენ, თოფებს ხელი სტაცეს და ატყდა ერთი ყვირილი, ღრიანცელი, თოფის სროლა; მაგრამ კაზბიჩი უკვე ცხენზე იჯდა: ბრბოში ქაჯივით ტრიალებდა ქუჩაზე და თავდამსხმელებს ხმლით იგერიებდა.
_აქ აღარა გვესაქმება რა, _ ვუთხარი გრიგორი ალექსანდროვიჩს და ხელში ხელი ჩავჭიდე: _ ჯობია დროზე ავიბარგოთ!
_დაიცათ, ვნახოთ, რით გათავდება.
_უეჭველად ცუდად გათავდება; ამ აზიელებში ყოველთვის ასე ხდება: გაილეშებიან ბოზათი და დაიწყება ხოცვა-ჟლეტა. _ ჩევნ ცხენებზე შევსხედით და შინისაკენ გავკურცხლეთ.
_კაზბიჩს რაღა მოუვიდა? _ ვკითხე მოუთმენლად შტაბსკაპიტანს.
_რა უნდა მოუვიდეს ასეთ ხალხს? _ მიპასუხა მან და ფინჯანი გამოსცალა. _ წარმოიდგინეთ, გაიქცა!
_არ დაჭრილა? _ ვკითხე მე.
_ღმერთმა იცის მისი თავი! გამძლენი არიან ეს ავაზკები. მაგალითად, ბრძოლაში მინახავს ზოგიერთი მათგანი: ხიშტებით მთლად დაცხრილულია საცერივით, მაგრამ მაინც ხმალს იქნევს. _ ცოტაოდენი დუმილის შემდეგ შტაბსკაპიტანმა მიწაზე ფეხი დაჰკრა და განაგრძო: _ არასოდეს ჩემს თავს არ ვპატიებ: ეშმაკმა შემაცდინა და ციხესიმაგრეში მისვლისთანავე გრიგორი ალექსანდროვიჩს ვუამბე ყოველივე, რა ღობის ძირში ჯდომის დროს გავიგონე; გაიცინა, _ ისეთი ეშმაკი იყო! _ თან კი რაღაც მოიფიქრა.
_რა? მიამბეთ, ღვთის გულისათვის.
_რა გაეწყობა. რაკი დავიწყე, უნდა განვაგრძო კიდეც. ოთხი დღის შემდეგ აზამატი ციხეში მოვიდა ცხენით.

ჩვეულებისამებრ, შევიდა გრიგორი ალექსანდროვიჩთან, რომელიც მას ტკბილეულობით უმასპინძლდებოდა ხოლმე. მე იქვე ვიყავი. ლაპარაკი ჩამოვარდა ცხენზე და პეჩორინმა დაიწყო კაზბიჩის ცხენის ქება: ისეთი მკვირცხლი, ისეთი ლამაზია, თითქო შველი იყოს, ერთი სიტყვით, მსგავსი მთელს დედამიწაზე არ არისო.
თვალები აენთო პაწია თათარს, პეჩორინი კი თითქოს ვერ ამჩნევდა; მე სხვა რამეზე ვიწყებ ლაპარაკს, ის კი ხელახლა კაზბიჩის ცხენს დაუბრუნდება. ეს ამბავი მეორდებოდა ყოველთვის, როცა აზამატი მოვიდოდა. სამი კვირის შემდეგ შევამჩნიე, რომ აზამატი ფითრდებოდა და ხდებოდა, როგორც რომანებში მოსდით შეყვარებულთ: საკვირბელი ამბავი იყო მის თავს.
მხოლოდ შემდეგ გავიგე, რაში იყო საქმე: გრიგორი ალექსანდროვიჩმა იმდენად გააღიზიანა აზამატი, რომ იგი მზად იყო, თუნდ წყალში გადავარდნილიყო. ერთხელ მან უთხრა:
_ვხედავ, აზამატ, რომ ძალიან მოგწონებია ის ცხენი; მაგრამ უფრო ადრე შენს კეფას დაინახავ, ვიდრე მას; მითხარი, რას მისცემდი, ვინც მას გაჩუქებდა?..
_ყველაფერს, რასაც ის მოისურვებდა, _ უპასუხა აზამატმა.
_მაშ, მე გიშოვი, მხოლოდ ერთი პირობით... დაიფიცე, რომ შეასრულებ...
_ვფიცავ...

შენც დაიფიცე!
_კარგი, გეფიცები, შენ იმ ცხენის პატრონი გახდები, მხოლოდ სამაგიეროდ, შენი და ბელა უნდა მომცე: ყარაგიოზი მისი ყალიმი იქნება. იმედი მაქვს, ეს აღებ-მიცემა შენთვის ხელსაყრელია.
აზამატი დუმდა.
_არ გინდა? როგორც შენი სურვილი იყოს. მეგონა, მამაკაცი იყავი, შენ კი ბავშვი ყოფილხარ: ადრეა შენთვის ცხენზე ჯდომა...
აზამატი აენთო.
_მამაჩემი? _ თქვა მან. 
_განა ის არასოდეს არსად არ მიემგზავრება?
_მართლა...
_თანახმა ხარ?
_თანახმა ვარ, _ ჩაიჩურჩულა სიკვდილივით ფერწასულმა აზამატმა. _ როდის?
_პირველ დღესვე, როცა აქ კაზბიჩი მოვა; აღვითქვა რომ ათიოდე სულ ცხვარს მოგვირეკს; დანარჩენი ჩემი საქმე იყოს. აბა, შენ იცი, აზამატ!
და, აი, მათ გააკეთეს ეს საქმე... კაცმა მართალი რომ თქვას, ცუდი საქმე! მე ეს შემდეგ ვუთხარი პეჩორინს, მაგრამ მან მიპასუხა, ველური ჩერქეზის ქალი ბედნიერი უნდა იყოს ჩემისთანა საყვარელი ქმრის ყოლით, იმიტომ რომ მათებურად მე მაინც ქმარი ვარ, ხოლო კაზბიჩი ავაზაკია, რომელიც უნდა დაისაჯოს.

თვითვე განსაჯეთ, რა უნდა მეპასუხა ამის წინააღმდეგ... მაგრამ იმ დროს მე არაფერი ვიცოდი მათი შეთქმულების შესახებ. ერთხელ კაზბიჩი მოვიდა და იკითხა, ცხვარი და თაფლი ხომ არ გინდათო; მე ვუბრძანე, მეორე დღეს მოეტანა.
_აზამატ! ხვალ ყარაგიოზი ჩემს ხელთ იქნება; თუ ამაღამ ბელა აქ არ იქნა, ცხენს თვალით ვერ იხილავ... _ უთხრა გრიგორი ალექსანდროვიჩმა ბიჭს.
_კარგი, _ თქვა აზამატმა და აულისკენ მოქუსლა. საღამოთი გრიგორი ალექსანდროვიჩი შეიარაღდა და ციხესიმაგრიდან გავიდა. არ ვიცი, როგორ მოაწყვეს ეს საქმე, მხოლოდ, როცა ისინი ორივენი ღამით დაბრუნდნენ, გუშაგმა შეამჩნია, რომ აზამატს უნაგირზე გარდიგარდმო ქალი ესვენა; მას ხელ-ფეხი შებოჭილი ჰქონდა, ხოლო თავზე ჩადრი ეხვია.
_ცხენი? _ ვკითხე შტაბსკაპიტანს. _ ახლავე, ახლავე.

მეორე დღეს დილით ადრე კაზბიჩი მოვიდა და ათი სული ცხვარი მორეკა გასაყიდად. თავისი ცხენი ღობეზე მიაბა და ჩემთან შემოვიდა; მე ჩაით გავუმასპინძლდი, იმიტომ რომ, თუმცა ავაზაკი იყო მაინც ჩემს ყონარად ოთვლებოდა.
დავიწყეთ მასლაათი ცისაზე, ბარისაზე... უცებ ვხედავ კაზბიჩი შეკრთა, სახეზე შეიცვალა, ფანჯარას ეცა; მაგრამ ფანჯარა სამწუხაროდ უკანა ეზოში გადიოდა. 
_რა მოგივიდა? _ შევეკითხე მე.
_ჩემი ცხენი!.. ცხენი! _ თქვა მან კანკალით.
მართლაც ცხენის ფლოქვების თქარათქური მომესმა: „ალბათ, ვინმე კაზაკი მოვიდა...“ 
_არა! ურუს იამან, იამან! _ დაიღრიალა მან და თავმოგლეჯილი გარეთ გავარდა ველური ავაზასავით.

ორი ნახტომი, და უკვე ეზიში იყო; ციხის კარიბჭესთან გუშაგმა გზა გადაუღობა თოფით: თოფს გადაახტა და გზაგე გავარდა... შორს კორიანტელი ჩანდა, აზამატი მიჰქროდა ფეხმარდი ყარაგიოზით; სირბილში კაზბიჩმა ბუდიდან თოფი ამოიღო და ესროლა.

ერთ წუთს უმოძრაოდ შეჩერდა, სანამ არ დარწმუნდა, რომ დააცილა; შემდეგ დაიჭყივლა, თოფი ქვაზე დაანარცხა, დალეწა, მიწაზე დაემხო და ბავშვივით ატირდა... აი, მის გარშემო ციხიდან გამოსული ხალხი შეგროვდა, ის ვერავის ამჩნევდა; ერთხანს იდგნენ, იმსჯელეს და უკან გაბრუნდნენ; მე ვბრძანე, ნაყიდი ცხვრების საფასური გვერდით დაუდევით-მეთქი: მან ფულს ხელიც არ ახლო, პირაღმა იწვა მკვდარივით. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასე იწვა დაღამებამდე და მთელი ღამე... მხოლოდ მეორე დილით მოვიდა ციხეში და გვთხოვა მომტაცებელი დამისახელეთო. გუშაგმა, რომელიც ხედავდა, როგორ მოხსნა აზამატმა ცხენი და გაკურცხლა, საჭიროდ არ მიიჩნია ამის დამალვა. მისი სახელის გაგონებაზე კაზბიჩს თვალები აენთო. იმ აულისკენ გაემართა, სადაც აზამატის მამა ცხოვრობდა.


_მამას რაღა მოუვიდა?
_ საქმეც ისაა, რომ კაზბიჩმა ის ვერ იპოვა: სადღაც წასულიყო ექვსი დღით, თორემ განა აზამატი მოახერხებდა თავისი დის მოტაცებას?
ხოლო როცა მამა შინ დაბრუნდა, არც ქალი დახვდა და არც ვაჟი. ეს უკანასკნელი ისეთი ეშმაკი იყო, მიხვდა, ტანზე თავი აღარ შემრჩება, თუ დამიჭირესო. Aმის შემდეგ გადაიკარგა: ალბათ, აბრაგების რომელიმე რაზმს მიეკედლა და სადმე თერგს ან ყუბანს გაღმა დაასრულა თავისი გიჟური ცხოვრება. უკეთესის ღირსი არც იყო!..
უნდა გამოგიტყდეთ, რომ მეც საკმაოდ შემაწუხა ამ ამბავმა. ღოგორც კი გავიგე, რომ ჩერქეზის ქალი გრიგორი ალექსანდროვიჩთან იყო, ეპოლეტები გავიკეთე, ხმალი დავიკავე და მასთან მივედი.
ის პირველ ოთახში იწვა ლოგინზე, ცალი ხელი თავქვეშ ამოედო, ხოლო მეორეში ჩამქრალი ჩიბუხი ეჭირა; მეორე ოთახის კარს ბოქლომი ედო, გასაღები კი ბოქლომში არ ჩანდა. ეს ყოველივე მაშინვე შევამჩნიე... დავიწყე ხველება და ქუსლების ბაკუნი ზღურბლზე, მაგრამ მან თავი მოიკატუნა, ვითომ არ ესმოდა
_ ბატონო პრაპორშჩიკო! _ წარმოვთქვი მე რაც შეიძლებოდა მკაცრად: _ განა ვერ ხედავთ, რომ მე თქვენთან მოვედი? 
_ აჰ, გამარჯობათ, მაქსიმ მაქსიმიჩ! ჩიბუხი ხომ არ გნებავთ? _ მიპასუხა მან წამოუდგომლად.
_ მაპატიეთ! მე მაქსიმ მაქსიმიჩი კი არა შტაბსკაპიტანი ვარ! 
_ სულ ერთია.

ჩაი ხომ არ გნებავთ? რომ იცოდეთ, რა საზრუნავი მტანჯავს!
_ ყველაფერი ვიცი, _ ვუპასუხე მე და საწოლთან მივედი.
_ მით უკეთესი: მბობის გუნებაზე არა ვარ. 
_ ბატონო პროპორშჩიკო, თქვენ ისეთი რამ ჩაიდინეთ, რისთვისაც მეც შეიძლება პასუხი ვაგო... 
_ რა დიდი უბედურებაა მერე? ჩვენ ხომ ყოველივე დიდი ხანია შუაზე გვაქვს გაყოფილი.
_ რა ხუმრობაა! მოიტანეთ თქვენი ხმალი!
_ მიტკა, ხმალი მოიტა!..
მიტკამ ხმალი მოიტანა. ჩემი ვალი რომ შევასრულე მის საწოლზე ჩამოვჯექი და ვუთხარი: 
_ ისმინე, გრიგორი ალექსანდროვიჩ, გამოტყდი, რომ ეს კარგი არაა.
_ რა არ არის კარგი?
_ ის, რომ შენ ბელა მოიტაცე... ეს ეშმაკი ფეხი აზამატიკი... მაშ, აღიარე, _ ვუთხარი მე.
_ მაგრამ თუ მომწონს?.. 
რას მიბრძანებთ, რა მეპასუხა ამაზე?..

სახტად დავრჩით.
მაგრამ ცოტა ხნის დუმილის შემდეგ ვუთხარი, თუ მამამ ქალი მოითხოვა, უნდა მივცეთ-მეთქი.
_ სრულიადაც არა!
_ ხომ გაიგებს, რომ ქალი აქ არის! 
_ როგორ გაიგებს?
კვლავ საგონებელში ჩავვარდი.
_ მისმინეთ, მაქსიმ მაქსიმიჩ! _ მითხრა პეჩორინმა და წამოდგა: _ თქვენ ხომ კეთილი კაცი ხართ, თუ ქალი იმ ველურს დავუბრუნეთ, მას დაკლავს ან გაყიდის. შაქმე გაკეთებულია, ნუღარ გავაფუჭებთ ოღონდ; ქალი მე დამიტოვეთ, თქვენ კი ჩემი ხმალი გქონდეთ...
_ ერთი მაჩვენეთ მაინც, _ ვუთხარი მე.
_ ამ კარს იქითაა; მხოლოდ დღეს მე ამაოდ ვისურვე მისი ნახვა; კუთხეში ზის, საბურველშია გახვეული, არც ლაპარაკობს და არც იცქირება: გარეული ქურციკივით მშიშარაა. ჩვენი მედუქნე ქალი დავიქირავე: მან იცის თათრული და იმ აზრს შეაჩვევს. რომ ის ჩემია, იმიტომ რომ არავისი არ იქნება ჩემ გარდა, _ დაუმატა მან და მაგიდაზე მუშტი დაარტყა.
ამაშიც დავეთანხმე... რა უნდა მექნა? Aრიან ადამიანები, რომელთაც აუცილებლად უნდა დავეთანხმოთ.
_ მერე რა მოხდა? _ ვკითხე მე მაქსიმ მაქსიმიჩს: _ მართლა შეიჩვია ქალი, თუ სამშობლოს სევდამ ჩამოაჭკნო ტყვეობაში?
_ რა სამშობლოს სევდა? ციხესიმაგრიდან იგივე მთები ჩანდა, რომელთაც ის თავისი აულიდან ხედავდა, ამ ველურებს კი მეტი არაფერი უნდათ. ამას გარდა გრიგორი ალექსანდროვიჩი ყოველდღე რამეს აჩუქებდა ხოლმე: პირველ დღეებში ის უსიტყვოდ ამაყად ხელს ჰკრავდა საჩუქრებს, რომელიც მაშინ მედუქნე ქალს რჩებოდა და მის მჭევრმეტყველებას აძლიერებდა. ეჰ, საჩუქრები! რას არ იქმს ქალი ფერადი ჩვრის გულისთვის!..

მაგრამ ამას თავი დავანებოთ... დიდხანს ეწვალა გრიგორი ალექსანდროვიჩი; თათრულსაც სწავლობდა, ქალმაც, ცოტა არ იყოს, დაიწყო ჩვენი ენის გაგება. ნელ-ნელა შეეჩვია კიდევაც მის ცქერას, ჯერ ქვეშ-ქვეშ, ალმაცერად, ამასთანავე, მუდამ მოწყენილი იყო, თავის სიმღერებს ღიღინებდა ისე, რომ მეც სევდა მომიცავდა, როცა მეზობელი ოთახიდან ვუსმენდი. არასოდეს არ დამავიწყდება ერთი სცენა: პეჩორინის ბინას გვერდით ჩავუარე და ფანჯარაში შევიხედე; ბელა საწოლზე იჯდა თავჩაქინდრული, ხოლო გრიგორი ალექსანდროვიჩი მის წინ იდგა.
_ მომისმინე, ჩემო ფერიავ, _ ეუბნებოდა ქალს: _ ხომ იცი, რომ ადრე თუ გვიან ჩემი უნდა გახდე; მაშ, რისთვის მაწვალებ? ვინმე ჩაჩანი ხომ არ გიყვარს? თუ ასეა, ახლავე შინ გაგიშვებ. _ ქალი ოდნავ შეკრთა და თავი გააქნია. _ ან, შეიძლება, მე შენ ძალიან გძულვარ? _ ქალმა ამოიოხრა. _ ან სენი სარწმუნოება ხომ არ გიკრძალავს, მე შემიყვარო? _ ქალი გაფითრდა და დუმდა.

_ მერწმუნე, ალაჰი ერთი და იგივეა ყველა ტომისთვის, და თუ მე სიყვარულის ნებას მაძელევს, რად აგიკრძალავს შენ, სამაგიერო მომიზღო? _ ქალი სახეში ჩააცქერდა, თითქოს გაოცებული იყო ამ ახალი აზრით; მის თვალებში აღიბეჭდა უნდობლობა და დაჯერების სურვილი. რა თვალები ჰქონდა! ისე ელავდნენ, თითქო ორი ნაკვერჩხალი ყოფილიყოს. _ მომისმინე, ძვირფასო, კეთილო ბელა! _ განაგრძო პეჩორინმა: _ ხომ ხედავ როგორ მიყვარხარ; მზად ვარ ყველაფერი მოგცე, ოღონდ გაგამხიარულო: მე მინდა, შენ ბედნიერი იყო; თუ სევდიანი დარჩი, მე მოვკვდები. მითხარი: იქნები მხიარული? _ ქალი ჩაფიქრდა მისთვის თავისი შავი თვალები არ მოუშორებია, შემდეგ ალერსიანად გაიღიმა და თავი დააქნია თანხმობის ნიშნდა. ვაჟმა ხეკში ხელი მოჰკიდა და დაუწყო შეგონება, მაკოცეო. ქალი სუსტად იცავდა თავს და მხოლოდ იმეორებდა: ,, გეთაყვა, გეთაყვა, საჭირო არაა, საჭირო არაა” ვაჟი ჟინიანობდა; ქალი აკანკალდა და ატირდა.


_ მე შენი ტყვე ვარ, შენი მხევალი.

_ ამბობდა ის: _ რასაკვირველია, შენ შეგიძლია მაიძულო, _ და ხელახლა ცრემლები წამოსცვივდა. 
გრიგორი ალექსანდროვიჩმა შუბლზე ხელი მიირტყა და მეორე ოთახში გავარდა. მე მასთან შევედი; ის პირქუშად დადიოდა მკერძე ხელებგადაჯვარედინებული. 
_ რა მოხდა, ჩემო კეთილო? – ვკითხე მე. 
_ სატანაა და არა ქალი! _ მიპასუხა მან: _ მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ, რომ ის ჩემი გახდება... 
მე თავი გავაქნიე.
_ ნაძლევი გინდათ? _ მითხრა მან: _ ერთ კვირაში! 
_ ინებეთ! _ ხელი ხელს დავკარით და ერთმანეთს გავშორდით.
მეორე დღესვე შიკრიკი გაგზავნა ყიზლარში სხვადასხვა რამის საყიდლად; მოატანიანა მრავალი სპარსული ქსოვილი, ყველაფრის ჩამოთვლა ძნელია.
_ როგორ გგონიათ, მაქსიმ მაქსიმიჩ! _ მითხრა მან და საჩუქრებზე მიმითითა: გაუძლებს აზიელი მზეთუნახავი ასეთ ბატარეას?
_ თქვენ ჩერქეზის ქალებს ვერ იცნობთ, _ ვუპასუხე მე: _ ისინი ქართველ და ამიერკავკასიის თათრის ქალებს როდი ჰგვანან. მათ თავიანთი წესები აქვთ, ისინი სხვანაირად არიან აღზრდილნი.


გრიგორი ალექსანდროვიჩმა გაიღიმა და მარშის სტვენა დაიწყო.
აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი მართალი: საჩუქრებმა მხოლოდ სანახევროდ იმოქმედა; ქალი უფრო ალერსიანი, უფრო დანდობილი გახდა და მეტი არაფერი; მაშინ პეჩორინმა გადაწყვიტა, უკანასკნელი იარაღისათვის მიემართა. ერთხელ დილით მან უბრძანა ცხენი შეეკაზმათ, შეიარაღდა და ქალთან შევიდა. ,,ბელა! _ თქვა მან, _ შენ იცი როგორ მიყვარხარ. მე გადავწყვიტე შენი მოტაცება, რადგან ვფიქრობდი,რომ, როცა გამიცნობდი, შემიყვარებდი; შევცდი: მშვიდობით! შენი იყოს ყველაფერი, რაც მაქვს; თუ გსურს, მამაშენთან დაბრუნდი, თავისუფალი ხარ. მე შენ წინაშე დამნაშავე ვარ და ჩემი თავი უნდა დავსაჯო. მშვიდობით, მივდივარ. საით? რა ვიცი.

ვინძლო დიდხანს არ დამჭირდეს მომაკვდინებელი ტყვიის ან ხმლის ძებნა: მაშინ გამიხსენე და მაპატიე”. მან პირი იბრუნა და ქალს ხელი გაუწოდა დასამშვიდობებლად. ბელამ ხელი ჩამოართვა; ის დუმდა. კარს უკან ვიდექი და ჭუჭრუტანაში შევძელი ქალის სახის დანახვა; და მე ის შემეცოდა, ისეთი მკვდრის ფერი ედო მის საყვარელ სახეს. რაკი პასუხი ვერ გაიგონა, პეჩორინმა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა კარისკენ; ის თრთოდა და _ ჩემი აზრი გითხრათ? _ მე მგონია, მართლაც შეეძლო შეესრულებინა, რასაც ხუმრობით ამბობდა. ასეთი კაცი იყო, ღმერთმა იცის მისი თავი. ის იყო, კარს ხელი მოჰკიდა, რომ ქალი წამოხტა, აქვითინდა და ყელზე ჩამოეკიდა.

დამიჯერებთ, მეც კარს უკან ავტირდი, ესე იგი, იცით, რა გითხრათ, ეს ტირილი კი არ იყო, ისე, სისულელე მომივიდა... 
შტაბსკაპიტანი დადუმდა.
_ დიახ, გამოგიტყდებით, _ თქვა მან ულვაშების წიწკნით: _ მე გული მატკინა იმ აზრმა, რომ არასოდეს არც ერთ ქალს ასე არ ვყვარებივარ.
_ ხანგრძლივი იყო მათი ბედნიერება? _ ვკითხე მე.
_ ჰო, ბელა გამოგვიტყდა, იმ დღიდან, რაც პეჩორინი დავინახე, ხშირად მესიზმრებოდა, არც ერთ მამაკაცს ჩემზე ასეთი შტაბეჭდილება არ მოუხდენიაო. Dიახ, ისინი ბედნიერები იყვნენ.
_ რა მოსაწყენი ამბავია! _ წამოვიძახე უნებურად. მართლაცდა, მე ტრაგიკულ დასასრულს ველოდი. მოულოდნელად იმედი გამიცრუვდა. _ ნუთუ მამა ვერ მიხვდა, რომ მისი ქალი თქვენთან იყო ციხესიმაგრეში? _ შევეკითხე მე.
_ ესე იგი, მგონია მას ეჭვი ჰქონდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩვენ შევიტყვეთ, რომ მოხუცი მოკლეს.

