(რომელიც სიმთვრალეში ბევრად ლამაზი ჩანდა)
ღამე მშვიდობის ქალბატონო, მე თქვენ მიყვარხართ,
ნუ გაიკვირვებთ, მეც პირველად გხედავთ ამ ღამით,
მაგრამ თქვენ ისე თავხედურად მშვენიერი ხართ,
მეპატიება არშერთული ცოლის ღალატიც.
ნუ მიმზერთ ასე, არ ვარ გიჟი, მხოლოდ ლექსებს ვწერ,
ლექსების წერა გაგიჟებას სულაც არ ნიშნავს,
(მეზღვაური ვარ შეთავსებით ზოგჯერ მეთევზეც,
და ნანადირევს იშვიათად ვუშვებ ბადიდან)
აღარ დავუწყებ ოქროს თევზებს ძებნას ბადეში,
თუკი დღეს შევძლებ თქვენი გულის მონადირებას,
(ისე გაათბობთ ჩემი ზამთრის პეიზაჟებს თქვენ,
მზად ვარ გაზაფხულს ჩავუკეტო სულაც კარები)
ნუ ჭირვეულობთ, შეაწყვიტეთ ვნებებს აღვირი,
ეს ამ ღამით ხართ ქალბატონო ასე ლამაზი,
ნაბახუსევზე ლუდის ბოთლიც კი დააკნინებს,
თქვენს ფისოს სხეულს ჯიუტად რომ გამიავაზდა.