Litclub.ge
* * * ფრთხილად და შიშით შევაღე კარი...
ფრთხილად და შიშით შევაღე კარი,
სადაც სცხოვრობდა მშვენიერება..
მას უმღეროდა რუსთველის ქნარი,
მას უმღეროდა ბანოვანთ კრება..
იქ მოისმოდა გულ-შემზარავი
ბარათაშვილის ჰანგი მწუხარე...
1910