აი, როგორ მოხდა ეს... 
ისევ აღმეძრა ცნობისწადილი.
_ უნდა მოგახსენოთ, რომ კაზბიჩმა წარმოიდგინა, აზამატმა მამამისის თანხმობით მომპარა ცხენიო; ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია. და, აი, ერთხელ გზაზე დაელოდა, სამი ვერსის მანძილზე იულიდან; მოხუცი შინ ბრუნდებოდა თავისი ქალის ამაო ძებნის შემდეგ; მისი უზდენები უკან ჩამორჩენილიყვნენ; უკვე ღამდებოდა; ის დაფიქრებული იყო და ცხენი ნაბიჯით მოჰყავდა; უცებ კაზბიჩი კატასავით გამოხტა ბუჩქიდან, ცხენზე შემოახტა უკან, ხანჯლის ერთი დარტყმით ძირს ჩამოაგდო, აღვირს ხელი სტაცა და გაკურცხლა; ზოგიერთი უზდენი ხედავდა ამას გორაკიდან; გამოუდგნენ კაზბიჩს, მაგრამ ვერ დაეწივნენ.
_ მან თავისი დაკარგული ცხენი აინაზღაურა და შური იძია, _ ვთქვი მე, რათა ჩემი თანამოსაუბრის აზრი გამეგო.
_ რასაკვირველია, იმათებურად ის სრულიად მართალი იყო, _ თქვა შტაბსკაპიტანმა.
მე ძალაუნებურად გამაკვირვა რუსი კაცის უნარმა, შეეგუოს იმ ერების ზნე-ჩვეულებით, რომელთა შორის მას ცხოვრება უხდება; არ ვიცი, გაკიცხვის თუ ქების ღირსია გონების ასეთი თვისება, მხოლოდ ის ამტკიცებს მის უზომო მოქნილობას და იმ ნათელი, საღი აზრის ქონებას, რომელიც ბოროტებას ყველგან აპატიებს, სადაც მის აუცილებლობას ან მისი მოსპობის შეუძლებლობას ხედავს. 
ამასობაში ჩაი უკვე შეისვა. ცხენები კარგა ხანია შეაბეს და თოვლში ითოშებოდნენ; მთვარე თანდათან უფრო ფერმკრთალი ხდებოდა დასავლეთით და მზად იყო ჩაფლულიყო შავ ღრუბლებში, რომელნიც შორეულ მწვერვალზე ეკიდებიან, როგორც გაფხრეწილი ფარდის ნაფლეთები. სახლიდან გამოვედით. თუმცა ჩემმა თანამგზავრმა იწინასწარმეტყველა, ავდარი იქნებაო, გამოიდარა და წყნარი დილა იყო მოსალოდნელი; ვარსკვლავების ხომლები საუცხოო არშიებად იხლართებოდნენ შორეულ ცის გუმბათზე და ერთიმეორის მიყოლებით ქრებოდნენ.

ხოლო აღმოსავლეთის ფერმკრთალი ციაგი მუქ ლილისფერ ტატნობზე იშლებოდა და თანდათან ანათებდა მთების ფრიალა ფერდობებს, უმანკო თოვლით დაფარულთ. მარჯვნივ და მარცხნივ პირქუში, იდუმალებით აღსავსე უფსკრულები იცქირებოდნენ შავად, ხოლო დახვეული და გველივით დაკლაკნილი ნისლი მეზობელი კლდეების ნაპრალებზე მიცოცავდა, თითქო დღის მოახლოებას გრძნობს და ეშინიაო.
ზეცასა და დედამიწაზე მშვიდობა იყო, როგორც ადამიანის გულში დილის ლოცვის დროს; მხოლოდ ხანდახან გრილი ქარი გადაუქროლებდა აღმოსავლეთიდან და ცხენების დათრთვილულ ფაფარს სწეწდა. ჩვენ გზას გავუდექით; ხუთი გამხდარი ჯაგლაგი ცხენი გაჭირვებით მიათრევდა ჩვენს ფორნებს მიხვეულ-მოხვეულ გზაზე გუდას მთისაკენ; ჩვენ უკან მივდევდით ქვეითად და ბორბლებს ქვეშ ქვებს ვუდებდით, როცა ცხენებს არაქათი ელეოდათ; გეგონებოდათ, გზა ზეცისკენ მიდისო, იმიტომ, რომ, სანამ თვალი მისწვდებოდა, ის სულ ზევით მიიწევდა და ბოლოს იკარგებოდა ღრუბლებში, რომელიც ჯერ კიდევ წინაღამიდან გუდას მთაზე ისვენებდა, როგორც ძერა ნადავლის მოლოდინში. თოვლს ჭრაჭუნი გაჰქონდა ჩვენს ფეხქვეშ; ჰაერი ისეთი თხელი გახდა, რომ სუნთქვა ძნელდებოდა; ყოველ წუთში ადამიანი გრძნობდა, რომ სისხლი თავში უვარდებოდა; ამისდა მიუხედავად, ძარღვებში რაღაც ნეტარი გრძნობა მივლიდა და მიხაროდა, რომ მე ასე ზემოდან დავცქეროდი ქვეყანას; ეს ბავშური გრძნობაა, არ უარვყოფ, მაგრამ როცა საზოგადოების პირობებს ვშორდებით და ბუნებას ვუახლოვდებით, ჩვენ, ძალაუნებურად, ბავშვები ვხვდებით: სულს ყოველივე ხელოვნურად შეძენილი ეცლება და ხელახლა ისეთი ხდება, როგორიც ერთ დროს იყო, ალბათ, ოდესმე კვლავ გახდება.

ვისაც ჩემსავით უდაბურ მთებში ხეტიალი და იქ დიდხანს უცნაური სურათების ცქერა შეხვედრია, ვისაც ხარბად უყლაპავს მათ ხეობებში დაღვრილი ცხოველმყოფელი ჰაერი, ის, რასაკვირველია, გაიგებს ჩემს სურვილს, გადმოგცეთ, მოგითხროთ, დაგიხატოთ ეს ჯადოქრული სურათები. აი, ბოლოს ჩვენ გუდას მთაზე ავედით, შევჩერდით და მიმოვიხედეთ: მასზე ნაცრისფერი ღრუბელი ეკიდა და მისი ცივი სუნთქვა ქარიშხლის მოახლოებით გვემუქრებოდა; მაგრამ აღმოსავლეთით ყოველივე ისეთი ნათელი და მოვარაყული იყო, რომ ჩვენ, ესე იგი, მე და შტაბსკაპიტანს, ეს ღრუბელი სრულიად დაგვავიწყდა... დიახ, შტაბსკაპიტანსაც: უბრალო გულში ბუნების სილამაზის სიდიადის გრძნობა ასჯერ უფრო ძლიერი და ცხოველია, ვიდრე ჩვენში, აღტაცებულ მომთხრობლებში, სიტყვისა და კალმის ოსტატებში.
_ თქვენ, მგონია, შეჩვეული ხართ ამ დიდებულ სურათებს, _ ვუთხარი მე მას.
_ დიახ, კაცი შეიძლება ტყვიის ზუზუნსაც შეეჩვიოს, ესე იგი, შეეჩვიოს გულის უნებური ცემის დაფარვას.


_ გამიგონია, რომ პირიქით, ზოგიერთი მოხუცი მეომრისთვის ეს მუსიკა სასიამოვნოცააო. 
_ რასაკვირველია, თუ გნებავთ, სასიამოვნოცაა; მხოლოდ იმიტომ, რომ გული უფრო ძლიერად ცემს. შეხედეთ, _ დაუმატა მან და აღმოსავლეთისკენ მიმითითა: _ რა ქვეყანაა! 
და, მართლა, საეჭვოა, რომ მე ოდესმე ასეთი პანორამა დავინახო: ჩვენ ქვემოთ გაშლილი კაიშაურის ხეობა, რომელსაც ვერცხლის ძაფებივით სერავდა არაგვი და მეორე მდინარე. ზედ მომტრედისფრო ნისლი მისრიალებდა, თითქოს დილის თბილ სხივებს გაურბოდა მეზობელ ვიწროებში; მარჯვნივ და მარცხნივ თოვლით და ბუჩქნარით დაფარული, ერთიმეორეზე მაღალი მთის კარჩხლები ერთმანეთს გადაჭდობოდნენ და გაგრძელებულიყვნენ; მოშორებით იგივე მთები მოჩანდნენ; მაგრამ ორი მსგავსი კლდის აღმოჩენაც კი არ შეიძლებოდა; თოვლი ისე მხიარულად ლაპლაპებდა თეთრ-ყირმიზად, რომ ადამიანი აქ დარჩენას ინატრებდა სამუდამოდ. მზემ წვერი ამოყო მუქ-ლურჯი მთიდან, რომელსაც მხოლოდ შეჩვეული თვალი თუ გაარჩევდა ავდრის ღრუბლიდან; მაგრამ მზის ზემოთ სისხლისფერი ზოლი იყო, რომელსაც ჩემმა ამხანაგმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია. ,,მე ხომ გითხარით, _ წამოიძახა მან, _ დღეს ცუდი ამინდი იქნება-მეთქი; უნდა ავჩქარდეთ, თორემ ჯვრის უღელტეხილზე მოგვისწრებს. დაიძარით!” _ დაუყვირა მან მეეტლეებს.
ბორბლებს ჯაჭვები ამოუდეს მუხრუჭების მაგივრად, რათა არ დაქანებულიყვნენ, ცხენებს აღვირში ხელი წაავლეს და ქვემოტ დაეშვნენ: მარჯვნივ კლდე იყო, მარცხნივ _ ისეთი უფსკრული, რომ მის ქვეშ მცხოვრები ოსების სოფელი მერცხლის ბუდეს ჰგავდა...

მე ტანში გამაჟრჟოლა, როცა გავიფიქრე, რომ ხშირად აქ, ბენლ ღამეში, ამ გზაზე, სადაც ორი ფორანი ერთმანეთს მახარს ვერ აუქცევს, წელიწადში ათჯერ მაინც ვინმე შიკრიკს გავლა უხდება, ისე რომ ვერც კი გამოდის თავისი დანჯღრეული ეტლიდან. ერთი ჩვენი მეეტლე იაროსლაველი გლეხი იყო, მეორე _ ოსი. ოსს შუა ცხენი დიდი სიფრთხილით მიჰყავდა აღვირით. ხოლო თავგამწევი ცხენები მან წინასწარ გამოხსნა; ჩვენი უზრუნველი რუსი კი არც ჩამომხტარა კოფოდან. როცა შევნიშნე, შეგიძლია თავი შეიწუხო თუნდაც ჩემი ჩემოდნის გულისთვის, რადგან მე სურვილი არა მაქვს, ამ უფსკრულში ჩავცოცდე მის ამოსატანად-მეთქი, მან მიპასუხა: ,,ბატონო, ღმერთი მოწყალეა, ამათზე უარესად არ მივალთ ჩვენს ადგილზე: პირველად ხომ არა ვართ”. და მართალიც იყო: შეიძლებოდა ვერ მივსულიყავით, მაგრამ მაინც მივედით. და ადამიანი რომ მეტს ფიქრობდეს, იგი დარწმუნდებოდა, რომ ცხოვრება იმად არ ღირს, მასზე ასე ბევრი ვიზრუნოთ...


მაგრამ თქვენ შეიძლება გსურდეთ ბელას ამბის დასასრულის შეტყობა. ერთი, რომ მე მოთხრობას კი არ ვწერ, არამედ მგზავრის შენიშვნებს: მაშასადამე, არ შემიძლია შტაბსკაპიტანს ლაპარაკი დავაწყებინო იმაზე ადრე, ვიდრე სინამდვილეში დაწყო. მაშ, მოითმინეთ ან, თუ გნებავთ, რამდენიმე გვერდი გადაშალეთ; მხოლოდ მე ამას არ გირჩევთ, იმიტომ რომ ჯვრის უღელტეხილი (ან როგორც მას მეცნიერი გამბა უწოდებს, Lე Mონტ დე შტ ჩჰრისტპჰე) ღირსია თქვენი ცნობისმოყვარეობისა. ამრიგად, ჩვენ ვეშვებოდით ,,ჩერტოვა დოლინაში”... აი რომანტიკული სახელწოდება! თქვენ უკვე ბოროტი სულის საბუდარს ხედავთ მიუვალ კლდეებში; მაგრამ არა; ,,ჩერტოვა დოლინის” სახელწოდება წარმოსდგება სიტყვა ,,ჩერტასა” და არა ,,ჩორტისაგან”, ვინაიდან აქ ოდესღაც საქართველოს საზღვარი იყო. ეს ხეობა თოვლის ნამქერით იყო სავსე. ის ცოცხლად გვაგონებდა სარატოვს, ტამბოვს და ჩვენი სამშობლოს სხვა საყვარელ ადგილებს.
_ აი, ჯვარიც, _ მითხრა შტაბსკაპიტანმა, როცა ,,ჩერტოვა დოლინაში” დავეშვით, და თოვლის სუდარაში გახვეული გორაკისაკენ მიმითითა; მის მწვერვალზე ქვის ჯვარი მოჩანდა შავად, ხოლო მის მახლობლად ოდნავ შესამჩნევი გზა მიდიოდა, ამ გზაზე მხოლოდ მაშინ მოგზაურობენ, როცა გვერდით მიმავალი გზა თოვლითაა დახერგილი; ჩვენმა მეეტლეებმა გამოაცხადეს, ზვავი ჯერ არ ჩამოწოლილაო, და, რათა ცხენები დაეზოგათ, ირგვლივ მოუარეს.

მოსახვევში ხუთიოდე ოსი შემოგვხვდა; მათ თავიაანთი სამსახური შემოგვთავაზეს, თვლებს დაეჭიდნენ და ყვირილით შეუდგნენ ჩვენი ფორნის მხარში ამოდგომასა და წინ წაწევას. მართლაც, გზა სახიფათოა: მარჯვნივ, ჩვენს ზემოთ, თოვლის ზვინი ეკიდა, რომელიც თითქო მზად იყო ხეობაში ჩამოვარდნილიყო ქარის პირველ დაქროლვისთანავე; ვიწრო გზა ნაწილობრივ თოვლით იყო დაფარული, ალაგ-ალაგ ფეხი გვეფლობოდა, ალაგ-ალაგ კი თოვლი მზის სხივებსა და ღამის სიცივეებს მთლად გაეყინა. ისე რომ ჩვენ გაჭირვებით მივდიოდით წინ; ცხენები ძირს ეცემოდნენ. მარცხნივ ღრმა ნაპრალს დაეღო პირი, იქ მიჩუხჩუხებდა ნაკადი, რომელიც ხან იმალებოდა ყინულის ქვეშ, ხან აქაფებული მიხტოდა შავ ქვებზე. ორი საათის განმავლობასი ძლივს მოვუარეთ ჯვრის მთას: ორი ვერსი განვვლეთ ორ საათში. ამასობაში ავდრის ღრუბლები ძირს დაეშვნენ, მოვიდა სეტყვა, თოვლი; ქარი ხეობაში იჭრებოდა, ღრიალებდა, უსტვენდა როგორც ბულბულყაჩაღი, და ჩქარა ქვის ჯვარიდაიმალა ნისლში, რომლის ტალღები, ერთიმეორეზე უფრო სქელი და მჭიდრო, აღმოსავლეთიდან მორბოდნენ... სიტყვამ მოიტანა: ამ ჯვრის შესახებ არსებობს ახირებული, მაგრამ საყოველთაოდ გავრცელებული გადმოცემა, თითქოს იმპერატორ პეტრე პირველს დაედგას კავკასიაში მოგზაურობის დროს; მაგრამ, ერთი რომ, პეტრე მხოლოდ დაღესტანში იყო, მეორეც, ჯვარზე მსხვილი სოებით ეწერა, ის გენერალ ერლმოლოვის ბრძანებითაა დადგმული, სახელდობრ, 1824 წელსო.

მაგრამ გადმოცემა, წარწერის მიუხედავად, ისე განმტკიცებულია, რომ კაცმა არ იცის, რას უფრო დაუჯეროს, მით უმეტეს, რომ ჩვენ შეჩვეულნი არ ვართ წარწერების ნდობას.


ჩვენ თავქვე კიდევ ხუთი ვერსი უნდა გაგვევლო მოყინულ კლდეებსა და საფლობ თოვლში, რათა კობის სადგურამდე მიგვეღწია. ჩხენები დაიტანჯნენ, ჩვენ მთლად გავითოშეთ; ქარბუქი თითქო ჩვენი მშობლიური, ჩრდილოეთური ყოფილიყოს, უფრო და უფრო ძლიერად ღმუოდა, მხოლოდ მისი ველური ჰანგები უფრო მწუხარე, უფრო ნაღვლიანი იყო. ,,და შენც, გაძევებულო, _ ვფიქრობდი მე, _ მინისტრი შენს ფართო, ხალვათ ველებს. იქ შეგიძლია თავისუფლად გაშალო ცივი ფრთები, აქ კი სული გეხუთება და ვიწროდ ხარ, როგორც არწივი, რომელიც ყივილით ეხეთქება თავისი რკინის გალიის ბადეს”.
_ საქმე ცუდადაა, _ თქვა შტაბსკაპიტანმა, _ გაიხედეთ, ირგვლივ არაფერი არ ჩანს, მხოლოდ ნისლი და თოვლია; ბევრი არ უნდა, დაგვიცდება ფეხი და გადავიჩეხებით უფსკრულში ან გავიჩხირებით ხვრელში, იქ კი, ქვემოთ ბაიდარა, ალბათ, ისე აბობოქრდა, რომ შეიძლება ვერ გავიდეთ. ასეთია აზია! რაღა ადამიანები, რაღა მდინარეები! ვერაფრით ვერ დაენდობი.
მეეტლეები ყვირილით და ლანძღვა-გინებით სცემდნენ ცხენებს, რომელნიც გაოჩნებულნი ფრუტუნებდნენ და, მათრახების მჭევრმეტყვრლების მიუხედავად, არაფრის გულისთვის არ უნდოდათ ადგილიდან დაძრულიყვნენ. 
_ თქვენო კეთილშობილებავ, _ თქვა ბოლოს ერთმა, _ ჩვენ ხომ დღეს კობამდე ვერ მივაღწევთ; ხომ არ გვიბრძანებთ, რომ სანამ შეიძლება, მარცხნივ გადავუხვიოთ.

აი, იქ, ფერდობზე, რაღაც შავად მოჩანს: ალბათ, ქოხებია; იქ მგზავრები ყოველთვის ჩერდებიან ავდარში; ესენი ამბობენ, მიგიძღვებით, თუ არაყის საფასურს გვაჩუქებთო, _ დაუმატა მან და ოსისკენ მიგვითითა.
_ ვიცი, ძმაო, უშენოდაც ვიცი, _ თქვა შტაბსკაპიტანმა, _ წყეულები! ოღონდ საბაბი იშოვონ, რომ არყის ფული აგგლიჯონ!
_ გამოტყდით, _ ვუთხარი მე, _ რომ უამათოდ ჩვენი მდგომარეობა უარესი იქნებოდა. 
_ ოღონდაც, ოღონდაც, _ ჩაიბუტბუტა მან, _ თავი მომაბეზრეს ამ გამყოლებმა: ყნოსვით გრძნობენ, სად შეიძლება სარგებლობის მიღება, თითქოს უამათოდ გზის პოვნა არ შეიძლებოდეს.
ჩვენ მარცხნივ გადავუხვიეთ და მრავალი დავიდარაბისა და გაჭირვების შემდეგ ღარიბულ თავშესაფარს მივაღწიეთ: ორ ქოხს რომელიც სიპი და რიყის ქვისაგან იყო აგებული და ასეთივე კედლით გარშემორტყმული. ძონძებიანმა მასპინძლებმა გულთბილად მიგვიღეს. შემდეგ გავიგე, მთავრობა მათ ფულს აძლევს და კვებავს იმ პირობით, რომ ქარიშხალში მოხვედრილი მგზავრები შეიფარონ. 
_ ყველაფერი კარგადაა! _ ვთქვი მე და ცეცხლს მივუჯექი. _ ახლა თქვენ დაასრულებთ ბელას ამბავს; დარწმუნებული ვარ, რომ არ დასრულდება. 
_ რად ხართ ასე დარწმუნებული? _ მიპასუხა შტაბსკაპიტანმა ეშმაკური თვალის ჩაკვრით და ღიმილით.


_ იმიტომ რომ ეს ბუნებრივი არა: რაც არაჩვეულებრივად დაიწყო ასევე არაჩვეულებრივად უნდა დამთავრდეს. 
_ მართლაც გამოიცანით... 
_ დიდად სასიამოვნოა.
თქვენ კი გესიამოვნებათ, მაგრამ მე, როგორც კი გამახსენდება სევდა შემომაწვება ხოლმე. საუცხოო გოგო იყო ის ბელა. ბოლოს ისე შევეჩვიე, როგორც საკუთარ ქალიშვილს, და მასაც ვუყვარდი. უნდა მოგახსენოთ, რომ ოჯახი არა მყავს: დედ-მამისა უკვე თორმეტი წელიწადია არაფერი ვიცი, ხოლო ცოლის შერთვა ადრე ვერ მოვიფიქრე, ახალა უკვე აღარ შემეფერება; მოხარული ვიყავი, რომ გამოჩნდა გასანებივრებელი ადამიანი. ის ხან გვიმღეროდა, ხან ლეკურს ცეკვავდა...

და მერე როგორ ცეკვავდა! მინახავს ჩვენი გუბერნიის ქალიშვილები; ერთხელ მოსკოვშიც ვიყავი კეთილშობილთა საკრებულოში, ოცი წლის წინათ, _ მაგრამ ისინი მასთან სად მოვიდოდნენ! შულ სხვა იყო... გრიგორი ალექსანდროვიჩი დედოფალასავით რთავდა, ელოლიავებდა და აპატივებდა, და ის ისე გალამაზდა, რომ პირდაპირ საოცრება იყო; სახესა და ხელებზე მზე გადაუვიდა, ლოყები შეუწითლდა... ხანდახან ისეთი მხიარული იყო, სულ მე დამცინოდა ხოლმე ის კუდრაჭა... ღმერთმა აპატიოს... 
_რა ქნა, როცა მამის სიკვდილი გამოუცხადეთ? 
_დიდხანს ვუმალავდი, სანამ არ შეეჩვია თავის მდგომარეობას, ხოლო როცა ვუთხარით, ორიოდე დღე იტირა, ხოლო შემდეგ დაავიწყდა.
_ ოთხი თვე ყოველივე საუკეთესოდ მოდიოდა. მე მგონია, უკვე ვთქვი, გრიგორი ალექსანდროვიჩს გატაცებით უყვარდა ნადირობა: წინათ სულ ტყისკენ ეჭირა თვალი ტახებზე ან გარეულ თხებზე სანადიროდ, ახლა კი ციხისსანგრებსაც კი არ შორდებოდა. მაგრამ, აი, ვხედავ ხელახლა ფიქრებმა გაიტაცეს, დაიწყო ოთახში სიარული ზურგზე ხელებდაწყობილმა, ერთხელ სანადიროდაც წავიდა, ისე რომ არავისთვის არ გაუმხელია: მთელი დილა დაიკარგა.

ამ პირველ შემთხვევას სხვაც მოჰყვა, სულ უფრო ხშირად და ხშირად... ,,ეს ცუდი ამბავია, _ გავიფიქრე მე, _ ალბათ მათ შორის შავმა კატამ გაირბინა”.
ერთხელ დილით მათთან შევდივარ _ გუშინდელ დღესავით მახსოვს: ბელა საწოლზე იჯდა შავი აბრეშუმის ტანისამოსში; ისეთი ფერმკრთალი და მოწყენილი იყო, რომ შემეშინდა.
_ პეჩორინი სად არის? _ შევეკითხე მე. 
_ სანადიროდ.
_ დღეს წავიდა?
ის დუმდა, თითქოს ხმის ამოღება უჭირდა. 
_არა, წუხელ, _ თქვა ბოლოს და მძიმედ ამოიოხრა. 
_ ნეტავ ხომ არაფერი შეემთხვა?
_ გუშინ მთელ დღეს ვფიქრობდი, _ მიპასუხა თვალცრემლიანმა, _ რა უბედურება არ დამიდგა თვალწინ: ხან მეგონა, გარეულმა დაკოდა-მეთქი, ხან ჩეჩენმა გაიტაცა მთებში-მეთქი... ახლა კი ვფიქრობ, რომ მას აღარ ვუყვარვარ. 
_ ჩემო კარგო, ამაზე უარესის არაფრის მოგონება არ შეგეძლო?
ის ატირდა, შემდეგ ამაყად თავი ასწია, ცრემლები მოიწმინდა და განაგრძო:
_ თუ არ ვუყვარვარ, ვინ უშლის ხელს, შინ გამიშვას? მე მას როდი ვაიძულებ.

