გმადლობთ
გმადლობთ! _ გუშინ არ მოგგვარა ღიმილი
ჩემმა წრფელმა და მწუხარე ლექსმა,
და თუმც შენს გულს კვლავ არარა ესმა,
მაინც _ თითქოს რომ გესმოდა ყოველი, _
გმადლობთ!
ოჰ, რარიგად მატყვევებდი დიდხანს!
სიტყვა შენი, მზერა შენი მდაღველი,
გულს დამრჩება, ვით მარადი ნაღველი...
მაგრამ არ მსურს, შენც პასუხად მითხრა:
გმადლობთ!
მე მწყურია ძებნა ბედნიერების, _
ვით ვემატო ბედკრულ მონებს შენსას!
არ ვისურვებ, რომ ოდესმე მესმას
შენგან _ ნაცვლად გესლიანი ყვედრების _
გმადლობთ!
ცივმა მზერამ დამწვას შენმა _ ეს მსურს,
მოსპოს იგი ოცნება და იმედი,
რასაც გულში მიელვებდი, მინთებდი...
მხოლოდ მაშინ აღმოხდება ჩემს სულს:
გმადლობთ!
1830