/აპრილის ეპისტოლე/
:ვერ დაივიწყებ ძახილს, ზურგი რომ შეაქციე
და ხმას, ყური რომ არ ათხოვე,
ის ხმა დაგეძებს...
ის შენშია,
ის იღვიძებს,
ექოსავით მეორდება, მეორასდება,
უთვალავდება დღისით და ღამით...
სხვა ვერავინ გაიგონებს,
ვიდრე ექო შენი ხმით არ ამოიხავლებს...
ვხვდები, როცა შუბლზე მკოცნი,
რომ შენ სუნთქვას ისევ ვახსოვარ...
სუნქვასა და სუნთქვას შორის გაჩენილ ფიქრს
შენი სიცოცხლე აარსებებს
და ფიქრი სუნთქავს:
მოვლენ დღეები წასასვლელად,
წავლენ დღეები მოსასვლელად,
რომ წამოკრიფონ ფრაგმენტები
შენს სიტყვებში გაჩენილ ხილვის,
რომ საკაიფო მოზაიკა შეაკოწიწონ
და გააგრძელონ სიზმრის ტიხრის მოპირკეთება.
მიბმულია ფიქრი სუნთქვაზე და სიცხე წყალს სვამს,
მხურვალების დასარწყულებლად...
მარტო ზიხარ და აღარ გქვია ნებიერი,
აბრუნებ დოლაბს და ფქვილს კი არა,
შენს ძილ_ღვიძილს ფქვავ..
“მოიხადე პირბადე, აიკრიფე კალთები,
გაიშიშვლე წვივები და გადადი მდინარეზე.”
ეს მდინარე შენთვის მოდის,
ან გადალახე მისი დინება,
ან მოგიტაცებ
და თვალების ფსკერზე დაგმალავ,
რომ მერე ჩემში იარსებო ანარეკლივით.
ხომ მოგესმა გალობა.?!
ზღაპრის ჩიტი შენს სიზმარშიც შემოფრენილა,
შენით სუნთქავს გასუსული ღამის ჰაერი
და მეშინია, ზღაპრის ჩიტმა
შენი სული არ იგალობოს.
..............
ღმერთი ჩვენი მწყალობელი...