ხოლო თუ ასე გაგრძელდება თვითონვე წავალ: მე მისი მხევალი როდი ვარ, თავადის ქალი ვარ!.. 
მე შეგონება დავუწყე:
_ მომისმინე, ბელა, ხომ არ შეიძლება, რომ მუდამ აქ იჯდეს, შენს კალთაზე გამობმული; ახალგაზრდა კაცია, უყვარს ნადირის დევნა, გაივლ-გამოივლის და დაბრუნდება; ხოლო თუ შენ თავი სევდას მიეცი, უფრო ჩქარა მოსწყინდები.
_ მართალია, მართალია! _ მიპასუხა მან, მხიარული ვიქნები. _ და ხარხარით ხელი სტაცა თავის დაირას, დაიწყო სიმღერა, ცეკვა და ხტუნვა ჩემ გარშემო; მხოლოდ ესეც არ იყო ხანგრძლივი, ხელახლა ლოგინზე დაემხო და პირზე ხელები აიფარა.
რა უნდა მექნა. მე არ მისწავლია, თუ როგორ უნდაქალს მოპყრობა; ვიფიქრე, რით მენუგეშებინა, და ვერაფერი ვერ მოვიგონე: რამდენიმე ხანს ორივენი ვდუმდით... მეტად არასასიამოვნო მდგომარეობა გახლავთ.
ბოლოს ვუთხარი: ,,გინდა, სანგართან გავისეირნოთ? მშვენიერი დარია”. _ სექტემბერი იდგა და, მართლაც, საუცხოო დღე იყო, ნათელი და უსიცხო; მთები ხელისგულივით მოჩანდნენ. ჩვენ გავედით და უსიტყვოდ ციხის ხანდაკთან გავიარ-გამოვიარეთ; ბოლოს ის ბელტზე ჩამოჯდა და მეც მის გვერდით დავჯექი.

სასაცილოა ამის გახსენება. Uკან დავდევდი, თითქოს მისი გადია ვყოფილიყავი. ჩვენი ციხე-სიმაგრე მაღალ ადგილზე იდგა და გალავნიდან მშვენიერი სანახაობა იშლებოდა: ერთი მხრით რამდენიმე ხრამით დასერილი ფართო მინდორი თავდებოდა ტყით, რომელიც მთის ქედამდე გრძელდებოდა; ამ მინდორზე ალაგ-ალაგ აულების კვამლი ჩანდა, ცხენის ჯოგები დადიოდნენ. მეორე მხრით პატარა მდინარე ჩამორბოდა, მას ეკრა ხშირი ბუჩქები, რომელიც ფარავდა კაჟოვან სიმაღლეებს, შეერთებულთ კავკასიის მთავარ მთაგრეხილთან. ბასტიონის კუთხეში ვისხედით, ისე რომ ორივე მხრიდან ყველაფრის დანახვა შეგვეძლო; და, აი, ვხედავ: ტყიდან ვიღაც გამოდის ლურჯა ცხენით, თანდათან გვიახლოვდება; ბოლოს გაჩერდა მდინარის გაღმა ნაპირას, ას საჟენზე ჩვენგან და ცხენს ტრიალი დააწყებინა ცოფიანივით. რა ამბავია!..
_ ერთი შეხედე, ბელა, _ ვთქვი მე, _ შენ ახალგაზრდა თვალები გაქვს, ეს მოჯირითე ვინ არის, ვის გასართობად მოსულა?..
მან შეხედა და წამოიძახა:
_ ეს კაზბიჩია!..
_ აჰ, ის ავაზაკი. ჩვენს დასაცინად არ მოსულა?..

_ დავაცქერდი, მართლაც, კაზბიჩი იყო. მისი შავგვრემანი სახე, მისი დაფლეთილი, ჭუჭყიანი ტანისამოსი. 
_ ეს მამაჩემის ცხენია, _ თქვა ბელამ და ხელი მტაცა; ის ფოთოლივით თრთოდა და თვალები უბრწყინავდა.
,,აჰა _ გავიფიქრე მე, _ შენშიც, ჩემო კარგო, დაშოშმინებული არ არის ავაზაკური სისხლი”.
_ აბა აქ მოდი, _ ვუთხარი მე გუშაგს: _ თოფი გასინჯე და ერთი კარგად მიაჭედე იმ ვაჟკაცს. ვერცხლის მანეთს მიიღებ.
_ მესმის, თქვენო მაღალკეთილშობილებავ; მხოლოდ ის ერთ ადგილას არ ჩერდება...
_ უბრძანე! _ ვუთხარი მე სიცილით... 
_ ჰეი, მეგობარო! _ დაუყვირა გუშაგმა და ელი დაუქნია: _ დაიცა ცოტა, რას ტრიალებ ბზრიალასავით? _ კაზბიჩი მართლაც შეჩერდა და ყური გვათხოვა: ალბათ, ფიქრობდა, რომ მოლაპარაკების გამართვას ვაპირებდით... ჩემმა გრენადერმა თოფი გადმოიღო და... თხლას!..

ააცილა; კაზბიჩმა ცხენს ქუსლი ჰკრა და გვერდით გადაახტუნა. შემდეგ უზანგებზე წამოიწია, რაღაც თავისებურად დაიძახა, მათრახით დაგვემუქრა და მიიმალა.
_ როგორ არ გრცხვენია? _ ვუთხარი გუშაგს.
_ თქვენო მაღალკეთილშობილებავ! შასიკვდილოდ გაემგზავრა, _ მიპასუხა მან, ისეთი წყეული ხალხია, ერთბაშად ვერ მოვკლავ.
თხუთმეტი წუთის შემდეგ პეჩორინი ნადირობიდან დაბრუნდა; ბელა ყელზე ჩამოეკიდა და არც ერთი სასაყვედურო სიტყვა არ უთქვამს ხანგრძლივი განშორებისათვის. მე კი გავუჯავრდი პეჩორინს.
_ ამ წუთში მდინარის გაღმა კაზბიჩი იყო და ვესროლეთ; ადვილად შეიძლება შენც შეეჩეხო. ეს მთიელები შურისმაძიებელი ხალხია: თქვენ გგონიათ, არ გრძნობს, რომ თქვენ ნაწილობრივ დახმარება გაუწიეთ აზამატს? სანაძლეოს დავდებ, რომ დღეს მან იცნო ბელა. მე ვიცი, ერთი წლის წინათ მას მეტად მოსწონდა, _ თვითვე მითხრა ეს, _ და თუ საკმაო ყალიმს შეაგროვებდა, ალბათ, ითხოვდა კიდეც... 
პეჩორინი დაფიქრდა: ,,ჰო, _ თქვა მან, _ უნდა გავფრთხილდეთ... ბელა, დღეიდან შენ არ უნდა გახვიდე ციხის სანგრებს იქით”.
საღამოს მე მასთან გრძელი საუბარი მქონდა: მაწუხებდა, ასე რომ გამოიცვალა ამ საბრალო გოგოსადმი; გარდა იმისა, ნახევარ დღეს ნადირობაში ატარებდა, ქალს გულგრილად ეპყრობოდა, იშვიათად ეალერსებოდა, და ბელა ჩამოხმა, სახე დაუგრძელდა, დიდი თვალები ჩაუღამდა.

ხანდახან შევეკითხებოდი: _ ,,რად ამოიოხრე, ბელა? მოწყენილი ხარ?” _ ,,არა!” _ ,,რამე გინდა?” _ ,,არა!” _ ,,მშობლები ხომ არ გენატრება?” _ ,,მშობლები არა მყვანან”. ხანდახან მთელი დღე ისე გავიდოდა, რომ ,,ჰოსა” და ,,არას” მეტს ვერაფერს გამოვტყუებდით.
აი ამის შესახებ დავუწყე ლაპარაკი პეჩორინს. ,,მისმინეთ, მაქსიმ მაქსიმიჩ, _ მიპასუხა მან, _ მე უბედური ხასიათი მაქვს. აღზრდამ გამხადა ასეთი თუ ღმერთმა შემქმნა, არ ვიცი; ვიცი მხოლოდ, რომ, თუ სხივების უბედურების მიზეზი გავხდი, მეც არანაკლებ უბედური ვარ. რასაკვირველია, ამაში მათთვის არაფერია სანუგეშო, მხოლოდ საქმე ისაა, რომ ეს ასე გახლავთ. მახალგაზრდობის ასაკიდან, იმ წუთიდან, როცა მშობლების მეურვეობას დავაღწიე თავი, გაშმაგებით დავეწაფე ყველა სიამოვნებას, რომლის ყიდვა ფულით შეიძლება და, რასაკვირველია, ეს სიამოვნებანი შემძაგდნენ. შემდეგ მაღალ საზოგადოებაში შევედი და ჩქარა ეს საზოგადოებაც მომწყინდა; მაღალი საზოგადოების ლამაზი ქალები მიყვარდნენ და მათაც ვუყვარდი, მაგრამ ეს სიყვარული მხოლოდ აღიზიანებდა ჩემს ფანტაზიას და თავმოყვარეობას, ხოლო გული ცარიელი რჩებოდა...

დავიწყე კითხვა, სწავლა, _ მეცნიერებაც მომწყინდა; მე დავინახე, რომ არც სახელი, არც ბედნიერება სრულიადაც მეცნიერებაზე არაა დამოკიდებული, ვინაიდან ყველაზე ბედნიერი ადამიანები უმეცრები არიან, სახელი და დიდება კი ალალბედზე ჰკიდია და მის მისაღწევად მხოლოდ მოხერხებაა საჭირო. მაშინ მე მოწყენილობა ვიგრძენი... ჩქარა კავკასიაში გადმომიყვანეს; ეს უბედნიერესი დღეა ჩემს ცხოვრებაში. მეგონა, მოწყენილობა არ ეკარება იმას, ვისაც ჩეჩნის ტყვიები ემუქრება-მეთქი, მაგრამ შევცდი: ხუთი თვის შემდეგ ისე შევეჩვიე მათ ზუზუნსა და სიკვდილის სიახლოვეს, რომ, მართალი გითხრათ, კოღოებს მეტ ყურადღებას ვაქცევდი, _ და მე ადრინდელზე მეტად მომეწყინა, იმიტომ რომ თითქმის უკანასკნელი იმედი დავკარგე. როცა ჩემს სახლში ბელა დავინახე, როცა პირველად მუხლზე დავისვი და შავი კულულების კოცნა დავუწყე, მე სულელმა გავიფიქრე, ანგელოზია, ჩემი თანამგრძნობი ბედის მიერ გამოგზავნილი-მეთქი... ხელახლა მოვტყუვდი: ველური ქალის სიყვარული თურმე ბევრით როდის სჯობს წარჩინებული მანდილოსნის სიყვარულს; პირველის უმეცრება და გულუბრყვილება ისევე მოსაწყენია, როგორც უკანასკნელის კეკლუცობა. თუ გნებავთ მე ის კიდევ მიყვარს, მისი მადლობელი ვარ რამდენიმე საკმაოდ ტკბილი წუთისთვის, მისი გულისთვის სიცოცხლეს გავწირავ, მაგრამ ის მომწყინდა...

არ ვიცი, სულელი ვარ თუ ბოროტმოქმედი, მაგრამ მართალია ისიც, რომ მეც სიბრალულის ღირსი ვარ, შეიძლება კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ეს ქალი: ჩემი სული შერყვნილია მაღალი საზოგადოების მიერ, ჩემი ფანტაზია მოუსვენარია, გული _ გაუმაძღარი; ჩემთვის ყოველივე ცოტაა; მწუხარებასაც ისევე ადვილად ვეჩვევი, როგორც სიამოვნებას, და ჩემი ცხოვრება დღიდან დღეზე უფრო ცარიელი ხდება; ერთი საშუალებაღა დამრჩენია _ მოგზაურობა. ღოგორც კი შესაძლებელი გახდება, გავემგზავრები, მხოლოდ არა ევროპაში, ღმერთმა დამიცვას, _ წავალ ამერიკაში, არაბეთში, ინდოეთში, _ ვინ ძლო სადმე გზაში მოვკვდე. იმის იმედი მაინც მაქვს, რომ ეს უკანასკნელი ნუგეში ჩქარა არ ამოიწურება ქარიშხლებისა და ცუდი გზების წყალობით”.

_ ასე ლაპარაკობდა ის დიდხანს, და მისი სიტყვები მახსოვრებაში აღმებეჭდა, იმიტომ რომ ასეთი რამეები პირველად მესმოდა ოცდახუთი წლის კაცისაგან და, ღმერთმა ქნას, უკანასკნელად... რა საოცრებაა! მითხარით, გეთაყვა, _ განაგრძო შტაბსკაპიტანმა და მმომართა, _ თქვენ მგონია, სატახტო ქალაქში ხართ ნამყოფი და იცით ამ ცოტა ხნის წინათ: ნუთუ იქაური ახალგაზრდობა სულ ასეთია? 
მე ვუპასუხე, მრავალი ადამიანი ლაპარაკობს ასე-მეთქი; არიან, ალბათ, ისეთებიც, რომელნიც მართალს ამბობენ-მეთქი; ესეც არ იყოს, იმედის გაცრუება, როგორც ყოველი მოდა, დაიწყო საზოგადოების მაღალ ფენებში და ჩაეშვა ქვედა ფენებში, სადაც მას ატარებენ, სანამ სულ არ გაცვდება; რომ დღეს ის, ვინც ყველაზე მეტად და ნამდვილადაა მოწყენილი, ცდილობს, ეს უბედურება დამალოს, როგორც ნაკლი-მეთქი. შტაბსკაპიტანმა ვერაფერი გაიგო ამ ნატიფი სიტყვებისა, თავი გადაიქნია და ეშმაკურად გაიღიმა: 
_ ალბათ, ფრანგებმა შემოიღეს მოწყენილობის მოდა! 
_ არა, ინგლისელებმა.
_ აჰა, მართლა?.. _ მიპასუხა მან, _ ისინი ხომ ყოველთვის საშინელი ლოთები იყვნენ.
მე უნებურად გამახსენდა ერთი მოსკოველი მანდილოსანი, რომელიც ამტკიცებდა, ბაირონი მხოლოდ ლოთი იყო და მეტი არაფერიო.

შტაბსკაპიტნის შენიშვნა უფრო საპატიებელი იყო: რათა ღვინისგან თავი შეეკავებინა, რასაკვირველია, ცდილობდა, თავისი თავი დაეჯერებინა, ყოველივე უბედურება დედამიწაზე ლოთობისგან წარმოსდგებაო. 
ამის შემდეგ მან თავისი მოთხრობა განაგრძო: 
_ კაზბიჩი აღარ გამოჩენილა. მხოლოდ არ ვიცი, რად, მე თავიდან აზრი ვერ მოვიშორე, რომ ის ტყუილუბრალოდ არ მოსულა და რაღაც ცუდი აქვს განზრახული-მეთქი. 
ერთხელ პეჩორინმა დამიყოლია თან გავყოლოდი ტახზე სანადიროდ; დიდხანს უარზე ვიყავი: ტახი არ მენახა თუ რა! ბოლოს მაინც თან წამათრია. ხუთი ჯარისკაცი წავიყვანეთ და დილაადრიანად გზას გავუდექით. ათ საათამდე ლელიანსა და ტყეში ვიხეტიალეთ, _ ნადირი ვერ აღმოვაჩინეთ. ,,არ ჯობს უკან დავბრუნდეთ? _ გავიძახოდი მე, _ რას ვჯიუტობთ? ეტყობა, უბედურ ფეხზე ავმდგარვართ!” მაგრამ სიცხისა და დაღლილობის მიუხედავად, გრიგორი ალექსანდროვიჩსარ უნდოდა ხელცარიელი უკან დაბრუნება...

ასეთი კაცი იყო: რასაც მოიწადინებდა, უნდა მიეღწია კიდეც ეტყობოდა, დედას გაუნებივრებია ბავშობაში... ბოლოს შუადღისას აღმოვაჩინეთ წყეული ტახი... ტკაც, ტკუც!.. თქვენც არ მომიკვდეთ; გაგვექცა ლელიანში... ასეთი უბედური დღე გაგვითენდა... ცოტათი დავისვენეთ და მაშინ წამოვედით.
ერთიმეორის გვერდით მივდიოდით, უსიტყვოდ, სადავეებმიშვებული, და ციხესიმაგრეს თითქმის მივაღწიეთ; მხოლოდ ბუჩქნარი გვიფარავდა მას თვალთაგან. უცებ თოფიგავარდა...

ჩვენ ერთმანეთს შევხედეთ: ერთმა და იმავე ეჭვმა თავზარი დაგვცა... თავგადაგლეჯილი გავქანდით სროლის ხმაზე... ვხედავთ: ხანდაკზე ჯარისკაცები შეჯგუფებულან და მინდვრისკენ უთითებენ, იქ კი მხედარი მიჰქრის, ხოლო უნაგირზე რაღაც თეთრი უჭირავს. გრიგორი ალექსანდროვიჩმა ისე დასჭყივლა, თითქო ჩაჩანი ყოფილიყოს, ბუდიდან თოფი ამოიღო და იქით გაქანდა; მეც უკან გამოვუდექი.
შაბედნიეროდ, მარცხიანი ნადირობის გამო ჩვენი ცხენები დაღლილები არ იყვნენ: ფიცხლად მიაჭენებდნენ და ჩვენ წუთი-წუთს ვუახლოვდებოდით... ბოლოს ვიცანი კაზბიჩი, მხოლოდ ვერ გავარჩიე, რა ეჭირა წინ. მაშინ პეჩორინს გავუსწორდი და დავუძახე: ,,ეს კაზბიჩია!” იმან შემომხედა, თავი დამიქნია და ცხენს მათრახი შემოჰკრა.
აი, ბოლოს მას თოფის სროლის მანძილზე მივუახლოვდით; არ ვიცი, არაქათგამოცლილი იყო კაზბიჩის ცხენი თუ ჩვენს ცხენებს ჩამოუვარდებოდა, მხოლოდ მხედრის გულმოდგინეობის მიუხედავად, მაინცდამაინც არ წინაურბოდა. მგონია, რომ იმ წუთში კაზბიჩს გაახსენდა თავისი ყარაგიოზი...


ვხედავ, პეჩორინმა თოფი მოიმარჯვა... ,,არ ესროლოთ! _ შევძახე მე: _ ტყვია დაზოდეთ; ისედაც დავეწევით”. _ ხომ იცით ახალგაზრდობის ამბავი: მუდამ უალაგოდ ცხარობს... თოფი გავარდა, ტყვიამ უკანა ფეხი მოამტვრია ცხენს; მან ცხელ გულზე კიდევ ათიოდე ნახტომი გააკეთა, წაიბორძიკა და მუხლებზე დაეცა. კაზბიჩი გადმოხტა და მაშინ ჩვენ დავინახეთ, რომ ხელში ჩადრში გახვეული ქალი ეჭირა... ეს ბელა იყო... საბრალო ბელა! კაზბიჩმა რაღაც დაგვიძახა თავის ენაზე და ქალს ხანჯალი მოუღირა...

დაყოვნება აღარ შეიძლებოდა: მეც ვესროლე ალალბედზე; ტყვია, ალბათ, მხარში მოხვდა, იმიტომ რომ უცებ ხელი დაუშვა... როცა კვამლი გაიფანტა, მიწაზე დაჭრილი ცხენი ეგდო, ხოლო მის მახლობლად _ ბელა; კაზბიჩს კი თოფი გადაეგდო და კატასავიტ ციცაბოზე მიცოცავდა: მინდოდა მისი იქიდან გადმოგდება, მაგრამ თოფი არ მქონდა გატენილი. ჩხენიდან ჩამოვხტით და ბელას ვეცით. შაბრალო ქალი უმოძრაოდ იწვა და სისხლი ჭრილობიდან ნიაღვარივით გადმოსჩქეფდა... რა ბოროტი უნდა იყოს კაცი: გულში მაინც ჩაეცა, ასე თუ ისე, ერთი დაკვრით მოკლავდა; ზურგში ჩასცა... ყველაზე ავაზაკური დარტყმაა. ქალი უგონოდ იყო.

ჩადრი დავხიეთ და, რამდენადაც შეიძლებოდა, ჭრილობა მაგრად შევუხვიეთ; ტყუილუბრალოდ უკოცნიდა პეჩორინი გაცივებულ ტუცებს _ არაფერს არ შეეძლო მისი გონს მოყვანა.
პეჩორინი ცხენზე შეჯდა; მე ქალი ავიყვანე და დიდი გაჭირვებით შევუსვი უნაგირზე; მან ხელი მოხვია და უკან გავბრუნდით. ღამდენიმე წუთის დუმილის შემდეგ გრიგორი ალექსანდროვიჩმა მითხრა: ,,მისმინეთ, მაქსიმ მაქსიმიჩ, ჩვენ ასე ცოცხალს ვერ მოვიყვანთ”. ,,მართალია”, _ ვუთხარი მე და ცხენები გავაჭენეთ, რაც ძალი და ღონე შეგვწევდა. ჩიხესიმაგრის ბჭესთან ხალხი გველოდა; დაჭრილი ქალი დიდი სიფრთხილით გადმოვიყვანეთ პეჩორინთან და მკურნალთან კაცი გავგზავნეთ. თუმცა მთვრალი იყო, მაინც მოვიდა; ჭრილობა დაათვალიერა და განაცხადა, ერთ დღეზე მეტს ვერ იცოცხლებსო; მაგრამ შეცდა...
_ მორჩა? _ ვკითხე შტაბსკაპიტანს, რომელსაც ხელში ხელი მოვკიდე უნებური სიხარულით.
_ არა, _ მიპასუხა მან, _ მკურნალი შეცდა იმაში, რომ ქალმა ორ დღეს იცოცხლა.
_ ამიხსენით, როგორ მოიტაცა ის კაზბიჩმა.
_ აი, როგორ: პეჩორინის აკრძალვის მიუხედავად, ქალი ციხიდან გამოსულიყო ღელისკენ. ძალიან ცხელოდა; ქვაზე ჩამომჯდარიყო და ფეხები წყალში ჩაეშვა. კაზბიჩი მიჰპაროდა, მოიტაცა, პირზე ხელი მიეჭირებინა და ბუჩქებისკენ გაექანებინა; იქ კი ცხენზე შემხტარიყო და გაეკურცხლა.

ქალს მოესწრო დაყვირება; გუშაგები შეჩოჩქოლებულიყვნენ, 
თოფი ესროლათ, მაგრამ აეცილებინათ; ამ დროს ჩვენც მივუსწარით.
_ რად უნდოდა კაზბიჩს მისი მოტაცება?
_ რას ბრაძანებთ! ეს ჩერქეზები ქურდბაცაცა ხალხია: შეუძლებელია არ მოიპარონ, თუ რამ გლახათ ძევს; ხან არც სჭირდებათ, მაინც იპარავენ...

ეს უნდა აპატიოთ. ამის გარდა, ქალი მას დიდი ხანია მოსწონდა. 
_ და ბელა მოკვდა? 
_ მოკვდა; მხოლოდ დიდხანს იწვალა და ჩვენც საკმაოდ გავწვალდით. 
საღამოს ათი საათი იქნებოდა გონს რომ მოვიდა; ჩვენ ლოგინთან ვისხედით; როგორც კი თვალი გაახილა, პეჩორინს დაუძახა. ,,მე აქა ვარ, შენ გვერდით, ჩემო ჯანიკო” (ესე იგი, ჩვეულებრივად, სულიკო), _ უპასუხა მან და ხელში ხელი მოჰკიდა. ,,მე მოვკვდები!” _ თქვა ქალმა.

ჩვენ დავუწყეთ დამშვიდება, ვუთხარით, მკურნალმა აღგვითქვა, აუცილებლად მოგარჩენსო. მან თავი გაიქნია და კედლისაკენ გადაბრუნდა: არ უნდოდა სიკვდილი!.. 
ღამით ბოდვა დაიწყო; თავი უხურდა, მთელი სხეული უძაგძაგებდა; ნაწყვეტ-ნაწყვეტად ლაპარაკობდა მამაზე, ძმაზე; მას შინ დაბრუნება უნდოდა, მთაში... შემდეგ პეჩორინზედაც დაიწყო ლაპარაკი, სხვადასხვა ნაზ სახელებს უწოდებდა, ან კიდევ უსაყვედურებდა, რად აგიცრუვდა გული შენს ჯანიკოზეო... 
პეჩორინი მას ჩუმად უსმენდა, ხელებზე თავდაყრდნობილი; მთელი ამ ხნის განმავლობაში ვერც ერთი ცრემლი ვერ შევამჩნიე მის წამწამებზე: არ ვიცი, მართლა არ შეეძლო ტირილი თუ თავს იკავებდა; რაც შემეხება მე, ამ საცოდაობაზე დიდი არაფერი არ მინახავს. დილით ბოდვა შეწყვიტა, ერთი საათის განმავლობაში უმაძრაოდ იწვა, ფერმკრთალი და იმდენად დასუსტებული, რომ ძლივს შეამჩნევდით, სუნთქავდა თუ არა; შემდეგ მომჯობინდა და ლაპარაკი დაიწყო, მაგრამ იცით, რის შესახებ, ისეთი აზრი მხოლოდ მომაკვდავს მოუვა თავში... მწუხარებას მიეცა იმის გამო, რომ ქრისტიანი არ იყო, რომ საიქიოს მისი სული არასოდეს არ შეხვდებოდა გრიგორი ალექსანდროვიჩის სულს, სამოთხეში სხვა ქალი იქნებოდა მისი მეგობარი.

