Litclub.ge

*** წამებს ვიჭერდით მწარე ნაღველის... (მთარგმნელი ხომერიკი ბესო)
წამებს ვიჭერდით მწარე ნაღველის,
ჩვენ, მიმავალნი მოლიპულ გზაზე.
რომ სიხარულის წუთები გველის,
ჩვენ უარვყავით და დავრჩით ასე.

როცა დავცილდით,წარსულიც მაშინ
დავივიწყეთ და აღარც-კი ველით.
ბედნიერებას ვსვამთ სავსე თასით,
არ გამოჩნდება სანამდის ფსკერი.

ოდესმე ბოლო მოტკბო წვეთებით,
ჩვენ შეგვატაკებს ერთმანეთს ბედი.
ერთ სიყვარულად ჩავიღვენთებით,
თუნდაც საათით ვიქნებით ერთნი.