ვაი, რას მუხთლობს წუთისოფელი!
სურს მარტოობის ზღვაში გამრიყოს...
ლხენა გაიყოს მზადაა ყველა,
არავის არ სურს, დარდი გაიყოს!
მარტო ვარ, როგორც მეუფე ზეცის,
და გული სევდით მევსება ობოლს;
და ვხედავ, ვხედავ, _ მორჩილნი ბედის მიჰფრენენ წლები,
სიზმრები როგორც.
მევლინებიან ისევე მერე და ოცნებანი ჰშვენიან ფრთამალთ;
და ვხედავ კუბოს, რომელიც მელის...
რად ვალოდინო? ამქვეყნად რა მაქვს?..
მოვკვდები...
ჩემთვის ვინ დაღვრის ცრემლებს?..
ზოგს კი _ მოწამე არის გამჩენი,
გაუხარდება უფრო უმეტეს, ვიდრე ამქვეყნად მოვლენა ჩემი.
1830