მე აზრი დამებადა, მომენათლა სიკვდილის წინ და ეს ვუთხარი კიდეც; შემომხედა და დიდხანს კრინტი არ დაუძრავს; ბოლოს მიპასუხა, იმ სარწმუნოებით მოვკვდები, რომელშიც დავიბადეო. ასე გავიდა მთელი დღე. როგორ გამოიცვალა ამ ერთ დღეში! ფერმკრთალი ღაწვები ჩაუცვივდა, თვალები გაუფართოვდა, გაუდიდდა, ტუჩები აენთო. ის შინაგან წვას გრძნობდა, თითქო მკერდში გავარვარებული რკინა ედო. დადგა მეორე ღამე; ჩვენ თვალი არ დაგვიხუჭავს, მის ლოგინს არ მოვშორებივართ. ბელა საშინლად იტანჯებოდა, კვნესოდა; როგორც ის ტკივილები დაუამდებოდა, ის ცდილობდა გრიგორი ალექსანდროვიჩი დაერწმუნებინა, უკეთ გავხდეო, ეხვეწებოდა, დასაძინებლად წასულიყო, ხელს უკოცნიდა, მის ხელს ხელებიდან არ უშვებდა. გათენებისას სიკვდილის კაეშანი იგრძნო, დაიწყო ბორგვა, ბანდი აიგლიჯა და სისხლი ხელახლა წამოდიდა.

როცა ჭრილობა შევუხვიეთ, ერთი წუთით დამშვიდდა და პეჩორინს სთხოვა, მაკოცეო. ვაჟმა ლოგინთან დაიჩოქა, მისი თავი ბალიშიდან ასწია და ტუჩებით დაეკოცნა მის გაცივებულ ტუჩებს; ქალმა აკანკალებული ხელები მაგრად მოხვია კისერზე, თითქოს ამ კოცნაში მისთვის თავისი სულის გადაცემა სდომებოდეს... არა, კარგი ქნა, რომ მოკვდა. რა მოუვიდოდა, როცა გრიგორი ალექსანდროვიჩი მიატოვებდა? ეს კი ადრე თუ გვიან მოხდებოდა...
მეორე დღის ნახევარი მან მშვიდად, უსიტყვოდ და მორჩილად გაატარა, თუმცა მკურნალი ძალიან სტანჯავდა ცხელი საფენებითა და მიქსტურით. ,,ერთი მიბრძანეთ, ვეუბნებოდი მე მას, _ თქვენ ხომ თვითონ თქვით, აუცილებლად მოკვდებაო, მაშ, რაღას საჭიროა თქვენი პრეპარატები?” ,,მაინც ჯობია მაქსიმ მაქსიმიჩ, _ მიპასუხა მან, _ სინდისი მშვიდად იქნება”. კარგი სინდისია! 
ნასადილევს წყურვილმა შეაწუხა. ფანჯრები გავაღეთ, მაგრამ გარეთ კიდევ უფრო ცხელოდა, ვიდრე ოთახში; საწოლთან ყინული დავუდგით, არაფერმა არ უშველა.

მე ვიცოდი, რომ ეს აუტანელი წყურვილი აღსასრულის მოახლოებისნიშანი იყო, და ეს პეჩორინს ვუთხარი ,,წყალი!..” _ გაიძახოდა ბელა ჩახლეჩილი ხმით, ლოგინზე წამომჯდარი.
პეჩორინს მკვდრისფერი დაედო, ჭიქას ეცა და წყალი მიაწოდა. მე თვალებზე ხელები მივიფარე და ლოცვის კითხვა დავიწყე, არ მახსოვს კი, რომლის... დიახ, ბატონო ჩემო, ხშირად მინახავს, როგორ კვდებოდნენ ადამიანები ჰოსპიტალებში ან ბრძოლის ველზე, მხოლოდ ეს ის არ არის, სრულიადაც ის არ არის!.. გამოგიტყდეებით, კიდევ ერთი რამ მაღონებს: სიკვდილის წინ ერთხელაც არ მოვგონებირვარ, მე კი თითქმის ისე მიყვარდა, როგორც მამას... ღმერთმა აპატიოს... და, მართლაც, რომ ვთქვათ, მე რაღა ვარ, რომ სიკვდილის წინ მომიგონონ... 
როგორც კი წყალი დალია, უკეთ გახდა, ხოლო სამი წუთის შემდეგ მოკვდა.

ტუჩებზე სარკე დავადეთ, არ დაორთკლდა... პეჩორინი ოთახიდან გამოვიყვანე, ჩვენ ციზის სანგრებს გავშორდით; დიდხანს დავდიოდი წინ და უკან, ზურგზე ხელებდაწყობილი,სიტყვის დაუძვრელად; მისი სახე არაფერს არ გამოხატავდა განსაკუთრებულს, და მე გული მეტკინა: ჯავრით მოვკვდები მის ადგილას. ბოლოს ის მიწაზე დაჯდა ჩრდილში და სილაზე რაღაცის ხაზვა დაიწყო. მე უფრო ზრდილობის გულისთვის მინდოდა ნუგეში მეცა და ლაპარაკი დავუწყე; მან თავი ასწია და _ გაიცინა... ამ სიცილის გამო ტანში ჟრუანტელმა გამირბინა... კუბოს შესაკვეთათ წავედი.
უნდა გამოგიტყდეთ, რომ მე ნაწილობრივ ჩემი თავის გასართობად მოვკიდე ხელი ამას. ტერმალამის ნაჭერი მქონდა, კუბოს შემოვახვიე: კუბო შევამკე, აგრეთვე, ჩერქეზული სირმით, რომელიც ალექსანდროვიჩმა მისთვისვე იყიდა.
მეორე დღეს დილით ადრე დავმარხეთ, ციხესიმაგრის გარეთ, ღელესთან, იმ ადგილის მახლობლად, სადაც უკანასკნელად იჯდა; მის საფლავთან თეთრი აკაციის და ანწლის ბუჩქები გაიზარდა.

მინდოდა ჯვარი დამედგა, მაგრამ, ხომ იცით, უხერხულია: რაც უნდა იყოს, მაინც ქრისტიანი არ ყოფილა.
_ პეჩორინს რაღა მოუვიდა? _ ვკითხე მე.
_ პეჩორინი დიდხანს ავად იყო, გახდა საწყალი; მხოლოდ არასოდეს ამის შემდეგ ბელაზე აღარ გვილაპარაკია: მე ვგრძნობდი, რომ ეს არ სიამოვნებდა, მაშ, რაღა საჭირო იყო? სამი თვსი შემდეგ ის ე... ს პოლკში დანიშნეს, და საქართველოში გაემგზავრა. ამის შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხვედრილვართ... მახსოვს, ცოტა ხნის წინათ ვიღაცამ მითხრა, რუსეთში დაბრუნდაო, მაგრამ კორპუსის ბრძანებაში არაფერი არ ყოფილა. ესეცაა, რომ ჩვენამდე ცნობები გვიან აღწევს.
აქ მან დაიწყო გრძელი მსჯელობა იმის შესახებ, რა ცუდია ამბების ერთი წლით გვიან გაგება. ამით ალბათ სამწუხარო მოგონებათა ჩახშობა უნდოდა. 
მე არც ვაწყვეტინებდი და არც ვუსმენდი.
ერთი საათის შემდეგ შესაძლებელი გახდა გამგზავრება; ქარბუქი ჩადგა, ცა გადაიწმინდა და ჩვენ გავემგზავრეთ, გზაში ძალაუნებურათ ლაპარაკი ჩამოვაგდე ბელასა და პეჩორინზე.


_ ხომ არ გაგიგონიათ, კაზბიჩს რაღა მოუვიდა? _ ვკითხე მე. 
_ კაზბიჩს? მართალი გითხრათ, არ ვიცი... ყური მოვკარი, რომ შაბსუღებს მარჯვენა ფლანგზე ვიღაც კაზბიჩი ჰყავთ, დიდი ვაჟკაცი, წითელ ჩოხაში გამოწყობილი აუჩქარებელი ნაბიჯით ატარებს ცხენებს ჩვენი ტყვიების წვიმაში და მეტად ზრდილობიანად ხრის თავს სალმის მისაცემად, როცა ტყვია ახლო გაუზუზუნებსო; მაგრამ საეჭვოა, ეს ის იყოს!..


კობში მე გავშორდი მაქსიმ მაქსიმიჩს; მე საფოსტო ეტლით გავემგზავრე, ის კი, მძიმე ტვირთის გამო, ვერ გამომყვა. ჩვენ იმედი არ გვქონდა, რომ ოდესმე ერთმანეთს სევხვდებოდით, მაგრამ შევხვდით და, თუ გნებავთ, გიამბობთ: ეს მთელი ამბავია, ხოლოდ გამოტყდით, რომ მაქსიმ მაქსიმიჩი პატივისცემის ღირსი ადამიანია... თუ ამას აღიარებთ, მე სრულიად დაჯილდოვებული ვიქნები ჩემი, შეძლება, მეტად გრძელი მოთხრობისათვის. 


I I
მაქსიმ მაქსიმიჩი
მაქსიმ მაქსიმიჩს გამოვეთხოვე და ჩქარა გავიარე თერგისა და თრიალეთის ხეობები, ვისაუზმე ყაზბეგში, ჩაი დავლიე ლარსში, ხოლო ვახშმობისას ვლადიკავკასს მივაღწიე.

დაგიხსნით მტების აღწერისაგან, შეძახილებისაგან, რომელნიც არაფერს გამოთქვამენ, სურათებისაგან, რომელნიც არაფერს არ გამოოხატავენ, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც იქ არ ყოფილა, და სტატისტიკური შენიშვნებისაგან, რომელთაც სრულიად არავინ არ წაიკითხავს.
მე გავჩერდი სასტუმროში, სადაც ყველა მგზავრი ჩერდება და სადაც, ამისდა მიუხედავად, ვერავის შეაწვევინებდით ხოხობსა და ვერ მოახარშვინებდით შჩის, იმიტომ რომ სამი ინვალიდი, რომელთაც სასტუმრო აქვთ მინდობილი, ისეთი სულელები და ისეთი მთვრალები არიან, რომ მათგან ვერავითარ აზრს ვერ გამოიტან. 
მე გამომიცხადეს, სამი დღე კიდევ უნდა გაატაროთ აქ, ვინაიდან ,,ოკაზია” ეკატერინოგრადიდან ჯერ არ მოსულა და, მაშასადამე, უკანაც ვერ გაემგზავრებაო. რა ,,ოკაზიაა”!.. მაგრამ ცუდი კალამბური ნუგეში არაა რუსი კაცისათვის, და მე, გასართობად, განვიზრახე მაქსიმ მაქსიმიჩის მოთხრობა ჩამეწერა ბელას შესახებ; არ წარმომედგინა, რომ ის პირველი რგოლი იქნებოდა მოთხრობების გრძელ ჯაჭვში: ხომ ხედავთ, რა მკაცრი შედეგები აქვს ხანდახან მცირემნიშვნელოვან შემთხვევას... თქვენ კი შეიძლება არც კი იცოდეთ, რა არის ,,ოკაზია”. ესაა მცველი რაზმი, რომელიც ნახევარი ასეული ქვეითი ჯარისკაცისა და ერთი ზარბაზნისაგან შედგება; ის ვლადიკავკასიდან ყაბარდოზე მიმავალ აღალს მისდევს ეკატერინოგრადამდე. 
პირველ დღეს მეტისმეტად მოწყენილი ვიყავი; მეორე დღეს დილაადრიანად ეზოში ფორანი შემოდის...

აჰ, მაქსიმ მაქსიმიჩ!.. ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, როგორც ძველ მეგობრებს შეეფერება. ჩემი ოთახი შევთავაზე. იმან უბოდიშოდ მხარზე ხელი დამარტყა და პირი მოღრიცა, ვითომ გაიცინა: რა ახირებული კაცია!..
მაქსიმ მაქსიმიჩმა ძალზე კარგად იცოდა სამზარეულო ხელოვნება. მან საოცრად კარგად შეწვა ხოხობი, მარჯვედ მოასხა კიტრის მწნილის წვენი, და უნდა ვაღიარო, რომ უმისოდ მშრალ კერძზე დავრჩებოდი. ერთმა ბოთლმა კახურმა ხელი შეგვიწყო დაგვევიწყნა, რომ ჩვენი ტრაპეზი მცირერიცხოვანი კერძისა, სახელდობრ, მხოლოდ ერთი თავისაგან შედგებოდა; ჩიბუხებს მოვუკიდეთ და ჩამოვსხედით: მე _ ფანჯარასთან, ის _ გახურებულ ღუმელთან, იმიტომ რომ ნესტიანი და ცივი დღე იდგა. ჩვენ ვდუმდიტ.

რაზე უნდა გველაპარაკა... მან თავის თავზე უკვე მიამბო ყველაფერი, რაც თავშესაქცევარი იყო, მე კი არაფერი მქონდა საამბობი. ფანჯარაში ვიცქირებოდი: ხეებს შუა მოჩანდა მრავალი დაბალი სახლი, თერგის ნაპირას გაფანტული, თვით თერგი კი აქ თანდათან ფართოვდებოდა; ხოლო მოშორებით ლურჯად ამართულიყო მთების კარჩხალიანი კედელი, რომლის იქით ყაზბეგი იცქირებოდა თავისი თეთრი საარქიელო ქუდით. მე იმ მთებს გულში ვეთხოვებოდი; ისინი მენანებოდნენ...
დიდხანს ვისხედით ამრიგად. მზე ცივ მწვერვალებს ეფარებოდა და მოთეთრო ნისლი ველებზე იფანტებოდა, როცა ქუჩაში საგზაო ზანზალაკების წკრიალი და მეეტლეების ყვირილი მოისმა. სასტუმროს ეზოში რამდენიმე ფორანი შემოვიდა ჭუჭყიანი სომხებიტურთ, მათ ცარიელი საგზაო ეტლი მოჰყვა; მის მსუბუქ სიარულს, მოხერხებულ მოწყობილობას და კოხტა გარეგნობას რაღაც საზღვარგარეთული იერი ჰქონდა. მას მოსდევდა გრძელულვაშიანი, უნგრულქურთუკიანი მამაკაცი, ლაქიის კვალობაზე, კარგად ჩაცმული; ვინც იმის მედიდურ, გათამამებულ მიხვრა-მოხვრას მიაქცევდა ყურადღებას, დააცქერდებოდა, თუ როგორ ყრიდა ნაცარს ჩიბუხიდან და უყვიროდა მეეტლეს, არ შეცდებოდა მისი ხელობის გამოცნობაში; ის აშკარად ზარმაცი ბატონის განებივრებული მსახური იყო, რაღაც რუსი ფიგაროს მსგავსი.
_ ერთი მითხარი, გეთაყვა, _ დავუძახე მას ფანჯარაში, _ ,,ოკაზია” ხომ არ მოსულა?
მან თავხედურათ შემომხედა, ყელსახვევი გაისწორა და პირი იბრუნა; მის მაგივრად მის გვერდით მომავალმა სომეხმა ღიმილით მიპასუხა, ჰო, ,,ოკაზია” მოვიდა და ხვალ დილით უკან ბრუნდებაო.
_ მადლობა ღმერთს! _ თქვა მაქსიმ მაქსიმიჩმა, რომელიც ამ დროს ფანჯარასთან მოვიდა.

_ რა საუცხოო ეტლია! _ დაუმატა მან, ალბათ, რომელიმე მოხელე თბილისში მიემგზავრება გამოძიების საწარმოებლად. ეტყობა, არ იცნობს ჩვენს მთებს. ნუ ეხუმრები მათ, ჩემო კარგო! ისინი თუნდ ინგლისურ ეტლს დაგინჯღრევენ.
_ ვინ უნდა იყოს, წავიდეთ, გავიგოთ...
ჩვენ ტალანში გავედით. ტალანის ბოლოში ღია კარი მოჩანდა, იქ, გვერდითა ოთახში, ლაქიას და მეეტლეს ჩემოდნები შეჰქონდათ. 
_ მისმინე, ძმობილო, ვისია ეს საუცხოო ეტლი?.. ჰა?.. _ ჰკითხა ლაქიას შტაბსკაპიტანმა.

_ მშვენიერი ეტლი!.. _ ლაქიას არ მოუხედავს, რარაცას თავისთვის ბურტყუნებდა და თან ჩემოდანს ხსნიდა. მაქსიმ მაქსიმიჩს გული მოუვიდა; მან ხელი შეახო ამ უზრდელ კაცს და უთხრა: შენ გეუბნები, ჩემო კეთლო!.. 
_ ვისია ეტლი?.. ჩემი ბატონისა...
_ შენი ბატონი ვინაა?.. 
_ პეჩორინი...
_ რას ამბობ? რას ამბობ? პეჩორინი?.. აჰ, ღმერთო ჩემო!..

კავკასიაში ხომ არ უმსახურია? წამოიძახა მაქსიმ მაქსიმიჩმა და სახელო მომწია, თვალებში სიხარული უკრთოდა.
_ მგონია, უმსახურია, დიდი ხანი არაა რაც მე მათთან ვარ.
_ ჰო, ჰო!.. გრიგორი ალექსანდროვიჩი... ხომ ასე ეძახიან? მე და შენი ბატონი მეგობრები ვიყავით, _ დაუმატა მან და მეგობრულად მხრებზე ხელი ისე დაარტყა ლაქიას, რომ იგი შეტორტმანდა...
_ უკაცრავად, ბატონო, თქვენ ხელს მიშლით, _ უთხრა მან წარბების შეჭმუხნით. 
_ ეჰ, ძმაო, შენ რა ყოფილხარ!.. იცი, რომ მე და შენი ბატონი გულითადი მეგობრები ვიყავით, ერთად ვცხოვრობდით?.. თვითონ სადღა დარჩა?.. 
მსახურმა გვითხრა, პეჩორინი პოლკოვნიკ ნ-სთან დარჩა ვახშმად და ღამის გასათევადო.
_ აქ არ მოვა ამ საღამოს? _ ჰკითხა მაქსიმ მაქსიმიჩმა: _ ან შენ, ჩემო კეთილო, მასთან ხომ არ წახვალ რაიმესთვის?..

თუ წახვიდე, უთხარი, აქ მაქსიმ მაქსიმიჩია-თქო; ასე უთხარი... მან უკვე იცის... ოთხ აბაზიანს მოგცემ არაყისთვის...
ასეთ მცირედ საჩუქარს რომ შეჰპირდა, ლაქიას სახეზე ზიზღი აღებეჭდა; მაგრამ მაინც დაარწმუნა მაქსიმ მაქსიმიჩი, შევასრულებ თქვენს დავალებასო.
ახლავე მოირბენს...

_ მითხრა მაქსიმ მაქსიმიჩმა გამარჯვებული სახით: _ წავალ, ჭიშკართან დაველოდები... ეჰ, ვწუხვარ, რომ ნ...ს არ ვიცნობ.
მაქსიმ მაქსიმიჩი ჭიშკართან დაჯდა გრძელ სკამზე, მე კი ჩემს ოთახში წავედი. მართალი გითხრათ, მეც, ცოტა არ იყოს, მოუთმენლად ველოდიამ პეჩორინის მოსვლას; თუმცა შტაბსკაპირანის სიტყვების მიხედვით, მასზე არასასურველი წარმოდგენა შემექმნა,მაინც მისი ხასიათის ზოგიერთი თვისება საყურადღებოდ მეჩვენა. ერთი საათის შემდეგ ინვალიდმა ადუღებული სამოვარი და ჩაიდანი შემოიტანა.


_ მაქსიმ მაქსიმიჩ, ჩაი ხომ არ გინდათ? _ დავუძახე ფანჯრიდან.
_ გმადლობთ, არ მინდა.
_ მოდით, დალიეთ! ხომ ხედავთ, უკვე გვიანაა, ცივა.
_ არა უშავს; გმადლობთ...
_ როგორც გენებოთ! _ მე მარტო დავიწყე ჩაის სმა; ხუთი წუთის შემდეგ ჩემი მოხუცი შემოდის.
_ თავენ მართალი ხართ, უკეთესია ჩაი დავლიო, მე კი სულ ველოდი... დიდი ხანია მსახური მასთან წავიდა, მაგრამ, ეტყობა, თვითონ ის რაღაცამ შეაყოვნა.
მან საჩქაროდ გადაყლაპა ერთი ფინჯანი ჩაი, უარი თქვა მეორეზე და ხელახლა ჭიშკართან დაბრუნდა, ცოტა არ იყოს, შეშფოთებული: ცხადი იყო მოხუცს აწუხებდა პეჩორინის უყურადღებობა, მით უმეტეს, რომ სულ ცოტა ხნის წინათ მითხრა, მეგობრები ვიყავითო და ჯერ კიდევ ერთი საათის წინათ დარწმუნებული იყო, რომ ის მოირბენდა, როგორც კი მის სახელს გაიგონებდა.
უკვე გვიან იყო და ბნელოდა, როცა ხელახლა გავაღე ფანჯარა და მაქსიმ მაქსიმიჩს დავუძახე, დროა დაიძინოთ-მეთქი; რაღაც ჩაილუღლუღა; ხელახლა მოვიპატიჟე, მან არაფერი არ მიპასუხა.
მე დივანზე წამოვწექი მაზარაში გახვეული, ხოლო ტახტზე სანთელი დავტოვე; ჩქარა ძილი მომერია და მთელ ღამეს მშვიდად ვიძინებდი, რომ, უკვე ძალიან გვიან, მაქსიმ მაქსიმიჩი ოთახში არ შესულიყო და არ გაეღვიძებინე. მან ჩიბუხი მაგიდაზე დააგდო, სიარული დაწყო, ცეცხლს შეუკეთა ღუმელში. ბოლოს დაწვა, მაგრამ დიდხანს ახველა, აფურთხა, იტრიალა...
_ ბაღლიმჯოები ხომ არ გკბენენ? _ შევეკითხე მე.
_ ჰო, ბაღლინჯოები... _ მიპასუხა მან და ღრმად ამოიოხრა.
მეორე დღეს დილით ადრე გამომეღვიძა, მაგრამ მაქსიმ მაქსიმიჩს დაესწრო. ის ჭიშკართან აღმოვაჩინე, სკამზე მჯდომარე.
_ კომენდატთან უნდა წავიდე, _ მოთხრა მან, _ გეთაყვა, თუ პეჩორინი მოვიდეს, შემატყობინეთ...
აღვუთქვი. ის სირბილით წავიდა, თითქოს მის სხეულს ხელახლა ჭაბუკური ძალა და მოქნილობა შეეძინოს.
დილა გრილი და მშვენიერი იყო.

მთებზე როგორც ჰაეროვანი მთების ახალი წყება, მოვარაყებული ღრუბლები შეგროვილიყო. ჭიშკრის წინ ფართო მოედანი იშლებოდა; იმას იქით მდებარე ბაზარი სავსე იყო ხალხით, იმიტომ რომ კვირა დღე იყო; ფეხშიშველი ოსის ბიჭები, რომელთაც ზურგზე ფიჭის თაფლიანი შულდაკები მოეკიდათ, ჩემ გარშემო ტრიალებდნენ; მე ისისნი გავრეკე: მათთვის როდი მეცალა, მე გულკეთილი შტაბსკაპიტნის უსიამოვნება მაწუხებდა.
არ გასულა ათი წუთიც, და მოედნი ბოლოში გამოჩნდა ის, ვისაც ველოდით. ის მოდიოდა პოლკოვნიკ ნ...სთან ერთად, რომელმაც იგი სასტუმრომდე მოაცილა; შემდეგ პოლკოვნიკი გამოეთხოვა და თვითონ ციხესიმაგრისკენ გაბრუნდა. მე მაშინვე გავუგზავნე მაქსიმ მაქსიმიჩს.
პეჩორინს მისი ლაქია შეეგება და მოახსენა, ახლავე შეაბამენ ეტლსო; შემდეგ მას სიგარების კოლოფი გადასცა, მისგან რამდენიმე განკარგულება მიიღო და წავიდა შესასრულებლად. მისმა ბატონმა სიგარა მოსწია, ორჯერ დაამთქნარა და სკამზე ჩამოჯდა ჭიშკრის მეორე მხარეს. ახლა მისი სურათი უნდა დაგიხატოთ.
ის შუა ტანისა იყო; მისი კარგად მოყვანილი წერწეტი წელი და ფართო ბეჭები ამტკიცებდნენ, რომ მაგარი აგებულებისა იყო, ადვილად გადაიტანდა ხეტიალისა და ჰაერის ცვალებადობისაგან გამომდინარე სიძნელეებს, რომ ის ძლეული არ იყო არც სატახტო ქალაქის გარყვნილი ცხოვრებით, არც სულიერი ქარიშხლებით; დამტვერიანებული ხავერდი სურთუკის ქვეშ, რომელიც მხოლოდ ორ ქვედა ღილზე იყო შეკრული, მოუჩანდა თვალის მომჭრელი სუფთა თეთრეული, რომელიც ამჟღავნებდა, რომ წესიერი ადამიანის ცვეულებები ჰქონდა; მისი გასვრილი ხელთათმანები თითქოს საგანგებოდ იყო შეკერილი მისი პატარაარისტოკრატული ხელებისთვის, და როცა ერთი ხელთათმანი წაიძრო, მე გამაოცა მისმა ფერმკრთალმა, გამხდარმა თითებმა. დაუდევარი ზანტი სიარული იცოდა, მაგრამ მე შევამჩნიე, ხელებს არ იქნევდა, ეს გულჩათხრობილი ხასიათის უტყუარი ნიშანია.

