Litclub.ge

ისევ მაშინებს შენთან შეხვედრა...(მთარგმნელი ალხაზიშვილი გივი)
ისევ მაშინებს შენთან შეხვედრა,
უშენობა კი უფრო მაშინებს,
სუყველაფერი, რასაც შევხედავ,
იდუმალდება ჩემთვის მაშინვე.

გზად აჩრდილები დიან ზმორებით
და მათ თვალებში თვლემის ნისლია,
მე ტაძრის კიბეს მივეკონები,
უკან მოხედვა არ შემიძლია.

მეხება ვიღაც, მერე მშორდება,
ვერ იხსომებენ ლანდებს თვალები,
ხმა შემომესმა მოულოდნელად
უკანასკნელი დასაფლავების.

ღრუბლიანი ცა ეხება მაღლობს,
ქრება ტაძარი, არ მოჩანს დიდხანს.
მე ვიცი, აქ ხარ, ძალიან ახლოს,
მაგრამ აქ არ ხარ, შენ ისევ იქ ხარ..