Litclub.ge

* * * მითხარი ნანა...
მითხარი ნანა, დამაძინე ღონე-მიხდილი,
რაღაც შავ ლანდად მეჩვენება ირგვლივ ქვეყანა,
მე სანატრელად გამხდომია თვითონ სიკვდილი,
იმედი, რწმენა დამეკარგა, ძირს დაექანა.
მე დავიღალე, დავუძლურდი, მძაგს, მძაგს ქვეყანა...
მითხარი ნანა, ტკბილი ნანა...

1910