მაგრამ ეს არის ჩემი შენიშვნები, დაფუძნებული ჩემსავე დაკვირვებაზე და სრულიადაც არ მინდა, თქვენ მათი ბრმად მიღება გაიძულოთ. როცა გრძელ სკამზე ჩამოჯდა, მისი სწორი ტანი ისე მოიზნიქა, თითქოს ხერხემალში არც ერთი ძვალი არ ჰქონდეს; მთელი მისი სხეულის მდგომარეობამ რაღაც ნერვიული სისუსტე გამოხატა. ისე იჯდა, როგორც ბალზაკის ოცდაათი წლის კქალი დამღლელი ბალის შემდეგ თავის ბუმბულიან სავარძელში ზის ხოლმე. პირველი შეხედვით, ოცდასამ წელზე მეტს არ მოვცემდი, მაგრამ მზად ვიყავი, ოცდაათიც მიმეცა. მის გაღიმებაში რაღაც ბავშური იყო. ქალივით ნაზი კანი ჰქონდა; ქერა და ბუნებრივად დახუწუჭებული თმა ლამაზად შემორკალვოდა მის ფერმკრთალ, კეთილშობილ შუბლს, რომელზედაც მხოლოდ დიდი დაკვირვები შემდეგ შეამჩნევდით ნაოჭების კვალს; ეს ნაოჭები ერთიმეორეს სერავდა და, ალბათ, გულისწყრომისა და სულიერი შეშფოთების წუთებში ჩანდა უფრო აშკარად. ღია ფერის თმის მიუხედავად, მას შავი ულვაში და წარბები ჰქონდა, _ ესაა ადამიანის ჯიშის მაჩვენებელი, როგორც შავი ფაფარი და შავი ძუა თეთრი ცხენის ჯიშის მაჩვენებელია.

რათა სურათი დავამთავრო, ვიტყვი, რომ ცოტათი აბზეკილი ცხვირი, თვალისმომჭრელი თეთრი კბილები და მუქი თაფლისფერი თვალები ჰქონდა; ამ თვალებზე კიდევ რამდენიმე სიტყვა უნდა ვთქვა.
ერთი რომ, მას თვალები არ უცინოდნენ, როცა თვითონ იცინოდა. _ ნუთუ თქვენ ასეთი უცნაურობა არ შეგიმჩნევიათ ზოგიერთ ადამიანში?.. ეს ან ბოროტი ზნის ნიშანია, ან კიდევ ღრმა, მუდმივი სევდისა. ნახევრად დახრილ წამწამებში ისინი რაღაც ფოსფორისებურად ელვარებდნენ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს არ იყო სულიერი ცეცხლის ან ცელქი ფანტაზიის ანარეკლი: ეს იყო ელვარება, გლუვი ფოლადის მსგავსი _ თვალისმომჭრელი, მაგრამ ცივი; მისი სწრაფი, მაგრამ გამსჭვალავი და მძიმე შემოხედვა არასასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქო მოურიდებელ კითხვას იძლევაო, და კადნიერი მოგეჩვენებოდათ, რომ ესოდენ გულგრილად წყნარი არ ყოფილიყო. ყველა ეს შენიშვნა თავში, ალბათ, მხოლოდ იმიტომ მომივიდა, რომ მე ვიცოდი მისი ცხოვრების ზოგიერთი წვრილმანი და შეიძლება სხვა კაცზე მის გარეგნობას სრულიად სხვანაირი შთაბეჭდილება მოეხდინა; მაგრამ, რადგან მის შესახებ სხვებისგან ვერაფერს გაიგონებთ, ძალაუნებურად უნდა დასჯერდეთ ამ სურათს.

ბოლოს ვიტყვი, რომ ის, საერთოდ, ლამაზი კაცი იყო და ისეთი ორიგინალური ფიზიონომია ჰქონდა, რომელიც განსაკუთრებით მოსწონთ მაღალი წრის ქალებს.
ცხენები უკვე შებმულები იყვნენ; ზანზალაკი ხანდახან წკარუნებდა ოდრიკალის ქვეშ, ხოლო ლაქია უკვე ორჯერ მოვიდა პეჩორინთან, რათა მოეხსენებინა, ყოველივე მზად არისო; მაქსიმ მაქსიმიჩი კი ჯერ არ ჩანდა.

საბედნიეროდ, პეჩორინი ფიქრებში იყო წასული, კავკასიონის ლურჯ კარჩხალებს უცქეროდა და, როგორც ეტყობოდა, სრულიადაც არ ჩქარობდა გამგზავრებას. მე მივუახლოვდი:
_ თუ ცოტათი დაცდას ისურვებთ, ძველ მეგობართან შეხვედრის სიამოვნება გელით... _ ვუთხარი მას.
_ ჰო, მართლა, _ სწრაფად მიპასუხა მან, _ გუშინ მითხრეს, მაგრამ სად არის? _ მე უკან მივიხედე, მოედნისკენ, და დავინახე, რომ მაქსიმ მაქსიმიჩი ქუდმოგლეჯილი მორბოდა... რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე ჩვენთან იყო; ძლივს სუნთქავდა, ოფლი სახიდან წურწურით ჩამოსდიოდა; ჭაღარა თმა გასწეწოდა; მუხლები უკანკალებდა... უნდოდა გადახვეოდა პეჩორინს, მაგრამ ამ უკანასკნელმა, ცოტა არ იყოს, ცივად, თუმცა მეგობრული ღიმილით, გაუწოდა ხელი. შტაბსკაპიტანი ერთი წუთით სახტად დარჩა, მაგრამ შემდეგ ორივე ხელით ხარბად მოეჭდა მის ხელს, მას ჯერ კიდევ არ შეეძლო ლაპარაკი.
_ როგორი მოხარული ვარ, ძვირფასო მაქსიმ მაქსიმიჩ! როგორ ცხოვრობთ? _ ჰკითხა პეჩორინმა.
_ შენ?.. თქვენ?..

_ წაილუღლუღა თვალცრემლიანმა მოხუცმა... _ რამდენმა წელმა... რამდენმა დღემ გაიარა... მაგრამ საით?..
_ სპარსეთში მივდივარ, და კიდევ იქით...
_ ნუთუ ახლავე?.. დაიცადეთ, უძვირფასესო!.. ნუთუ ახლავე გავშორდებით ერთმანეთს?.. რამდენი ხანია ერთმანეთი არ გვინახავს.
_ მაგვიანდება, მაქსიმ მაქსიმიჩ, _ ასეთი იყო პასუხი.


_ ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! საით მიიჩქარით ასე? მე თქვენთვის ბევრი რამის თქმა მინდოდა... ბევრის გამოკითხვა... სამსახურიდან გამოხვედით?... როგორ?.. რას აკეთებდით?..
_ მოწყენილი ვიყავი, _ უპასუხა პეჩორინმა ღიმილით.
_ გახსოვთ თუ არა ჩვენი ცხოვრება ციხესიმაგრეში?.. საუცხოო ქვეყანაა სანადიროდ... თქვენ ხომ სროლა გიყვარდათ...

ბელა?..
პეჩორინი ოდნავ გაფითრდა და მიბრუნდა...
_ ჰო, მახსოვს, _ თქვა მან და თითქმის მაშინვე ზალდატანებით დაამთქნარა...
მაქსიმ მაქსიმიჩმა ხვეწნა დაუწყო, კიდევ ორიოდე საათი დარჩიო.
_ მშვენივრად ვისადილებთ, _ უთხრა მან, ორიოდე ხოხობი მაქვს; კახური კი აქ საუცხოოა... რასაკვირველია, ისეთი არაა, როგორც საქართველოში, მაგრამ საუკეთესო ხარისხისაა. ვისაუბრებთ... თქვენ მიამბობთ, როგორ ცხოვრობდით პეტერბურგში... ჰა?..
_ მართალი გითხრათ, საამბობი არაფერი მაქვს, ძვირფასო მაქსიმ მაქსიმიჩ... მაშ, მშვიდობით, დროა... მეჩქარება...

გმადლობთ, რომ არ დამივიწყეთ... _ დაუმატა მან და ხელზე მოჰკიდა ხელი.
მოხუცმა წარბები შეჭმუხნა... შეწუხებული და გულმოსული იყო, თუმცა ცდილობდა ამის დამალვას.
_ დავიწყება!.. _ წაიბუტბუტა მან, _ მე კი არაფერი არ დამვიწყებია... როგორც გენებოთ... მაგრამ ასე არ ველოდი თქვენთან შეხვედრას...
_ კარგი, კარგი! _ უთხრა პეჩორინმა და მეგობრულად გადაეხვია: _ ნუთუ მე იგივე არა ვარ?.. რა გაეწყობა? ყველას თავისი გზა აქვს...

ღმერთმა იცის შევეყრებით თუ არა კიდევ ერთმანეთს... _ როცა ამ სიტყვებს ამბობდა, უკვე ეტლში იჯდა, ხოლო მეეტლემ უკვე სადავეებს მოჰკიდა ხელი. 
_ დაიცა, დაიცა! _ დაიყვირა უცებ მაქსიმ მაქსიმიჩმა და ეტლის კარს ჩაეჭიდა, _ კინაღამ დამავიწყდა... მე თქვენი ქაღალდები დამრჩა, გრიგორი ალექსანდროვიჩ... თან დავათრევ... მეგონა, საქართველოში გნახავდით და, აი, სად შეგვახვედრა ღმერთმა... რა ვუყო ამ ქაღალდებს?..
_ რაც გენებოთ! _ უპასუხა პეჩორინმა.

_ მშვიდობით!
_ მაშ სპარსეთში მიდიხართ?.. როდის დაბრუნდებით?.. _ უყვიროდა მაქსიმ მაქსიმიჩი.
ეტლი უკვე მოშორებით იყო; მაგრამ პეჩორინმა ხელით ანიშნა რაღაც, რაც შეიძლებოდა შემდეგნაირად გადაგვეთარგმნა: საეჭვოა! ანდა, რა საჭიროა?..
დიდი ხანია უკვე არ ისმოდა არც ზანზალაკის წკრიალი, არც თველბის რახუნი კაჟიან გზაზე, საბრალო ბებერი კი იმავე ადგილას იდგა ღრმად ჩაფიქრებული.
_ ჰო, _ თქვა ბოლოს და სცადა გულგრილი გამომეტყველება მიეღო, თუმცა წყენის ცრემლი დროგამოშვებით ციმციმებდა მის წამწამებზე: _ რასაკვირველია, ჩვენ მეგობრები ვიყავით, მაგრამ რანი არიან მეგობრები ჩვენს საუკუნეში!.. რა ვარ მე მისთვის? არც მდიდარი ვარ, არც მაღალჩინოსანი, ასაკითაც შეუფერებელი ვარ... შეხედე, როგორი ფრანტი გამხდარა, რაკი ხელახლა პეტერბურგში მოხვედრილა. რა ეტლია... რამდენი ტვირთი უძევს!..

და ლაქიაც როგორი ამაყია!.. _ ეს სიტყვები ირონიული ღიმილით იყო წარმოთქმული. _ ერთი მითხარით, _ განაგრძო მან და მიმობრუნდა, _ რას ფიქრობთ თქვენ ამის შესახებ?.. რა ეშმაკი მიაქანებს ახლა სპარსეთისაკენ... სასაცილოა, ღმერთმანი, სასაცილოა! მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ის თავქარიანი კაცია, რომელზედაც იმედის დამყარება არ შეიძლება... სამწუხაროა, რომ ცუდად გაათავებს... არც შეიძლება სხვანაირად მოხდეს...

მე ყოველთვის მითქვამს, რომ ძველი მეგობრების დავიწყება არ ეგების! _ აქ მან პირი იბრუნა, რათა მღელვარება დაემალა, და ეზოში დაიწყო სიარული თავისი ფორნის გარშემო, ვითომდა ბორბლებს ათვალიერებდა, ნამდვილად კი მისი თვალები ყოველ წუთს ცრემლებით ივსებოდა. 
_ მაქსიმ მაქსიმიჩ, _ ვუთხარი მე, _ რა ქაღალდები დაგიტოვათ პეჩორინმა?
_ ღმერთმა იცის მისი თავი! რაღაც ჩანაწერები...
_ რისთვის გამოიყენებთ?
_ ვაზნებს გავაკეთებინებ.
_ მომეცით, უკეთესია.
იმან გაოცებით შემომხედა, რაღაც წაილუღლუღა და ხელის ფათური დაიწყო ჩემოდანში; აი, ერთი რვეული ამოიღო და ზიზღით გადააგდო მიწაზე; შემდეგ მეორეს, მესამეს, მეათეს იგივე ბედი ეწვია; მის გულისწყრომაში იყო რაღაც ბავშური; მე მეცინებოდა და თანაც მებრალებოდა... 
_ აი, სულ აქ არის, _ მითხრა მან, _ მოგილოცავთ, კარგი რამ მოიძიეთ...
_ და სემიძლია სურვილისამებრ გამოვიყენო?
_ თუნდაც გაზეთებში დაბეჭდეთ. რა მესაქმება!.. მე რა, მისი მეგობარი ვარ თუ ნათესავი? მართალია, დიდხანს ვცხოვრობდით ერთ ჭერქვეშ... მაგრამ ცოტა ვინმესთან მიცხოვრია?..
მე ხელი ვტაცე ქაღალდებს და საჩქაროდ წავიღე, რადგან მეშინოდა, არ ინანოს შტაბსკაპიტანმა-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ გამოგვიცხადეს, ერთი საათის შემდეგ ,,ოკაზია” დაიძრებაო; მე ვუბრძანე, ცხენები შეებათ.

შტაბსკაპიტანი ოთახში შემოვარდა, როცა ქუდს ვიხურავდი; როგორც ეტყობოდა არ ემზადებოდა გასამგზავრებლად. მას რაღაც ძალდატანებული ცივი გამომეტყველება ჰქონდა.
_ თქვენ, მაქსიმ მაქსიმიჩ, განა არ მოდიხართ?
_ არა.
_ რატომ?
_ ჯერ კომენდანტი არ მინახავს, მე ზოგიერთი სახაზინო ნივთი მაქვს ჩასაბარებელი.
_ კი, მაგრამ ხომ იყავით მასთან?
_ ვიყავი, რასაკვირველია, _ თქვა მან ბორძიკით, _ მაგრამ შინ არ იყო...

მე კი ვერ დავუცადე. 
მე გავუგე: საბრალო მოხუცმა, შეიძლება თავის სიცოცხლეში, სამსახურის საქმეს თავი დაანება ,,საკუთარი საჭიროებისთვის”, ქაღალდის ენით რომ ვთქვათ... და როგორ იქნება მერე დაჯილდოებული! 
_ ძალიან ვწუხვარ, _ ვუთხარი მას, _ ძალიან ვწუხვარ, მაქსიმ მაქსიმიჩ, რომ ჩვენ ნაადრევად უნდა გავშორდეთ ერთმანეთს. 
_ რას გამოგედევნებით ჩვენ, გაუნათლებელი ბერიკაცები!... თქვენ მაღალი საზოგადოების ამპარტავანი საზოგადოება ხართ: სანამ ჩერქეზების ტყვიები გემუქრებათ, კიდევ რაღაცას ჰგავხართ...

შემდეგ კი თუ კაცი სეგხვდებათ, ხელის გამოწოდებაც კი გრცხვენიათ ჩვენისთანებისთვის. 
_ მე საყვედური არ დამიმსახურებია, მაქსიმ მაქსიმიჩ. 
_ ეს ისე ვთქვი, სიტყვამ მოიტანა. გისურვებთ ყოველგვარ ბედნიერებას და მხიარულ გზას!.. 
ჩვენ ერთმანეთს საკმაოდ ცივად გამოვემშვიდობეთ. გულკეთილი მაქსიმ მაქსიმიჩი ჯიუტ, ბუზღუნა შტაბსკაპიტანად იქცა. და რატომ? იმიტომ რომ პეჩორინმა გაფანტულობისა თუ სხვა მიზეზის გამო მას ხელი გაუწოდა, მაშინ, როცა თვითონ უნდოდა გადახვეოდა.

სამწუხარო სანახავია, როცა ჭაბუი კარგავს თავის საუკეთესო იმედებსა და ოცნებებს, როცა მის წინაშე აიხდება ვარდისფერი ფარდა, რომელშიც ის გასცქეროდა ადამიანურ საქმეებსა და გრძნობებს, თუმცა არის იმედი, რომ ის ძველ ცდომილებას შეცვლის ახლით, არანაკლებ წარმავლით, მაგრამ, სამაგიეროდ, არანაკლებ ტკბილით... მაგრამ რით შეიძლება მისი შეცვლა მაქსიმ მაქსიმიჩის ასაკში? ძალაუნებურად გული გაქვავდება, ხოლო სული დაიხშობა... 
მე მარტოკა გავემგზავრე.


პეჩორინის დღიური

წინასიტყვაობა
ამ ცოტა ხნის წინათ გავიგე, რომ პეჩორინი მომკვდარა სპარსეთიდან უკან დაბრუნების დროს. ამ ამბავმა ძალიან გამახარა: უფლება მომეცა, დამებეჭდა ეს ნაწერები, და მე გამოვიყენე შემთხვევა, ჩემი სახელი მომეწერა სხვისი ნაწარმოების ქვეშ. ღმერთმა ქნას, რომ მკითხველებმა არ დამსაჯონ ასეთი უმანკო თაღლითობისთვის.
ახლა რამდენიმედ უნდა ავხსნა მიზეზები, რომელთაც მაიძულეს, საზოგადოებას გავუზიარო ისეთი ადამიანის გულის საიდუმლოებანი, რომელთანაც არასოდეს ნაცნობობა არ მქონია. კარგი იქნებოდა, მისი მეგობარი მაინც ვყოფილიყავი: ნამდვილი მეგობრის ვერაგული მოურიდებლობა ყველასთვის გასაგებია; მაგრამ ჩემს სიცოცხლეში ის მხოლოდ ერთხელ შემხვდა დიდ გზაზე; მაშასადამე, არ შემიძლია, მის მიმართ ის აუხსნელი სიძულვილი მქონდეს, რომელიც მეგობრების ნიღაბს იფარებს და მხოლოდ საყვარელი არსების სიკვდილს ან უბედურებას ელის, რათა მას თავზე სეტყვასავით საყვედურის, რჩევა-დარიგების, დაცინვის და შებრალების სიტყვები დააყაროს.
როცა ამ ნაწერებს ვკითხულობდი, მე დავრწმუნდი, რომ ეს ადამიანი, რომელიც ასე შეუბრალებლად აფენდა გარეთ თავის სისუსტეს და ბიწიერებას, გულწრფელი ყოფილა. შეიძლება ადამიანის სულის ისტორია, თუნდაც ძალიან პატა რა სულისა, თითქმის უფრო საინტერესო და სასარგებლო იყოს მთელი ერის ისტორიაზე, განსაკუტრებით, როდესაც იგი შედეგია დამჯდარი გონების დაკვირვებისა თავის თავზე და როდესაც იგი არაა დაწერილი პატივმოყვარე სურვილის
კარნახით, რათა თანაგრძნობა ან გაკვირვება გამოიწვიოს.

რუსოს აღსარებას უკვე ის ნაკლი აქვს, რომ იგი მას თავის მეგობრებს უკიტხავდა.
ამრიგად, მხოლოდ სარგებლობის მოტანის სურვილმა მაიძულა დამებეჭდა ნაწყვეტები ამ დღიურისა, რომელიც შემთხვევით ჩამივარდა ხელში. თუმცა საკუთარი სახელები შევცვალე, მაგრამ ისინი, ვის შესახებაც აქ ლაპარაკია, ალბათ,
თავიანთ თავს იცნობენ და შეიძლება, მათ გამართლება უპოვონ ყოფაქცევას, რომელშიც აქამდე ბრალს სდებდნენ ამჟამად ამქვეყნიდან წასულ ადამიანს. ჩვენ თითქმის ყოველთვის ვამართლებთ იმას, რაც ჩვენთვის გასაგებია.
მე ამ წიგნში მხოლოდ ის მოვათავსე, რაც პეჩორინის კავკასიაში ყოფნას შეეხება. ჩემს ხელთ დარჩა კიდევ ერთი სქელი რვეული, სადაც ის მთელ თავის ცხოვრედას მოგვითხრობს. ოდესმე ისიც გადაეცემა საზოგადოების სამჯავროს; მაგრამ ამჟამად, მრავალი მნიშვნელოვანი მიზეზის გამო, ვერ გამიბედავს ეს პასუხისმგებლობა ვიკისრო.
შეიძლება ზოგიერთმა მკითხველმა ისურვოს ჩემი აზრის გაგება პეჩორინზე. ჩემი პასუხი ამ წიგნის სათაურია. ,, ეს ხომ ბოროტი ირონიაა!” _ იტყვიან ისინი.

არ ვიცი.

1

ტ ა მ ა ნ ი
ტამანი უსაძგლესი ქალაქია ზღვისანაპირო ქალაქთა შორის რუსეთსი. მე იქ კინაღამ შიმშილით მოვკვდი, ამას გარდა,წყალში დახრჩობაქ მომინდომეს. ჩავედი მე იქ ფოსტის ზხენებით გვიან საღამოს. მეეტლემ დაღლილი ტროიკა იმ ერთადერთი ქვის სახლის ჭიშკაღთან გააჩერა, რომელიც ქალაქის შესასვლელში დგას, ახლადგამოფხისლებულმა გუშაგმა, შავი ზღვის სანაპიროს კაზაკმა, ზარის წკრიალით გამოღვიძებულმა, ველური ხმით დაიძახა: ,,ვინ არის?” გამოვიდნენ ურიადნიკი და ათისთავი, მე მათ ავუხსენი, ოფიცერი ვარ, მოქმედ ჯარში მივდივარ ხელისუფლების დავალებით-მეთქი, და სახაზინო ბინა მოვითხოვე. ათისთავმა ქალაქში წამიყვანა. რომელ ქოხსაც კი მივადექით, დაკავებული აღმოჩნდა. იცოდა, მე სამი ღამე არ მიძინია, გაწვალებული ვიყავი და ბრაზი მომერია: ,,სადმე წამიყვანე, ავაზაკო, თუნდ ეშმაკთან, მხოლოდ დამაბინავე!” _ დავუყვირე მე.

,,არის კიდევ ერთი ბინა, _ მიპასუხა ათისთავმა კეფის ფხანით, _ მხოლოდ თქვენს კეთილშობილებას არ მოეწონება; იქ უწმინდურებაა”. უკანასკნელი სიტყვის ზუსტი მნიშვნელობა არ გამიგია, ისე ვუბრძანე, წინ გამიძეხ-მეთქი. დიდხანს ვიარეთ ტალახიან ქუჩაბანდებში, სადაც ორივე მხრით მხოლოდ ძველი ღობეები ჩანდა, და ბოლოს მომცრო ქოხს მივადექით, ზედ ზღვის პირას. 
ჩემი ახალი ბინის ჩალის სახურავს და თეთრ კედლებს ბადრი მთვარე ანათებდა: ეზოში, რომელსაც ყორე ჰქონდა შემოვლებული, მეორე ქოხი იდგა, წაფერადებული და პირველზე უფრო მცირე და დაძველებული. თითქმის მის კედლებთან ხრამი იწყებოდა, ხოლო ქვემოთ ზღვის მუქი ლურჯი ტალღები ბუტბუტებდნენ შეუჩერებლივ. მთვარე წყნარად უცქეროდა მოუსვენარ, მაგრამ მის მორჩილ სტრიქონს, და მე მის შუქზე, შორს ნაპირიდან, გავარჩიე ორი გემი, რომელთა შავი ანძები, ობობას ქსელის მსგავსად, უძრავად იხატებოდნენ ცის ტატნობის ფერმკრთალ ზოლზე. ,,ნავსადგურში გემებია, _ გავიფიქრე მე, _ ხვალ გელანჯიკაში გავემგზავრები”.
მსახურად ხაზის კაზაკი მყავდა.

ვუბრძანე, ჩემოდნები გადმოიღე და მეეტლე გაუშვი-მეთქი, და და სახლის პატრონს დავუძახე. დუმან. დავაკაკუნე _ დუმან... ეს რა არის? ბოლოს დერეფნიდან ბიჭი გამოძვრა, ასე, თოთხმეტი წლისა იქნებოდა.
,,სადაა სახლი პატრონი?” ,,არ არის”.

,,როგორ? სრულიად არ არის?” ,,სრულიად”. ,,დიასახლისი?” ,,გარეუბანში წავიდა”. ,,მაშ, კარს ვინ გამიღებს?” _ ვთქვი მე და კარს ფეხი ვკარი.

ის თვითო გაიღო; ქოხიდან სინესტის სუნი მაცა. წუმწუმის ასანთი გავკარი და ბიჭს ცხვირთან მივუტანე: ასანთმა ორი თეთრი თვალი გაანათა. ის ბრმა იყო, დაბადებით თვალისჩინდაკრული. ჩემ წინ იდგა უმოზრაოთ და მე მისს ახის ნაკვთებს დავაკვირდი.
უნდა ვაღიარო, რაღაც წინასწარ ვარ განწყობილი ყველა ბრიმს, ბრუტიანის, ყრუს, მუნჯის, უფეხოს, უხელოს, კუზიანის და სხვა ასეთების წინააღმდეგ. შემიმჩნევია რომ არსებობს რაღაც უცნაური დამოკიდებულება ადამიანის გარეგნობასა და მის სულს შორის: თიტქოს სხეულის ასოს დაკარგვასთან ერთად სული რომელიმე გრძნობას კარგავს.
ამრიგად, მე ბრმის სახის თვალიერება დავიწყე; მაგრამ რას მიბრძანებთ წავიკითხო სახეზე, რომელსაც თვალები არ აქვს?... დიდხანს ვუცქერდი უნებური სიბრალულით, რომ უცებ მის თხელ ტუჩებს ოდნავ სესამჩნევმა რიმილმა გადაურბინა, რამანივთც, არ ვიცი რად, ჩემზე ოდნავ არასასიამოვნო შთაბეჭდილება მოახდინა. თავში ეჭვი დამებადა, ეს ბრმა არც ისე ბრმაა, როგორც ჩანს-მეთქი; ამაოდ ვცდილობდი, ჩემი თავი დამეჯერებინა, რომ თვალზე ლიბრის ხელოვნური გადაკვრა შეუძლებელია, და ან კი ამას რა მიზანი უნდა ჰქონდეს? მაგრამ რა გაეწყობა? მე ხშირად ვემორჩილები გულისთქმას...
`შენ სახლის პატრონის შვილი ხარ?”_ ვკითხე ბოლოს.

`არა”. `მას ვინა ხარ?” `ობოლო, უპატრონო”. ` დიასახლისს შვილები ჰყაავს?” `არა; ქალი ჰყავდა, ზღვის იქით გაიპარა თათართან ერთად”. `რომელ თათართან?” `ეშმაკმა იცის მისი თავი. ყირიმელი თათარი იყო, მენავე, ქერჩიდან”.
ქოხში შევედი; მთელ მის ავეჯეულობას ორი სკამლოგინი, მაგიდა და ღუმელთან მიდგმული უზარმაზარი სკივრი შეადგენდა. კედელზე არც ერთი ხატი არ ეკიდა_ეს ცუდი ნიშანი იყო. გატეხილ მინაში ზღვის ქარი იჭრებოდა.

ჩემოდნიდან სანთლის ნამწვი ამოვიღე, ავანთე და ნივთების დალაგება დავიწყე:კუთხეში ხმალი და თოფი მივაყუდე, მაგიდაზე დამბაჩები დავდე, სკამლოგინზე ნაბადი გავშალე, ხოლო კაზაკმა თავისი ნაბადი მეორე სკამლოგინზე გაშალა; ათი წუთის შემდეგ მან ხვრინვა ამოუშვა, მე კი არ დამეძინა ჩემ წინ სიბნელეში თეთრთვალებიანი ბიჭი ტრიალებდა. დაახლოებით ერთმა საათმა განვლო. ფანჯარაში მთვარე ანათებდა, მისი შუქი ქოხის მიწურ იატაკზე თამაშობდა. უცებ იატაკის განათებულ ზოლზე ჩრდილმა გადაირბინა. წამოვდექი და ფანჯარაში გავიხედე: ვიღაცამ მეორეჯერ გაირბინა და, ღმერთმა იცის, სად მიიმალა. მე არ შემეძლო წარმომედგინა, რომ მან ფლატეზე ჩაირბინა, მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა. წამოვდექი, ახალუხი წამოვისხი, ხანჯალი შემოვირტყი და ფეხაკრეფით გავედი ქოხიდან; ჩემკენ ბრმა ბიჭი მოდიოდა.

მე ღობეს ავეკარი, მან კი მტკიცე, ფრთხილი ნაბიჯით ჩამიარა. იღლიით რაღაც ბოხჩა მიჰქონდა, ნავსადგურისაკენ შეუხვია და ქვევით დაეშვა ვიწრო, დაქანებული ბილიკით. ,,იმ დღეს მუნჯნი ამეტყველდებიან, ხოლო ბრმანი თვალთ აახელენ”, გავიფიქრე მე და უკან დავედევნე ისეთ მანძილზე, რომ თვალთაგან არ მიმფარებოდა.
ამასობაში მთვარე ღრუბლებში გაეხვია, ხოლო ზღვაზე ნისლი აიშალა; ფარანი ოდნავ ბჟუტავდა უახლოესი გემის კიჩოზე; ნაპირს აქაფებული ზვირთები სცემდა, თითქოს წალეკვით ემუქრებოდა. მე ფლატეზე დიდი გაჭირვებით ვეშვებოდი და აი, რა დავინახე: ბრმა შეჩერდა, შემდეგ მარჯვნივ შეუხვია; ისე ახლოს მიდიოდა ზღვიდან, რომ გეგონებოდათ, აი ტალღა გაიტაცებს და ჩანთქავსო: მაგრამ, ეტყობა, ეს მისი პირველი გასეირნება არ იყო, ისე მტკიცედ მიაბიჯებდა ქვიდან ქვაზე და მხარს უქცევდა ოღროცოღროებს. ბოლოს შეჩერდა, თითქოს რაღაცას ყური მიაპყრო, მიწაზე დაჯდა და გვერდით ბოხჩა დაიდო. მე თავლს ვადევნებდი მის მოძრაობას; ცხვიწაწეულ კლდეს ვიყავი ამოფარებული. რამდენიმე წუთის შემდეგ მოპირდაპირე მხრიდან თეთრი ფიგურა გამოჩნდა, ბრმასთან მივიდა და მის გვერდით დაჯდა.

ქარს დროგამოშვებით ჩემთან მოჰქონდა მათი საუბარი.
_ დახე, ბრმავ, _ მოისმა ქალის ხმა, _ ძლიერი ქარიშხალია; იანკო არ მოვა.
_ იანკოს ქარიშხლის არეშინია, _ უპასუხა მან.
_ სქელი ნისლი წვება, ხელახლა უპასუხა ქალის ხმამ სევდიანად.
_ ნისლში უფრო ადვილია სადარაჯო გემების გვერდით გავლა.
_ რომ დაიხრჩოს?
_ რა ვუყოთ? კვირას ეკლესიაში ისე წახვალ, რომ ახალ ლენტს ვეღარ გაიკეთებ.
დუმილი ჩამოვარდა; მე ერთმა რამემ გამაკვირვა; ბრმა მე წინათ უკრაინულად მელაპარაკებოდა, ახლა კი სუფთა რუსული ენით საუბრობდა.
_ ხედავ, მე მართალი ვარ, _ თქვა ხელახლა ბრმამ და ტაში შემოჰკრა; _ იანკოს არ ეშინია არც ზღვისა, არც ქარებისა. არც ნისლისა, არც სანაპირო დარაჯებისა; აბა ყური დაუგდე: ეს წყლის შხაპუნი კი არაა, მე ვერ მომატყუებ, ეს მისი გრძელი ნიჩბებია.
ქალი წამოხტა და შორს წაიღო ცქერა შეშფოთებული სახით.
_ შენ ბოდავ, _ თქვა მან, _ მე ვერაფერს ვხედავ.
უნდა გამოტყდე, რომ, რაც შემეძლო, ვცდილობდი, შორს, სივრცეში, ნავისმაგვარი რამ აღმომეჩინა, მაგრამ ამაოდ. ასე განვლო ათმა წუთმა; და აი, ზვირთების მთებს შორის შავი წერტილი გამოჩნდა; ის ხან დიდდებოდა, ხან პატარავდებოდა. ნავი ნელა ადიოდა ზვირთების ქედზე, ჩქარა ეშვებოდა იქიდან და თანდათან უახლოვდებოდა ნაპირს. გამბედავი უნდა ყოფილიყო მენავე, რომელსაც გადაეწყვიტა სრუტე გაეცურა ასეთ ღამეში ოცი ვერსის მანძილზე, და მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო ამის მაიძულებელი მიზეზი. ამ ფიქრებში წასული, მე უნებური გულის ძგერით ვუცქეროდი საბრალო ნავს; ის კი იხვივით ჩაყურყუმელავდებოდა, ხოლო შემდეგ ნიჩბების მოქნევით, თითქოს ფრთებიაო, სწრაფად უფსკრულიდან ისევ ამოხტებოდა ხოლმე ქაფის შხეფებს შორის. მეგონა, გაქანებული დაეტაკება ნაპირს და ნამსხვრევებად იქცევა-მეთქი, მაგრამ ის ცქვიტად მოტრიალდა გვერდით და პატარა ყურეში შეხტა უვნებლივ.

იქიდან გადმოვიდა შუა ტანის მამაკაცი, რომელსაც თატრული კრაველის ქუიდ ეხურა; მან ხელი გაიქნია და სამთავემ რაღაცის გადმოლაგება დაიწყო ნავიდან; ტვირთი იმდენად დიდი იყო, რომ დღემდე ვერ გამიგია, როგორ არ ჩაიძირა ნავი. თითოეულმა მხრებზე თითო ფუთა გაიდო, შემდეგ ნაპირს გაჰყვნენ და ჩქარა თვალთაგან მიეფარნენ. შინ უნდა დავბრუნებულიყავი; მაშინ გულახდილად ვიტყვი, რომ ამ უცნაურმა ამბებმა შემაშფოთა, და დილამდე მოუსვენრად ვიყავი.
ჩემს კაზაკს დიდად გაუკვირდა, როცა გაღვიძებისთანავე ჩაცმული დამინახა; მაგრამ მე ამის მიზეზი როდი ვუთხარი. კარგა ხანს ვტკბებოდი სანახაობით, რომელიც ფანჯრიდან იშლებოდა: ღრუბლის ქულებით დაფენილი ცით და ყირიმის შორეული ნაპირით, რომელიც სოსანისფერ ზოლად მოიკლაკნებოდა და ციცაბო კლდით თავდებოდა; ამ კლდის თავზე თეთრად კიაფობდა შუქურას კოშკი.

შემდეგ ფანაგორიის ციხესიმაგრეში წავედი, რათა კომენდატისაგან გამეგო, როდის გამამგზავრებდნენ გელენჯიკაში.
სამწუხაროდ, კომენდანტმა ვერაფერი მითხრა გადაჭრით. ნავსადგურში მდგომი გემები ან სადარაჯონი იყვნენ, ან სავაჭრონი, რომელთაც ჯერ არცკი დაეწყოთ დატვირთვა. ,,შეიძლება სამი-ოთხი დღის შემდეგ საფოსტო გემი მოვიდეს, _ მითხრა კომენდატმა, _ მაშინ ვნახოთ” შინ პირქუში და გულმოსული დავბრუნდი.

კარებში ჩემი კაზაკი შემხვდა შეშინებული სახით.
_ საქმე ცუდადაა, თქვენო კეთილშობილებავ! _ მიტხრა მან.
_ ჰო, ძმაო, ღმერთმა იცის, როდის წავალთ აქედან! 
აქ ის კიდევ უფრო შეშფოთდა, ჩემკენ დაიხარა და ჩურჩულიტ მითხრა:
_ აქ უწმინდურობაა. დღეს შავი ზღვის ნაპირელი ურიადნიკი შემხვდა; ჩემი ნაცნობია _ შარშან რაზმში იყო; როცა ვუამბე, ტუ სად გავჩერდით, მითხრა: ,,იქ ძმაო, უწმინდურობაა, ბოროტი ადამიანები ცხოვრობენო!..” და, მართლაც, ეს რანაირი ბრმაა! ყველგან მარტოდმარტო დადის, ბაზარშიც, პურისთვისაც, წყლისთვისაც... ეტყობა, აქ მას შეჩვეულნი არიან.
_ მერე? დიასახლისი თუ გამოცნდა მაინც? 
_ დღეს, თქვენი აქ არ ყოფნის დროს, დედაბერი მოვიდა, ხოლო მასთან ერთად ქალიშვილიც.
_ რომელი ქალისვილი? მას ქალისვილი არ ჰყავს.
_ ღმერთმა იცის მისი თავი: ვინაა, თუ მისი ქალიშვილი არაა; აი, ახლა დედაბერი თავის ქოხში ზის.
მე ქოხში შევედი. ღუმელი გახურებული იყო, იხარშებოდა სადილი, რომელიც საკმაოდ უხვი იყო ღარიბებისთვის. Yყელა ჩემს კიტხვაზე დედაბერი მიპასუხებდა, ყრუ ვარ, არ მესმისო. რა უნდა მექნა? მე მივმართე ბრმას, რომელიც ღუმელთან იჯდა და ცეცხლში ფიჩხს უკეთებდა. ,,შენ კი, ბრმა ჭინკავ, მიამბე, სად ეთრეოდი ღამე ბოხჩით?” ვუთხარი მას და ყური ავუწიე.

ჩემმა ბრმამ უცებ ტირილი, ყვირილი, ოხვრა დაიწყო: ,,რას არ მოიგონებენ, და ისიც უპატრონო ბავშვზე! რას ერჩით? რა დაგიშავათ?” მე ამან თავი მომაბეზრა და გარეთ გავედი; მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ ამ ამოცანის გასაღები მეპოვა.
ნაბადში გავეხვიე, ქვაზე ჩამოვჯექი ღობესთან და შორს დავიწყე ცქერა; ჩემს წინ ღამის ქარიშხლით აღელვებული ზღვა იშლებოდა. მისმა ერთფეროვანმა ხმაურობამ, დასაძინებლად გამზადებული ქალაქის დრტვინვის მსგავსმა, ძველი წლები მომაგონა და ჩემი აზრები ჩრდილოეთისკენ გადაიტანა, ჩვენს ცივ სატახტო ქალაქში. მოგონებებით აღელვებული, თავდავიწყებას მივეცი... ასე განვლო საათმა, შეიძლება მეტმაც... უცებ სმენა რაღაც სიმღერის მსგავსმა მიიპყრო. მართლაც ეს სიმღერა იყო, ქალის წკრიალა ხმა ისმოდა, მაგრამ საიდან?.. ყური დავუგდე _ ჰანგი შეწყობილი იყო, ხან გაბმული და სევდიანი, ხან აჩქარებული და მკვირცხლი.

მიმოვიხედე _ ახლომახლო არავინ იყო; ხელახლა დავაყურე _ ხმები თითქოს ზეციდან ცვიოდა. ზემოთ ავიხედე: ჩემი ქოხის სახურავზე ქალიშვილი იდგა, ზოლებიან ტანსაცმელში გამოწყობილი, ნაწნავებგასლილი, ნამდვილი ალქაჯი. თვალები მზის სხივებისაგან ხელისგულით დაეფარა, შორს იცქირებოდა, ხან იცინოდა და თავის თავს ელაპარაკებოდა, ხან ისევ სიმღერას იწყებდა: 
თავისუფალ სილაღეზე,
მწვანე, მწვანე ზღვაზე
დაცურავენ ხომალდები
სიხარულით სავსე.
იმათ შორის არის ჩემი
პაწაწინა ნავი,
სულ უბრალოს ამკობს მხოლოდ 
ორი ნიჩბის თავი.
როს გრიგალი აიშლება,
ძველ ხომალდთა დასი, 
აღმართავს და მაღლა აფრას,
განიბნევა ზღვაში.
მაშინ მე ზღვას ვევედრები
თრთოლვით უღიმღამო:
,,ზღვავ, ჩემს ნავსა ნურას ერჩი,
ბოროტო და ავო,
ჩემს ნავს მოაქვს განძი დიდი,
დაუფასებელი,
იმას მართავს ბნელ ღამეში
მამაც ვაჟის ხელი!”.
ძალაუნებურად თავში აზრმა გამიელვა, რომ ღამით იგივე ხმა გავიგონე; ერთი წუთით ჩავფიქრდი, ხოლო როცა ხელახლა სახურავზე შევიხედე, ქალი იქ აღარ იყო. უცებ გვერდით ჩამირბინა; ახლა რაღაც სხვას ღიღინებდა; თითების ტკაცუნით დედაბერთან შეირბინა და მათ შორის მაშინვე დავა დაიწყო. დედაბერი ბრაზობდა, ის კი ხმამაღლა ხარხარებდა. და, აი, ვხედავ _ ხელახლა ხტუნაობით მორბის ჩემი უნდინა, როგორც კი გამისწორდა, შეჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა, თითქოს გაოცებული ყოფილიყოს ჩემი დანახვით; შემდეგ დაუდევრად შეტრიალდა და წყნარად წავიდა ნავსადგურისკენ. ამით როდი დაკმაყოფილდა; მთელ დღეს გარს უტრიალებდა ჩემს ბინას; სიმღერა და ხტუნაობა ერთი წამითაც არ შეუწყვეტია.

უცნაური არსება იყო! სახეზე არავითარი ნიშანი არ ეტყობოდა სიგიჟისა, პირიქით, როცა თავის მკვირცხლ და განგმირავ თვალებს მომაპყრობდა, მეგონა, ისინი რაღაც ანდამატური ძალითნ არიან არღჭურვილი-მეთქი: ისინი თითქოს ყოველთვის კითხვას ელოდნენ. მაგრამ როგორც კი ლაპარაკს დავიწყებდი, ვერაგი ღიმილით გარბოდა.
არასოდეს ასეთი ქალი არ მინახავს. შრულიადაც მზეთუნახავი არ იყო, მაგრამ მე ჩემი შეხედულება მაქვს სილამაზის შესახებაც. მასში ჯიში ჩანდა... ჯიში ქალში, ისევე როგორც ცხენში, დიდი საქმეა: ეს აღმოჩენა ახალგაზრდა საფრანგეთს ეკუთვნის. ის, ე. ი.

ახალგაზრდა საფრანგეთი კი არა, არამედ ჯიში, უმეტეს ნაწილად, სიარულში, ხელებსა და ფეხებში მჟღავნდება; განსაკუთრებით ბევრს ნიშნავს ცხვირი; სწორი ცხვირი რუსეთში უფრო იშვიათია, ვიდრე პატარა ფეხი. ჩემი მომღერალი, როგორც ეტყობოდა, 18 წელზე მეტისა არ იყო. არაჩვეულებრივად მოქნილი ტანი, თავისებური, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თავის დახრა, გრძელი, ქერა თმა, ოდნავ მზემოკიბული კანის ოქროსფრი ლივლივი კისერსა და მხრებზე, ხოლო განსაკუთრებით, სწორი ცხვირი, _ ყოველივე ეს ჩემთვის მომხიბბლავი იყო. თუმცა მის ალმაცერ გამოხედვაში რაღაც ველურსა და საეჭვოს ვკითხულობდი, თუმცა მის გაღიმებაში რაღაც გაურკვეველი იყო, მაგრამ ასეთია წინარწმენის ძალა: სწორმა ცხვირმა ჭკუაზე შემშალა; მე წარმოვიდგინე, გოეთეს მინიონი, ეს გერმანული ფანტაზიის ახირებული ქმნილება არმოვაჩინე-მეთქი; და მართლაც, მათ შორის ბევრი მსგავსება იყო: იგივე ჩქარი გადასვლა უდიდესი მოუსვენრობიდან სრულ უძრაობაზე, იგივე იდუმალი სიტყვები, იგივეხტუნაობა, უცნაური სიმღერები...
შეღამებისას კარებში გავაჩერე და შემდეგი საუბარი გავუბი:
,,აბა, მიამბე, ჩემო ლამაზო, რას აკეთებდი დღეს სახურავზე?” ,,ვუცქეროდი საიდან ჰქრის ქარი”. ,,ეს რად გჭირდება”? ,,საიდანაც ქარი მოჰქრის, იქიდან ბედნიერება მოდის”. ,,მერე? განა ბედნიერებას სიმღერებით იწვევდი?” ,,სადაც სიმღერის გუნებაა, იქ ბედნიერებაცაა”. ,,სიმღერით თავს უბედურება არ დაიტეხო”.

,,რა ვუყოთ? სადაც უკეთესი არ იქნება, იქ უარესი იქნება, ხოლო ცუდიდან კარგამდე ახლოსაა”. ,,ვინ გასწავლა ეს სიმღერა?” ,,არავის არ უსწავლებია: მომეპრიანება _ ვიმღერებ, ვინც უნდა გაიგონოს, ის გაიგონებს; ხოლო ვინც არ უნდა გაიგონოს, ის ვერ გაიგებს”.

,,რა გქვია, ჩემო მომღერალო?” ვინც მომნათლა, იმან იცის”. ,,ვინ მოგნათლა?” ,,რავიცი!” ,,რა გულჩათხრობილი ყოფილხარ! მე კი რაღაც გავიგე შენზე” (ის სახეზე არ შეცვლილა, ტუჩები არ შეურხევია, თითქო საქმე მას არ ეხებოდა). ,,მე გავიგე, რომ შენ წუხელ ნაპირზე იყავი”. და აქ მე მას მეტად სერიოზულად ვუამბე ყოველივე, რაც ვნახე; ვფიქრობდი, შემეშფოთებინა; ეს ას ეარ მოხდა; მან გადაიხარხარა. ,,ბევრი დაგინახავთ და ცოტა იცით; ხოლო რაც იცით, კლიტე დაადეთ”.

,,მე რომ, მაგალითად, კომენდატთან დაგასმინოთ?” და მეტად სერიოზული, მკაცრი გამომეტყველება მივიღე. ის უცებ გადახტა, სიმღერა დაიწყო და დაიმალა დამფრთხალი ჩიტივით, რომელიც ბუჩქიდან ამოაგდეს. ჩემი უკანასკნელი სიტყვები უადგილო იყო; მაშინ არ მესმოდა მათი მნიშვნელობა, მაგრამ შემდეგ შემთხვევა მომეცა, მენანა.
ის იყო დაბინდდა, კაზაკს ვუბრძანე, სამგზავრო ჩაიდანი გაეცხელებინა, სანთელი აენთო და მაგიდას მივუჯექი, რათა ჩიბუხი გამებოლებინა. მეორე ჭიქა ჩაის ვათავებდი, როცა უცებ კარმა გაიჭრიალა და ჩემ უკან კაბის მსუბუქი შრიალი და ნაბიჯების ხმა მოისმა; წყნარად და უსიტყვოდ ჩემ პირდაპირ დაჯდა და თვალები მომაპყრო; არ ვიცი რად, მაგრამ ეს შეხედვა უცნაურად ნაზი მეჩვენა; მან ერთი ის შეხედვათაგანი მომაგონა, რომელნიც წარსულ წლებში ასე თვითნებურად ათამაშებდნენ ჩემს სიცოცხლეს. ის თითქოს კითხვას ელოდა, მაგრამ მე ვდუმდი, აღსავსე გაურკვეველი შეშფოთებით. მისი სახე ფერმკრთალი იყო, რაც მის სულიერ მღელვარებას ამჟღავნებდა, მისი ხელი უმიზეზოდ დაფათურობდა მაგიდაზე, მე მას მსუბუქი თრთოლვა შევამჩნიე; მისი მკერდი ხან მაღლა აიწევდა, ხან თითქოს სუნთქვას იკარებდა. ეს კომედია მომწყინდა და მზად ვიყავი დუმილი მეტად პროზაულად შემეწყვიტა, ე.

ი. მისთვის ჭიქა ჩაი შემეთავაზებინა, რომ უცებ წამოხტა, ხელები მომხვია კისერზე და ჩემს ტუჩებს ცეცხლოვანი კოცნა დააჭდო. თვალი დამიბნელდა, თავბრუ დამესხა, ქალი მკერდზე მივიკარი ჭაბუკური ვნებათა ღელვით. მაგრამ გველივით გამისხლტა ხელებიდან, მხოლოდ ყურში ჩამჩურჩულა: ,,ამ საღამოს, როცა ყველას დაძინება, ნაპირზე გამოდი”, _ და ისარივით გავარდა ოთახიდან. დერეფანში ჩაიდანი და იატაკზე დადგმული სანთელი წააქცია. ,,რა ეშმაკი კერძი გოგოა!” _ წამოიძახა კაზაკმა, რომელიც ჩალაზე წამოწოლილიყო და ოცნებობდა დარჩენილი ჩაით გათბობას. მხოლოდ ახლა მოვედი გონს.
ორი საათის შემდეგ, როცა ნავსადგურში ყოველივე ხმაურობა მიწყდა, მე ჩემი კაზაკი გავაღვიძე.

თუ დამბაჩა გავისროლო, ნაპირისკენ გამოიქეცი”, _ ვუთხარი მას. მან თვალები დააჭყიტა და ანგარიშმიუცემლად მიპასუხა: ,,მესმის, თქვენო კეთილშობილებავ!” სარტყელში დამბაჩა გავირჭე და გარეთ გავედი. ქალი დაღმართის თავში მელოდა, მისი ტანსაცმელი მეტად მსუბუქი იყო. მოქნილ ტანზე თავსაფარი ერტყა.
,,უკან გამომყევით!” ¬¬_ მითხრა მან, ხელში ხელი ჩამჭიდა და ქვევით დავეშვით. არ მესმის, როგორ არ მოვიტეხე კისერი; ქვემოთ მარჯვნივ შევუხვიეთ და იმავე გზით წავედით, რომლითაც წინადღით ბრმას კვალდაკვალ მივყვებოდი. მთვარე ჯერ კიდევ არ ამოსულიყო, მხოლოდ ორი ვარსკვლავი, როგორც ორი მაშველი შუქურა, მუქ-ლურჯ გუმბათზე ციმციმებდა. მძიმე ზვირთები მწყობრად და თანაბრად მისდევდნენ ერთიმეორეს და ოდნავ არხევდნენ განმარტოებულ ნავს, რომელიც ნაპირზე იყო მობმული.

,,ნავში ჩავსხდეთ”, _ მითხრა ჩემმა თანამგზავრმა. მე ვყოყმანობდი _ მე არა ვარ ზღვაზე სანტიმენტალური გასეირნების მოყვარული, მაგრამ უკან დახევის დრო აღარ იყო. ის ნავში ჩახტა, მეც მივყევი, მოხვედვაც კი ვერ მოვასწარი, რომ შევამჩნიე, უკვე მივცურავდით. ,,ეს რას ნიშნავს?” _ ვთქვი მე გულმოსულად. ,,ეს ნიშნავს, _ მიპასუხა მან, _ რომ მე შენ მიყვარხარ”, _ ამასთანავე, სკამზე დამსვა და წელზე ხელები მომხვია. მისი ლოყა ჩემს ლოყას მიეჭდო და სახეზე მისი ანთებული სუნთქვა ვიგრძენი. უცებ წყალში რაღაცა ხმაურით ჩავარდა: სარტყელზე ხელი ვიტაცე, დამბაჩა აღარ იყო.

ოჰ, აქ გულში სასინელი ეჭვი შემეპარა, თავში სისხლი ამივარდა. მოვიხედე _ ნაპირს, დაახლოებით, ორმოცდაათი საჟენით ვიყავით დაშორებული, მე კი ცურვა არ ვიცოდი! მინდოდა ქალისთვის ხელი მეკრა, ის კი კატასავით ჩაეჭიდა ჩემს ტანისამოსს და უცებ ძლიერმა ბიძგმა კინაღამ ზღვაში გადამაგდო. ნავი შეირხა, მაგრამ მე ღონე მოვიკრიბე და ჩვენს შორის სასოწარკვეთილი ბრძოლა დაიწყო: გააფთრებამ ძალა მომიმატა, მაგრამ ჩქარა შევამჩნიე რომ ჩემი მოწინააღმდეგე სიმარჯვით მჯობნიდა... ,,რა გინდა?” _ წამოვიძახე მე და მაგრად მოვუჭირე ხელები მის პაწია ხელებს; მისმა თითებმა ტკაცუნი დაიწყო, მაგრამ მას არ დაუყვირია; მისმა გველურმა ბუნებამ აიტანა ეს წამება. 
_ შენ დაინახე, _ მიპასუხა მან, _ შენ დაგვასმე! _ და ზებუნებრივი ძალდატანებით ქიმზე წამაქცია; ჩვენ ორივენი წელამდე ჩამოვეკიდეთ ნავიდან; მისი თმა წყალს ეხებოდა; გადამწყვეტი წუთი დადგა, მე მუხლი მივაბჯინე ნავის ფსკერს, ერთი ხელით ნაწნავში ჩავჭიდე ქალს, მეორე ყელში. მან ხელი გაუშვა ჩემს ტანისამოსს და მყის ტალღებში გადავისროლე იგი.
უკვე საკმაოდ ბნელოდა; მისი თავი ორჯერ ამოყურყუმელავდა ზღვის ქაფში, შემდეგ არაფერი დამინახავს... 
ნავის ფსკერზე ერთი ნახევრადგატეხილი ძველი ნიჩაბი აღმოვაჩინე და, როგორც იყო, ნაპირს მივადექი.

ძალაუნებურად გავიხედე იმ მხრისაკენ, სადაც წინა ღამით ბრმა ბიჭი ღამის მენავეს ელოდა; ცაზე უკვე მთვარე მოცურავდა, და მომეჩვენა, რომ ნაპირზე ვიღაცა თთრად ჩაცმული იჯდა: მე მას მივეპარე, ცნობისმოყვარეობით წაქეზებული, და ბალახზე დავწექი ხრამის პირას; საკმაო იყო თავის ოდნავ წაწევა, რათა კლდიდან ყველაფერი დამენახა, რაც ქვემოთ ხდებოდა, და ძალიან არ გამკვირვებია, თითქმის გამიხარდა კიდეც, როცა ჩემი ფერია ვიცანი: ის ზღვის ქაფს სწურავდა თავისი გრძელი თმიდან; სველ პერანგში ნათლად ისახებოდა მისი მოქნილი ტანი და მაღალი მკერდი. ჩქარა შორს ნავი გამოჩნდა, ის სწრაფად ახლოვდებოდა; იქიდან, ისევე როგორც წინადღით, თათრულქუდიანი მამაკაცი გადმოვიდა. თმა კაზაკივით ჰქონდა შეკრეჭილი, ხოლო ღვედის სარტყელში დიდი დანა ჰქონდა გარჭობილი. ,,იანკო, _ უთხრა ქალმა, _ ყოველივე დაიღუპა!” შემდეგ მათი საუბარი გაგრძელდა, მაგრამ ისე ხმადაბლა, რომ მე ვერაფერი გავიგონე. ,,ბრმა სადღაა?” _ თქვა ბოლოს იანკომ უფრო ხმამაღლა. ,,მე გავგზავნე”, _ უაპსუხა ქალმა. ღამდენიმე წუთის შემდეგ ბრმა გამოჩნდა, ზურგით ტომარას მოათრევდა, რომელიც ნავში ჩადეს.
_ ყური დამიგდე, ბრმავ! _ თქვა იანკომ: _ იმ ადგილს გაუფრთხილდი...

ხომ იცი. იქ ძვირფასი საქონელია... უთხარი (სახელი ვერ გავიგონე), ამიერიდან შენი მოსამსახურე აღარ ვარ-თქო: საქმე ცუდად წავიდა, აწი ვეღარ დამინახავს; ახლა სახიფათო გახდა: სხვა ადგილას წავალ სამუშაოს საძებნელად, ის კი ჩემსავით ყოჩაღ კაცს ვეღარ იშოვის.

ისიც უთხარი, თუ შრომა უკეთ დაგეჯილდოებინა, იანკო არ მიგატოვებდა-თქო; მე კი ყველგან გზა გახსნილი მაქვს, სადაც კი ქარი ქრის და ზღვა ხმაურობს! _ ცოტაოდენი დუმილის შემდეგ იანკომ განაგრძო ქალზე მითითებით: _ ეს მე მიყვება; მისი აქ დარჩენა შეუძლებელია; დედაბერს კი უთხარი, დროა მოკვდე, ცას გაჰკვრიხარ, სინდისიც კაი საქნელია-თქო. ჩვენ კი მეტს ვეღარ გვნახავს. 
_ მე? _ იკითხა ბრმამ საცოდავი ხმით. 
_ შენ რად მინდიხარ? _ გაისმა პასუხი.
ამასობაში ჩემი უნდინა ნავში ჩახტა და ხელი დაუქნია ამხანაგს; მამაკაცმა ხელში რაღაც ჩაუდო ბრმას და უთხრა: ,,აჰა, თაფლაკვერი იყიდე”.

,,მეტი არაფერი?” _ თქვა ბრმამ. ,,აი კიდევ”, _ და ძირს დავარდნილი ფული ქვას მოხვდა და დაიწკრიალა. ბრმას ის არ აუღია. იანკო ნავში ჩაჯდა; ქარი ნაპირიდან ქროდა; მათ პატარა აფრა გას ალეს და სწრაფად გაქანდნენ. თეთრი აფრა დიდხანს ჩანდა მთვარის შუქზე შავ ზვირთებს შორის; ბრმა კი ისევ ნაპირზე იჯდა და მე რაღაც ქვითინის მსგავსი მომესმა: ალბათ, ბრმა ტიროდა, და დიდხანს, დიდხანს... სევდა შემომაწვა. რად დასჭირდა ბედს პატიოსანი კონტრაბანდისტების მშვიდობიან წრეში ჩავეგდე; მე მათი სიმშვიდე შევაშფოთე, როგორც წყაროში ჩავარდნილმა ქვამ, და თვითონაც კინაღამ ქვასავით ჩავიძირე.
შინ დავბრუნდი.

დერეფანში ჯამზე სანთლის ნამწვი ტკაცუნობდა, ხოლო ჩემს კაზაკს ორივე ხელით თოფი დაეჭირა და მაგრად ეძინა. აღარ შემიწუხებია, სანთელი ავიღე და ქოხში შევედი. სამწუხაროდ, ჩემი პატარა ყუთი მოსევადებული ხმალი, დარესტნური ხანჯალი _ მეგობრის საჩუქარი, - ყოველივე გამქრალიყო. ახლა კი მივხვდი, რა ნივთებს მიათრევდა შეჩვენებული ბრმა. კაზაკი გავაღვიძე საკმაოდ არათავაზიანი ბიძგით, გავუწყერი, გავლანძღე, მაგრამ რაღა გაეწყობოდა! და განა სასაცილო არ იქნებოდა მთავობასთან მეჩივლ, რომ ბრმა ბიჭმა გამქურდა, ხოლო თვრამეტი წლის ქალმა კინაღამ წყალში დამახრჩო-მეთქი. მადლობა ღმერთს, დილით გამგზავრების შესაძლებლობა მომეცა, და მეც დავტოვე ტამანი. არ ვიცი რა მოუვიდა დედაბერსა და საბრალო ბრმას.

ან რა მესაქმება ადამიანურ სიხარულსა და მწუხარებასთან მე, მოხეტიალე ოფფიცერს, ისიც სამგზავრო მოწმობით სახაზინო საქმეებზე მოხეტიალეს. 


ნაწილი მეორე 
(პეჩორინის დღიურის დასასრული)
II
თავადის ასული მერი
11 მაისი
გუშინ პიატი გორსკში ჩამოვედი და ბინა ქალაქის განაპირას, ყველაზე მაღლობ ადგიკლას დავიქირავე _ სწორედ მაშუკის ძირში: ავდარში ღრუბლები ჩემი სახლის სახურავამდე ეშვებიან. ამ დილის ხუთ საათზე, როცა ფანჯარა გავაღე, ოთახი პატარა ბაღჩის ყვავილების სურნელით აივსო.აყვავებული ბლის ტოტები ფანჯარაში ჩამომცქერიან, ხოლო ხანდახან ქარი მათ თეთრ ყვავილებს ჩემს საწერ მაგიდაზე აბნევს. სამი მხრით მშვენიერი გადასახედი მაქვს. დასავლეთით ხუთთავიანი ბეშთაუ ლურჯად ელვარებს, როგორც ,,უკანასკნელი ღრუბელი დაფანტული ქარიშხლისა”, ჩრდილოეთისაკენ ბანჯგვლიანი სპარსული ფაფახის მსგავსი მაშუკი იმართება და ჰორიზონტის ამ ნაწილს მთლიანად ფარავს. აღმოსავლეთი უფრო მხიარულია: ქვევით, ჩემ წინ, სუფთა, ახალი პატარა ქალაქი აჭრელებულა, ხმაურობენ სამკურნალო წყაროები, ხმაურობს სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი, _ იქით კი, ცოტა უფრო შორს, ამფითიატრივით აზიდულან სულ იფრო ლურჯი და ნისლიანი მთები. ხოლო ცის კიდეზე გაწოლილა ვერცხლის ჯაჭვი თოვლიანი მწვერვალებისა _ ყაზბეგით დაწყებული დაორთავიანი იალბუზით გათავებული...

მართლა რომ მხიარულია ასეთ ქვეყანაში ცხოვრება! რაღაც საამური გრძნობა მივლის ძარღვებში. ჰაერი ისეთი სუფთა და ნაზია, როგორც ბავშვის ამბორი; მზე კაშკაშა, ცა _ ფირუზი... სხვა რაღაა არის საჭირო?.. რაღა საჭიროა აქ ვნებები, სურვილები, სინანული?.. მაგრამ დროა. ელისაბედის წყაროზე წავალ: ამბობენ, იქ დილაობით წყლების მთელი საზოგადოება იყრის თავსო. 
შუა ქალაქში ჩამოვედი თუ არა, ბულვარს გავყევი, სადაც რამდენიმე მოწყენილი ჯგუფი შემხვდა, მთაზე ნელა მიმავალი.

ესენი უმთავრესად პროვინციალ მებატონეთა ოჯახები იყვნენ. ამის მიხვედრა ძნელი არ იყო ქმრების გაცრეცილი ძველმოდური სერთუკებისა და მათი ცოლებისა და ქალების შნოიანი მორთულობის მიხედვით. ეტყობა, წყლების მთელ ახალგაზრდობას სათითაოდ იცნობდნენ, ამიტომ მე მათ ნაზი ცნობისმოყვარეობით შემომხედეს: პეტერბურგულ ყაიდაზე გამოჭრილმა სერთუკმა ისინი შეაცდინა, მაგრამ შეამჩნიეს თუ არა არმიის ეპოლეტები, გულისწყრომით ზურგი მაქციეს.
ადგილობრივ ხელისუფალთა მეუღლენი, აგრე ვთქვათ წყლების დიასახლისები, უფრო მწყალობელნი აღმოჩნდნენ. ისინი ლორნეტებს ხმარობენ, მუნდირს ნაკლებ ყურადღებას აქცევენ და კავკასიაში შეჩვეულნი არიან დანომრილ ღილის ქვეშ მგზნებარე გულის, ხოლო თეთრი ქუდის ქვეშ განათლებული გონების შეხვედრას. ეს ქალბატონები ძალიან საამურნი არიან და დიდხანსაც! ყოველ წელიწადს მათი მაღმერთებლები იცვლებიან ახლებით, სწორედ ამაშია, ალბათ საიდუმლოება მათი დაუღალავი თავაზიანობისა. ავყევი თუ არა ელისაბედის წყაროსკენ მიმავალ ვიწრო ბილიკს, მე დავეწიე სამოქალაქო და სამხედრო მამაკაცთა ჯგუფს, რომელნიც, როგორც შემდეგ გავიგე, ადამიანებს განსაკუთრებულ კლასს წარმოადგენენ წყლის მოძრაობის მომლოდინეთა შორის. ისინი სვამენ, მაგრამ არა წყალს, სეირნობენ ცოტას, ქალებს ეარშიყებიან მხოლოდ სასხვათაშორისოდ; ბანქოს თამაშობენ და მოწყენილობას უჩივიან.

ფრანტები არაინ: როცა თავიაანთ შემოწნულ ჭიქებს გოგირდმჟავიან წყლის აუზში უშვებენ, აკადემიურ პოზებს ღებულობენ. სამოქალაქონი ღია ცისფერ ყელსახვევებს ატარებენ, სამხედროებს კი საყელოიანი ბრიჟები აქვთ გამოშვებული. ისინი პროვინციელი ქალების მიმართ ღრმა სიძულვილს ქადაგებენ და ოხრავენ ქალაქების არისტოკრატიულ სასტუმროებზე, სადაც მათ არ უშვებენ. 
აი, აუზიც... მის მახლობლად მოედანზე აშენებულია პატარა სახლი წითელსახურავიანი აბაზანით, ხოლო ცოტა უფრო შორს მოჩანს გალერეა, სადაც წვიმის დროს სეირნობენ. რამდენიმე მოწყენილი, გაცრეცილი, დაჭრილი ოფიცერი გრძელ სკამზე იჯდა ყავარჯნებაკეცილი. ღამდენიმე ქალი წყლის მოქმედების მოლოდინში მოედანზე ჩქარი ნაბიჯით მოდიოდა.

მათ შორის ორი-სამი ლამაზი სახე იყო. მაშუკის ფერდობზე, ვაზის ხეივანში, მოჩანდა ჭრელი ქუიდ წყვილად განმარტოების მოყვარული ქალისა, იმიტომ რომ, ყოველთვის ასეთი ქუდის გვერდით ვამჩნევდი ან სამხედრო ქუდს, ანდა საძაგელ მრგვალ სამოქალაქო ქუდს. ფრიალო კლდეზე, სადაც აშენებულია ეოლის ქნარად წოდებული პავილიონ, აყუდებულიყვნენ გადასახედდთა მოყვარულნი და იალბუზისაკენ ტელესკოპებს მიმართავდნენ.

მათ შორის იყო ორი გუვერნიორი თავიაანთი მოსწავლეებით, რომლებიც საყმაწვილო სენის სამკურნალოდ ჩამოსულიყვნენ. 
მე აქოშინებული შევჩერდი მთის ქიმზე, სახლის კუთხეს მივეყრდენი და წარმტაც გარემოს ცქერა დავუწყე, რომ უცებ უკანიდან ნაცნობი ხმა შემომესმა: 
_ პეჩორინ! დიდი ხანია აქა ხარ? 
მოვიხედე: გრუშნიცკი! ერთმანეთს გადავეხვიეთ. მე იგი მოქმედ რაზმში გავიცანი. იგი ფეხში დაიჭრა ტყვიით და ერთი კვირით ჩემზე ადრე წამოვიდა წყლებზე სამკურნალოდ.


გრუშნიცკი იუნკერია. მხოლოდ ერთი წელიწადია სამსახურში. განსაკუთრებული ფრანტობის გამო ჯარისკაცის სქელ მაზარას ატარებს. ჯარისკაცის გიორგის ჯვარი აქვს. კარგი ტანადია, შავგვრემანი და შავთმიანი. შეიძლება 25 წელი მისცეთ, თუმცა 21 წლისაა. ლაპარაკის დროს თავს უკან წევს და ყოველ წუთში მარცხენა ხელით ულვაშებს იგრეხს, რადგან მარჯვნით ყავარჯენს ეყრდნობა.

ლაპარაკობს ჩქარა და მაღალფარდოვნად: ერთი იმ ადამიანთაგანია, რომელთაც ცხოვრების ყოველი შემთხვევისათვის მზადა აქვთ გაპრანჭული ფრაზები; მათ უბრალო მშვენიერება არ აღელვებთ, ისინი თავმომწონედ ეხვევიან არაჩვეულებრივ გრძნობებში, დიად ვნებებში და უმაგალითო ტანჯვებში. ეფექტის მოხდენა მათი უდიდესი სიამოვნებაა; ისინი გაგიჟებით მოსწონთ რომანტიკულ პროვინციელ ქალებს. სიბერეში ან მშვიდი მებატონეები ხდებიან, ანდა ლოთები, ხან კი _ ერთიც და მეორეც. მათ სულში ხშირად ბევრი კარგი თვისებაა, მაგრამ ერთი გროშის პოეზიაც კი არ მოიპოვება. გრუშნიცკის საშინლად უყვარდა დეკლამაცია. ღოგორც კი საუბარი ჩვეულებრივ ცნებათა წრეს გასცდებოდა, დაგიშენდით სიტყვებს. მასთან კამათი მე არასოდეს არ შემეძლო.

იგი თქვენ ყურს არ გიგდებთ და თქვენს მოსაზრებაზე პასუხს არ გაძლევთ. როგორც კი შეჩერდებით, იწყებს გრძელ ტირადას, რომელსაც თითქოს თქვენს ნათქვამთან რაღაცა აქვს საერთო, მაგრამ ეს ტირადა ნამდვილად მისივე სიტყვის გაგრძელებას წარმოადგენს. 
საკმაოდ გონებამახვილია: მისი ეპიგრამები ხშირად გაგაცინებთ, მაგრამ არასდროს არ ხვდებიან მიზანს და გესლიც აკლიათ. მარტო ერთი სიტყვით ვერავის ვერ გაანადგურებს. ადამიანებს და მათ სუსტ მხარეებს არ იცნობს, იმიტომ რომ მთელი სიცოცხლე მხოლოდ თავისი თავით არის გართული. მისი მიზანია, გახდეს რომანის გმირი. იგი ისე ხშირად ცდილობდა სხვები დაერწმუნებინა, ამ ქვეყნისათვის გაჩენილი არსება არ ვარ და ბედისაგან მისჯილი მაქვს რაღაც საიდუმლო ტანჯვებიო, რომ თვითონაც თითქმის იწამა ეს ამბავი.

ამიტომ ატარებს ასე ამაყად თავის ჯარისკაცურ სქელ მაზარას. მე მას მივუხვდი და ამიტომ არ ვუყვარვარ, თუმცა ერთი შეხედვით, ჩვენ ძალიან მეგობრული განწყობილება გვაქვს. გრუშნიცკი ძალიან გულად კაცად არის ცნობილი, მე იგი საქმეში ვნახე: ხმალს იქნევს, ყვირის და თვალებდაჭუტული ეკვეთება მტერს. ეს რაღაც რუსული მამაცობა არ უნდა იყოს...
მეც, აგრეთვე, არ მიყვარს იგი: ვგრძნობ, რომ როდისმე ერთმანეთს ვიწრო ბილიკზე შევეჯახებით და მაშინ რომელიმე ჩვენგანს შავი დღე დაადგება.
მისი კავკასიაში ჩამოსვლა შედეგია აგრეთვე მისი რომანტიკული ფანატიზმისა. დარწმუნებული ვარ, რომ მისი სოფლიდან წამოსვლის წინ რომელიმე ლამაზ მეზობელ ქალს დაღვრემილი ეუბნებოდა, რომ მიდის არა ისე, უბრალოდ, სამსახურისათვის, არამედ სიკვდილს ეძიებს, იმიტომ რომ... აქ, ის, ალბათ, თვალებზე ხელებს იფარებს და ასე განაგრძობს: ,,არა, თქვენ (თუ შენ) ეს არ უნდა იცოდეთ! თქვენი სპეტაკი სული შეძრწუნდება! ან საჭიროა? რა ვარ მე თქვენთვის? გამიგებთ განა?..” და ასე შემდეგ.
მან თვითონვე განმიცხადა, რომ მისი კ-ს პოლკში შესვლის მიზეზი სამარადისო საიდუმლოებად დარჩება მასა და ზეცას შორის. 
მაგრამ ისიც სათქმელია, რომ იმ წუთებში, როცა გრუშნიცკი ტრაგიკულ მანტიას იხდის, საკმაოდ სასიამოვნო და შემაქცევარია.

მაინტერესებს მისი ნახვა ქალებთან: მათთან იგი, მე მგონია, ძალზე მცდელია.
ჩვენ ერთმანეთ შევხვდით როგორც ძველი მეგობრები. გამიკითხვა დავუწყე წყლებზე ცხოვრებასა და საყურადღებო პირებზე. 
_ საკმაოდ პროზაულ ცხოვრებას ვეწევით, _ თქვა მან და ამოიოხრა, _ დილით წყლის მსმელები ისეთივე მოდუნებულნი არიან, როგორც ყოველი ავადმყოფი, ხოლო საღამოზე ღვინის მსმელები ისეთივე აუტანელნი არიან, როგორც ყველა ჯანმრთელი. არის ქალთა საზოგადოებაც: მაგრამ სანუგეშოს არაფერს წარმოადგენენ; თამაშობენ ვისტს, ცუდად იცვამენ და ფრანგულად საშინლად ლაპარაკობენ. წელს მოსკოვიდან მხოლოდ თავად ლოგოვსკის ცოლი არის თავისი ქალით, მაგრამ მე მათ არ ვიცნობ. ჩემი ჯარისკაცური მაზარა განკიცხვის ბეჭედია. თანაგრძნობა, რომელსაც იგი იწვევს, მოწყალებასავით სამძიმოა.
ამ დროს გვერძე ჩაგვიარა წყაროსკენ მიმავალმა ორმა მანდილოსანმა: ერთი ხანში შესული იყო, მეორე _ ახალგაზრდა, ტანადი.

მათი სახეები ქუდების ქვეშ ვერ გავარჩიე, მაგრამ ჩაცმულები იყვნენ საუკეთესო გემოვნების მკაცრი წესების მიხედვით: არაფერი ჰქონდათ ზედმეტი. მეორეს ეცვა დახურული კაბა გრის დე პერლეს; მსუბუქი აბრეშუმის ხილაბანდი მოქნილ ყელზე ეხვეოდა. ცოულეურ პუცე ფეხსაცმელები ისე მომხიბლავად ეკვროდა გამხდარ კოჭებს რომ თვით სილამაზის საიდუმლოებაში ჩაუხედავი ადამიანი სახტად დარჩებოდა, სხვა რომ არ ყოფილიყო რა, გაკვირვებისაგან მაინც. მის მსუბუქ და კეთილშობილურ სიარულში იყო რაღაც ქალწულობრივი, რაც თვალისთვის გასაგები იყო, ხოლო აღსაწერად კი ძნელი. როცა ჩვენ ჩაგვიარა, ისეთი ენით გამოუთქმელი სურნელება გვაკმია, რომელიც ხანდახან საყვარელი ქალის ბარათს აქვს.
_ აი, თავად ლიგოვსკის ცოლი, _ მითხრა გურშნიცკიმ. _ ხოლო მასთანაა მისი ასული მერი, როგორც მას უწოდებდა ინგლისურ ყაიდაზე. მხოლოდ სამი დღეა რაც აქ არიან.


_ მისი სახელი კი უკვე იცი? 
_ დიახ, შემთხვევით გავიგონე, _ მომიგო მან და გაწითლდა: გამოგიტყდები, მათი გაცნობა მე არ მსურს. ეს ამაყი არისტოკრატია ჩვენ, არმიელებს, ისე გვიყურებს, როგორც ველურებს. იმათ არ ესაქმებათ, გვაქვს თუ არა ჭკუა დანომრილ ქუდში და გული _ სქელი მაზარის ქვეშ. 
_ საბრალო მაზარა! _ ვთქვი მე ღიმილით. _ეს კაცი ვინღაა, რომელიც მათ მიუახლოვდა და ასე თავაზიანად ჭიქა მიაწოდა.
_ ოჰ, ეს მოსკოველი ფრანტი რაევიჩია. ბანქოს მოთამაშეა: ეს ეტყობა ოქროს დიდ ძეწკვზე, რომელიც მის ცისფერ ჟილეტზე მიიკლაკნება. მერე რა უცნაური მსხვილი ჯოხი უჭირავს, თითქოს რობიზონ კრუზო იყოს! ჭვერიც შესაფერისი აქვს და თმაც შეკრეჭილი _ ა ლა მოუჯიკ.
შენ ადამიანთა მთელი მოდგმის წინააღმდეგ ხარ გაბოტოტებული.


_ და მაქვს კიდევაც მიზეზი...


_ ოჰ! მართლა? 
ამ დროს ქალები აუზს მოშორდნენ და ჩვენ გაგვიწორდნენ. გრუშნიცკიმ ყავარჯნის შემწეობით მოასწრო დრამატული პოზის მიღება და ხმამაღლა ფრანგულად მიპასუხა:
_ მონ ცჰერ. ჟერ ჰაის ლეს ჰომეს პოურ ნე პას ლეს მეპრისერ, ცარ აუტრემენტ ლა ვიე სერაიტ უნე ფარცე ტროპ დეგოუტანტე.
მშვენიერმა თავადის ასულმა თავი მოაბრუნა და ორატორს ხანგრძლივი ცნობისმოყვარე მზერა უთავაზა. ამ მზერის გამომეტყველება ძალზე გაურკვეველი იყო, არა დამცინავი, რაც მე გრუშნიცკის სულით და გულით მივულოცე. 
_ ეს თავადის ასული მერი მშვენიერია, _ ვუთხარი მე, _ ხავერდოვანი თვალები აქვს, სწორედ ხავერდოვანი; გირჩევ, გამოიყენო ეს გამოთქმა, როცა მის თვალებზე ილაპარაკებ. ძედა და ქვედა წამწამები ისეთი გრძელი აქვს, რომ მზის სხივები მის გუგებში არ ისახება ხოლმე.

მე მიყვარს ასეთი თვალები, ისინი არ ბრწყინავენ; ისინი ისეთი ნაზები არიან, თითქოს გეფერებიან... მაგრამ ესეცაა, რომ მის სახეში მხოლოდ ეს ერთი რამ არის კარგი... კბილები კი თეთრი აქვს? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს! სამწუხაროა, რომ არ გაიღიმა შენს მაღალფართოვან ფრაზაზე. 
_ ლამაზ ქალზე ისე ლაპარაკობ, როგორც ინგლისურ ცხენზე, _ მითხრა გრუშნიცკიმ აღშფოთებით.
_ მონ ცჰერ, _ მივუგე მე და შევეცადე მის ტონს შევგუებოდი, _ ჯე მეპრისე ლეს ფემმეს პოურ ნე პას ლეს აიმერ, ცარ აუტრემენტ ლა ვიე სერაიტ უნ მელოდრამა ტროპ რიდიცულე.
მე მოვბრუნდი და გავშორდი. თითქმის ნახევარი საათი ვისეირნე ვაზის ხეივნებსა, კირიან კლდეებსა და მათ შორის ამოსულ ბუჩქნარში. უკვე ცხელოდა და სახლისაკენ გავეშურე. გოგირდმჟავა წყაროსთან ჩასვლისას დახურულ გალერეასთან შევჩერდი, რათა მის ჩრდილში ამომესუნთქა.

ამან საშუალება მომცა საკმაოდ საინტერესო სცენი მოწმე გავმხდარიყავი. მოქმედი პირნი შემდეგ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ: თავადის ცოლი მოსკოველ ფრანტთან ერთად დახურულ გალერეაში სკამზე იჯდა და ორივენი, როგორც ეტყობოდათ, სერიოზულ ბაასში იყვნენ გართულნი; თავადი ასულს უკანასკნელი ჭიქა დაეცალა და დაფიქრებული მიმოდიოდა აუზის მახლობლად. გრუშნიცკი აუზთან იდგა. მოედანზე სხვა არავინ ყოფილა. მე მივუახლოვდი და გალერიეს კუთხეს ამოვეფარე. ამ დროს გრუშნიცკის ჭიქა ხელიდან გაუვარდა და სილაზე დაეცა; იგი თავს ძალას ატანდა, როგორმე დაღუნულიყო და ჭიქა აერო, მტკივანი ფეხი უშლიდა. შაცოდავი ყოველ ხერხს ხმარობდა ყავარჯენზე დაყრდნობილი, მაგრამ ამაოდ.

მისი გამომეტყველი სახე მართლაც ტანჯვას გამოხატავდა.
თავადის ასული მერი ყველაფერს ამას ჩემზე უკეთესად ხედავდა. მან ჩიტზე უფრო მსუბუქად მიირბინა, დაიკუზა, ჭიქა აიღო და გამოუთქმელი, მოხდენილი ტანისრხევით მიაწოდა. მერე საშინლად გაწითლდა, უკან მოიხედა და, რომ დარწმუნდა, მის დედკოს არაფერი დაუნახავს, მაშინვე როგორც ეტყობოდა, დამშვიდდა. როცა გრუშნიცკიმ მადლობის სათქმელად პირი გააღო, იგი უკვე შორს იყო. ერთი წუთის შემდეგ იგი, თავისი დედისა და ფრანტიც თანხლებით, გალერეიდან გამოვიდა, მაგრამ გრუშნიცკის რომ ჩაუარა, ამაყი და მედიდური სახე მიიღო: თავი არც კი მოიბრუნა და ვერც კი შეამჩნია ვნებიანი შეხედვა, რომლითაც ვაჟი უცქეროდა, სანამ იგი მაღლობიდან ძირს არ ჩავიდოდა და ბულვარის ცაცხვებში არ მიიმალებოდა... მაგრამ, აგერ, ქუჩის იქით მისმა ქუდმა გაიელვა: ქალმა პიატიგორსკის ერთ-ერთი საუკეთესო სახლისჭიშკარში შეირბინა. მას უკან თავადის მეუღლე შეჰყვა და ჭიშკართან რაევიჩს დაემშვიდობა.
მხოლოდღა მაშინ შეამჩნია საბრალო ვნებიანმა იუნკერმა ჩემი იქ ყოფნა.
_ დაინახე? _ მითხრა მან და ხელი მაგრად მომიჭირა: _ მართლაც რომ ანგელოზია.


_ რატომ? _ ვკითხე მე ვითომდა სრულიად გულუბრყვილოდ.
_განა შენ არ დაგინახავს? 
_არა, დავინახე _ ჭიქა მოგაწოდა, _ აქ რომ დარაჯი ყოფილიყო, ისიც ამას იზამდა, და უფრო ბეჯითადაც , რადგან საჩუქრის მიღების იმედი ექნებოდა. თუმცა, სრულიად გასაგებია, რომ ქალს შეეცოდე: სახე ისე საშინლად დაგემანჭა, როცა დაჭრილ ფეხს დაეყრდენი... 
_ და შენ სრულიად არაფერს გრძნობდი, როდესაც უყურებდი, თუ როგორ ბრწყინავდა იმ წუთში ქალის სული მის სახეზე? 
_ არა.
მე ვტყუოდი; მაგრამ მისი გაბრაზება მინდოდა. დაბადებითვე ლაპარაკში წინააღმდეგობის გაწევა მჩვევია, მთელი ჩემი ცხოვრება მოსაწყენი და უხეირო წინააღმდეგობათა ჯაჭვი იყო გულისა და გონების მიმართ. ენთუზიასტის გვერდით ყოფნა ჩემში საშინელ გულცივობას იწვევს, და ვფიქრობ, რომ ხშირი ურთიერთობა უსიცოცხლო ფლეგმატიკოსთან ვნებიან მეოცნებედ გადამაქცევდა. გამოვტყდები _ უსიამოვნო, მაგრამ ნაცნობმა გრძნობამ ამ წუთში ოდნავ გამირბინა გულში: ეს გრძნობა შური იყო. მე თამამად ვამბობ, შური-მეთქი, იმიტომ რომ შეჩვეული ვარ, ყველაფერში ჩემს თავს გამოვუტყდე; და , მართლა, იშვიათად თუ მოიპოვება ისეთი ახალგაზრდა კაცი (რათქმაუნდა, მაღალ საზოგადოებაში ნაცხოვრები და შეჩვეული თავისი თავმოყვარეობის განებივრებას), ვიმეორებ იშვიათად თუ მოიპოვება ისეთი ახალგაზრდა კაცი, რომელმაც უსიამოვნება არ განიცადოს იმის გამო, რომ ყურადღება მიაპყრო ლამაზ ქალს და უცებ შეამჩნია, რომ ამ უკანასკნელმა აშკარა უპირატესობა მისცა მეორე ვაჟს, მისთვის ასევე უცნობს.


მე და გრუშნიცკი გორაკიდან ჩამოვედით და ბულვარზე გავიარეთ სწორე დიმ ფანჯრების წინ, სადაც ჩვენმა მზეთუნახავმა თავი შეაფარა. იგი ფანჯარასთან იჯდა. გრუშნიცკიმ ხელზე მომქაჩა და მას ერთი ისეთი ამღვრეული და ნაზი შეხედვა უთავაზა, რომელიც ასე სუსტად მოქმედებს ქალებზე. მე ქალისკენ ლორნეტი მოვიმარჯვე და შევამჩნიე, რომ მან გრუშნიცკის შეხედვის გამო გაიღიმა, ხოლო ჩემმა თავხედმა ლორნეტმა ძალიან გააბრაზა. მართლაც, როგორ გაბედა კავკასიელმა არმიელმა, შუშა მიეპყრო მოსკოველი თავადის ასულისათვის?.. 

13 მ ა ი ს ი
ამ დილით ჩემთან შემოვიდა ექიმი: მისი გვარია ვერნერი, მაგრამ რუსია. რა არის აქ გასაკვირი? მე ვიცნობდი ერთ ივანოვს, რომელი გერმანელი იყო.
ვერნერი მრავალმხრივ შესანიშნავი ადამიანია.

იგი სკეპტიკოსი და მატერიალისტია, როგორც თითქმის ყველა ექიმი, და, ამასთანავე პოეტიცაა, _ პოეტი ყოველთვის საქმით და ხშირად სიტყვითაც, თუმცა მთელ თავის სიცოცხლეში ორი ლექსიც კი არ დაუწერია. მას შესწავლილი აქვს ყველა ცოცხალი სიმი ადამიანის გულისა, ისე როგორც გვამი ძარღვებს სწავლობენ ხოლმე, მაგრამ არასდროს არ მოუხერხებია თავისი ცოდნის გამოყენება: ასე ხანდახან კარგ ანატომს არ შეუძლია ციებისაგან ადამიანის განკურნება. ჩვეულებრივ, ვერნერი მალულად დასცინოდა თავის ავადმყოფებს; მაგრამ მე ერთხელ ვნახე, როგორ დასტიროდა მომაკვდავ ჯარისკაცს...

იგი ღარიბი იყო, მილიონებზე ოცნებობდა, მაგრამ ფულისათვის ზედმეტ ნაბიჯს არ გადადგამდა. ერთხელ მითხრა, უმალ მტერს გავუწევ დახმარებას, ვინემ მეგობარსო, იმიტომ რომ ეს იქნებოდა ქველმოქმედების გაყიდვა, მაშინ როცა სიძულვილი მხოლოდ გაძლიერდება მოწინააღმდეგის სულგრძელობასთან შეფარდებითო. შხამიანი ენა ჰქონდა. მისმა ეპიგრამებმა არაერთ კეთილ კაცს გაუთქვეს უხამსი ბრიყვის სახელი.

მისმა მეტოქეებმა _ წყალთა შურიანმა ექიმებმა _ ხმა დაუყარეს, თითქოს იგი თავისი ავადმყოფების კარიკატურებს ხატავდა. Aვადმყოფები გაგულისდნენ და თითქმის ყველამ დაითხოვა. მისი მეგობრები, _ ე. ი. ის ჭეშმარიტად რიგიანი ადამიანები, რომელნიც კავკასიაში მსახურობდნენ, _ ამაოდ ცდილობდნენ, აღედგინათ მისი დაცემული კრედიტი. 
მისი გარეგნობა ისეთი იყო, რომელიც პირველი შეხედვისას არასასიამოვნოდ გეჩვენებათ, ხოლო შემდეგში თანდათან მოგეწონებათ, როცა თვალი ეჩვევა სახის უსწორმასწორო ხაზებში გამოცდილი და მაღალი სულის ნიშნის ამოკითხვას. იყო შემთხვევები, რომ ქალებს გაშმაგებით შეჰყვარებით ასეთი მამაკაცები, ისინი მათ გონჯ სახეს არ გაცვლიდნენ თვით ყველაზე ქორფა და ვარდისფერ ენდიმიონზე.

სამართლიანობა მოითხოვს ითქვს, რომ ქალებს აქვთ სულიერი სილამაზის ინსტიქტი. ალბათ, სწორედ ამიტომ არის რომ ვერნერისმაგვარ მამაკაცებს ასე ვნებიანად უყვართ ქალები.
ვერნერი დაბალი ტანის გამხდარი და ბავშვივით სუსტი იყო. ბაირონივით ერთი ფეხი მეორეზე მოკლე ჰქონდა. ტანთან შედარებით მისი თავი ძალიან დიდი ჩანდა. თმა მოკლედ ჰქონდა შეკრეჭილი და მისი გაშიშვლებული თავის ქალას უსწორმასწორობანი ფრენოლოგს გააკვირვებდნენ ურთიერთსაპირისპირო მიდრეკილებათა უცნაური შეხამებით. მისი მუდამ მოუსვენარი პატარა შავი თვალები ცდილობდნენ თქვენს აზრებში ჩაწვდომას. მის ტანსაცმელს გემოვნება და სიფაქიზე ეტყობოდა.

გამხდარი, ძარღვიან პატარა ხელებს ღია ყვითელი ხელთათმანები უმშვენებდა, სერთუკი, ყელსახვევი და ჟილეტი მუდამ შავი ფერის ჰქონდა. ახალგაზრდებმა მას მეფისტოფელი დაარქვეს. თავს ისე გვაჩვენებდა, თითქოს ეს სახელი აბრაზებდა, სინამდვილეში კი იგი მის თავმოყვარეობას ესლბუნებოდა. ჩვენ მალე გავუგეთ ერთმანეთს და დავამხანაგდით, იმიტომ რომ მე მეგობრობა არ შემიძლია: ორი მეგობრიდან ერთი ყოველთვის მეორის მონაა, თუმცა ხშირად არცერთი მათგანი ამაში თავს არ უტყდება... მონობა მე არ შემიძლია, ხოლო მბრძანებლობა ამ შემთხვევაში დამღლელი ჯაფაა, იმიტომ რომ ამასთან ერთად საჭიროა მოტყუებაც; და, ესეც რომ არ იყოს ჩემს განკარგულებაშია ფული და ლაქიები. აი, როგორ დავამხანაგდით ჩვენ: მე შევხვდი ვერნელს ს-ში, მრავალრიცხოვან და მყვირალა ახალგაზრდების წრეში. საღამოს დასასრულს საუბარმა ფილოსოფიურ-მეტაფიზიკური მიმართულება მიიღო.

რწმენის შესახებ ვლაპარაკობდით. ყოველი კაცი სხვადასხვა რამეში იყო დარწმუნებული. 
_ რაც შემეხება მე, დარწმუნებული ვარ მხოლოდ ერთ რამეში... _ თქვა ექიმმა. 
_ რაში? _ვკითხე მე, ვინაიდან მინდოდა გამეგო იმ ადამიანის აზრი, რომელიც აქამდე დუმდა. 
_ იმაში, რომ ადრე თუ გვიან, ერთ მშვენიერ დილას მოვკვდები, _ მიპასუხა მან. 
_ მე თქვენზე მდიდარი ვარ, _ მივუგე მე, _ მე, ამის გარდა, კიდევ მაქვს რწმენა, სახელდობრ, ის მძიმე რომ ერთ უსაძაგლეს საღამოს უბედურება მეწვია, დავბადებულიყავი.
ჩვენი ლაპარაკი ყველამ სისულელედ მიიჩნია, მაგრამ ვერც ერთმა ამაზე ჭკვიანი ვერა თქვა რა.

ამ წუთიდან ჩვენ ერთმანეთი გამოვარჩიეთ ბრბოში. ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით და განყენებულ საგნებზე ძალიან სერიოზულად ვსაუბრობდით, სანამ ორივენი არ შევემჩნევდით, რომ ერთმანეთს ვატყუებდით. მაშინ ერთმანეთს თვალებში შევხედავდით, როგორც ამას, ციცერონეს თქმით, რომაელი ავგურები შვრებოდნენ ხოლმე, და დავიწყებდით ხარხარს; მოვიჯერებდით თუ არა სიცილით გულს, ერთმანეთს გავეყრებოდით, კმაყოფილნი კარგად გატარებული საღამოთი. 
როცა ვერნერი ჩემს ოთახში შემოვიდა, მე დივანზე ვიწექი, ხელები თავქვეშ მქონდა, ხოლო თვალებით ჭერს მივჩერებოდი, მან ჯოხი კუთხეში მიაყუდა, სავარძელში ჩაჯდა, დაამთქნარა და გამოაცხადა, გარეთ სიცხე მატულობსო. მე ვუპასუხე, ბუზები მაწუხებენ-მეთქი, და ორივენი დავდუმდით.
_ დააკვირდით საყვარელო ექიმო, _ ვუთხარი მე, _ სულელები რომ არ ყოფილიყვნენ, ქვეყნიერება ძლიერ მოსაწყენი იქნებოდა... აი, ჩვენ ორი ჭკვიანი ადამიანი ვართ; წინ-დაწინვე ვიცით, რომ ყველაზე დაუსრულებლად შეიძლება კამათი, და ამიტომ არ ვკამათობთ. ჩვენ ერთმანეთის თქმის ყველა საიდუმლო აზრი ვიცით.

ერთი სიტყვა ჩვენთვის მთელი ისტორიაა. ყოველი ჩვენი გრძნობის მარცვალს სამმაგ გარსში ვხედავთ. შამწუხარო ჩვენთვის სასაცილოა, სასაცილო სამწუხაროა, საერთოდ კი, სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ ფრიად გულგრილად ვუყურებთ ყველაფერს, გარდა ჩვენი საკუთარი თავისა. ასე რომ, აზრთა და გრძნობათა გაცვლას ჩვენს შორის ადგილი არ შეიძლება ჰქონდეს. ჩვენ ერთმანეთისა ვიცით ყველაფერი, რაც გვინდა ვიცოდეთ, და მეტის ცოდნაც არ გვინდა. ერთი საშუალება რჩება: ახალი ამბების მოყოლა. მიამბეთ რაიმე ახალი ამბავი.
გრძელი სიტყვით დაღლილმა თვალები დავხუჭე და დავამთქნარე.
ცოტა ჩაფიქრების შემდეგ მან მიპასუხა: 
_ თქვენს აბდაუბდაში მაინც არის რაღაც იდეა.


_ ორი, _ ვუპასუხე მე.
_ მითხარით ერთი, მე კი თქვენ გეტყვით მეორეს.
_ კარგი, დაიწყეთ, _ ვუთხარი მე და ჭერის დათვალიერება განვაგრძეთ, გულში კი მეცინებოდა.
_ თქვენ გნებავთ, რაღაც იციდეთ რომელიმე აქ ჩამოსულთაგანზე, და მე უკვე ვხვდები, ვისზე ფიქრობთ, იმიტომ რომ იქ თქვენ უკვე გითხრეს. 
_ექიმო! სრულიად შეუძლებელი ხდება ჩვენს შორის ლაპარაკი: ჩვენ ერთმანეთის გულში ვკითხულობთ. 
_ ახლა მეორე...
_ აი, მეორე იდეაც, მე მინდოდა თქვენ მეიძულებინეთ, რამე გეაბნათ, უპირველესად ყოვლისა, იმიტომ, რომ მოსმენა ნაკლებ დამღლელია; მეორეც _ ზედმეტი არაფერი წამოგცდება; მესამეც _ სხვისი საიდუმლოების გაგება შეიძლება; მეოთხეც ისა, რომ ასეთ ჭკვიან ადამიანებს, როგორც თქვენა ბრძანდებით, უფრო მსმენელი უყვართ, ვინემ მთხრობელი. ახლა საქმეს მივმართოთ: რა გითხრათ თქვენ ჩემს შესახებ თავად ლიგოვსკის მეუღლემ? 
_ დარწმუნებული ხართ, რომ თავადის მეუღლემ... და არა ასულმა?.. 
_ სრულიად დარწმუნებული გახლავართ.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ თავადის ასულმა გრუშნიცკი იკითხა.
_ თქვენ მოსაზრების დიდი ნიჭი გაქვთ. თავადის ასულმა თქვა, დარწმუნებული ვარ, ეს ჯარისკაცისმაზარიანი ახალგაზრდა დუელისათვის იქნება დაქვეითებულიო.
_ იმედი მაქვს, რომ თქვენ ეს სასიამოვნო მცდარი აზრი არ გაუქარწყლეთ.


_ რა თქმა უნდა. 
_ კვანძი უკვე არის! _ დავიყვირე მე აღტაცებულმა: _ ამ კომედიის კვანძის გახსნაზე ჩვენ ვიზრუნებთ. ბედი ცხადად ზრუნავს იმაზე, რომ არ მოვიწყინო. 
_ მე წინასწარ ვგრძნობ, რომ საბრალო გრიშნიცკი თქვენი მსხვერპლი გახდება, _ მითხრა ექიმმა.
_ შემდეგ, ექიმო?..
_ თავადის მეუღლემ თქვა, რომ თქვენი სახე მას ეცნობა. მე ვუთხარი, ალბათ, პეტერბურგში, სადმე მაღალ საზოგადოებაში თუ შეხვედით-მეთქი... თქვენი გვარიც ვუთხარი... მან იცოდა.

მგონი, თქვენმა თავგადასავალმა იქ დიდი ხმაური ატეხა... თავადის მეუღლემ თქვენი თავგადასავლის მოთხრობა დაიწყო და საზოგადოების ჭორებს, ალბათ, თავისი შენიშვნებიც დაუმატა... ქალიშვილი ცნობისმოყვარეობით უგდებდა ყურს. მის წარმოდგენაში თქვენ ახალი გემოვნების რომანის გმირი გახდი..

კიდევ მიმდინარეობს მუშაობა ...